"მონაკოს" უპირველესმა ვარსკვლავმა რადამელ ფალკაომ, შესაძლოა, აგვისტოშივე მონახოს ახალი კლუბი კარიერის გასაგრძელებლად
როგორც ჩანს, "ლიონი" უკვე მომწიფებულია სერიოზულ ამოცანებთან შესაჭიდებლად. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება რჩება პირველი ორი ტურის შემდეგ.

რემი გარდის გუნდმა მე-2 ტურის შეხვედრა პარასკევს მოიგო და "სოსიედადთან" ჩემპიონთა ლიგაში დაპირისპირების წინ მეტოქეზე 24 საათით მეტი დაიტოვა მოსამზადებლად. ძირითადში იყო გუნდის უკლებლივ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი, მათ შორის, იოან გურკუფი და ახლად გამოჯანმრთელებული მაქსიმ გონალონი.

მასპინძლებმა თამაში უკეთ დაიწყეს და ანგარიში, ჩვენი აზრით, დაუმსახურებელი პენალტით გახსნეს. იქამდე, ვიდრე სედრიკ ბაკამბუ საჯარიმოში შეიჭრებოდა და მილან ბიშევაცთან ბრძოლაში თერთმეტმეტრიანს მოიპოვებდა, კონგოელმა თამაშის წესი თავად დაარღვია.

თუმცა რიად ბუდებუზმა სტანდარტული მდგომარეობა მშვიდი სინდისით გამოიყენა.

"ლიონი" დიდხანს ეძებდა თავის თამაშს და მას მხოლოდ ტაიმის შუაწელს მიაგნო. "სოშო" იძულებული გახდა, დიდი ძალები გადაესროლა თავის დასაცავად.

"ლიონის" მრავალსვლიანმა კომბინაციებმა შედეგი გამოიღო. სტუმრებმა 13-წუთიან მონაკვეთში ერთიმეორეზე უფრო ლამაზი სამი გოლი გაიტანეს.

ინდივიდის მნიშვნელობა

მარტო ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ "მარსელმა" "ევიანი" დამაჯერებლად დაამარცხა, თუმცა ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მატყუარაა.

პროვანსელებმა ეს სამი ქულა ალბათ დაიმსახურეს, თუმცა უფრო მეტად თავიანთი ლიდერების, პიერ-ანდრე ჟინიაკისა და დიმიტრი პაიეს ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით.

განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ჟინიაკის დარტყმა. თავდამსხმელმა ჯონათან მენსა ისე მოატყუა, რომ უკანასკნელს, მინიმუმ, უნდა შერცხვენოდა.

თავის მხრივ, სტუმრებმა სტივ მანდანდას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და რომ არა ვეტერანი მეკარე, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა თამაშის ბედი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ანგარიში გავხსენი. კარგი იქნებოდა, მეტიც შემძლებოდა. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, როგორ ითამაშებდა მეტოქე. ამიტომაც მაქსიმალურად ვეცადეთ, მისთვის ბურთი დაგვემალა. გამოგიტყდებით, არ მგონია, რომ შარშან ეს მოგვეხერხებინა", - განაცხადა ჟინიაკმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

დაჩრდილული მილიონები

ექსჩემპიონმა "მონპელიემ" წინა ტურში ლიგა 1-ის მოქმედ გამარჯვებულთან ქულა დაიმსახურა, თუმცა შაბათს შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე "მონაკოსთანაც" კი ძალა აღარ ეყო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

კლაუდიო რანიერის გუნდში საუკეთესო იყო არა რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული რადამელ ფალკაო, არამედ საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ემანუელ რივიერი.

23 წლის შემტევი პირველ გოლზე ლორან პიონიესთან პირისპირ დარჩა, აკრობატულ ნახტომში ბურთს ფეხი მიჰკრა და მეკარეს თავზე პარაშუტივით დაუკიდა; მეორედ კუთხურისას ივაჟკაცა და ახლო მანძილიდან ყველას დაასწრო რეაგირება. სულ ბოლოს კი მეკარის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

მონეგასკების გულშემატკივარი ბედნიერია, რომ მათმა საყვარელმა კლუბმა ჩემპიონატში ორიდან ორი თამაში მოიგო, თუმცა ესპანური "მარკას" ცნობით, დამოუკიდებელი სამეფოს წარმომადგენლის თავზე საავდრო ღრუბლებმა დაიწყო თავმოყრა.

"მონაკოს" უპირველესმა ვარსკვლავმა რადამელ ფალკაომ, შესაძლოა, აგვისტოშივე მონახოს ახალი კლუბი კარიერის გასაგრძელებლად.

ესპანური გამოცემა "ჩელსისა" და "რეალის" ვარიანტებს განიხილავს. კოლუმბიელი აღშფოთებულია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მისი ხელფასი წელიწადში 14-დან 7 მილიონამდე შემცირდება.

"მონაკოს" მოთამაშეები გადასახადებს წლების განმავლობაში არ იხდიდნენ (იმიტომ, რომ ამ მოვალეობისგან სამთავროს ყველა მცხოვრები გათავისუფლებულია), თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ლიგაში მიიჩნიეს, რომ ამის გამო "მონაკო" მეტისმეტ უპირატესობას იბევებდა კონკურენტებთან და შესაბამისად, მას ფრანგული კლუბების მსგავსად, მოსთხოვეს საფრანგეთის ბიუჯეტთან ანგარიშსწორება.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.

საფრანგეთი. ლიგა 1. II ტური

სოშო-ლიონი 1:3

გოლები: 1:0 ბუდებუზი (5-პენ), 1:1 ბენზია (35), 1:2 ლაკაზეტი (43), 1:3 გურკუფი (48)

ლიონი: ა. ლოპეში, ბედიმო, ბიშევაცი, ფოფანა, მ. ლოპეში, გრენიე (80. ფერი), გურკუფი, ლაკაზეტი (84. დანიკი), მალბრანკი, გონალონი, ბენზია (70. ბალული)

მარსელი-ევიანი 2:0

გოლები: 1:0 ჟინიაკი (16), 2:0 პაიე (67)

მარსელი: მანდანდა, ნკულუ, მორელი, რომაო, დიავარა, ფანი, ა. აიუ, იმბულა (46. შეირუ), ვალბუენა (82. კადირი), ჟინიაკი, პაიე (71. ამალფიტანო)

ბასტია-ვალანსიენი 2:0

გოლები: 1:0 ბრუნო (76), 2:0 ბა (79)

ნიცა-რენი 2:1

გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (20), 1:1 ოლივეირა (45), 2:1 პიე (50)

გაძევება: 90 წთ, პაჟო (რენი)

რეიმსი-ლილი 2:1

გოლები: 1:0 ალბაეკი (7), 2:0 გრომბარი (67), 2:1 ბასა (88)

სტ. ეტიენი-გენგამი 1:0

გოლი: 1:0 ლემოინი (52)

ტულუზი-ბორდო 1:1

გოლები: 0:1 დიაბეტე (43), 1:1 ბასატი (45)

გაძევება: 28 წთ, პლანიუ (ბორდო)

მონაკო-მონპელიე 4:1

გოლები: 1:0 ფალკაო (9-პენ), 1:1 მონტანიო (24), 2:1 რივიერი (45), 3:1 რივიერი (58), 4:1 რივიერი (81)

მონაკო: სუბაშიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ოკამპოსი (82. ტისერანი), ობადი (88. ნ'დინგა), ტულალანი, ფერეირა-კარასკო, ფალკაო, რივიერი (85. ჟერმენი)

ლორიანი-ნანტი 2:1

გოლები: 0:1 ვეინიო (18), 1:1 აბუბაქარი (40), 2:1 ალიადიერი (61)

პსჟ-აიაჩო 1:1

გოლები: 0:1 პედრეტი (9), 1:1 კავანი (86)

პსჟ: სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტ. სილვა, მაქსველი - მოტა, მატუიდი (68. ვერატი), პასტორე (57. ლავეცი), მოურა (76. ონგენდა) - იბრაჰიმოვიჩი, კავანი

იხილეთ ვიდეო

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები:

4 - ემანუელ რივიერი (მონაკო); 3-3 - დიმიტრი პაიე (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს