ტურინის "იუვენტუსმა" სეზონი ტრიუმფით გახსნა
ამერიკულ ტურნეში მიჯრით წაგებული შეხვედრების შემდეგ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი ოფიციალურ პაექრობებს სულ სხვაგვარად ითამაშებდა.

თუ იტალიის სუპერთასით ვიმსჯელებთ, ანტონიო კონტე სიტყვის კაცია, მისი გუნდი კი კიდევ უფრო მრისხანედ გამოიყურება, ვიდრე გასული სეზონის სტარტზე...

"იუვენტუსმა" "ლაციოსგან" ქვა ქვაზე არ დატოვა, ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგ ტროფეის განსაკურებული პრობლემების გარეშე დაეუფლა.

გაიტანა მცველმაც (ჯორჯო კიელინი), ნახევარმცველმაც (პოლ პოგბა, შტეფან ლიხტშტაინერი) და თავდამსხმელმაც (კარლოს ტევესი), "იუვეს" შეტევები კი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო.

კიელინი მარკეტისთან პირისპირ დარჩა და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს - კონტეს "იუვენტუსი" ვითარდება და მასთან გამკლავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

შესაძლოა, ერთი მატჩით შორსმიმავალი გეგმების დასახვა არ იყოს სწორი, მაგრამ ვინც "ბიანკონერის" თამაშებს თვალს ადევნებს, ადვილად მიხვდებოდა, რომ ეს გაგრძელებაა მთელი იმ პროცესის და გნებავთ, პროგრესის, რომელსაც კონტეს "იუვემ" მიაღწია. ბრავო "ვეკია სენიორას", რომელიც ახალ სეზონს ბრწყინვალე განწყობით ხვდება...

"ამხანაგურ შეხვედრებში წარუმატებლად ვთამაშობდით, თუმცა ყველას დავპირდი, რომ "ლაციოს" წინააღმდეგ სულ სხვა "იუვენტუსს" იხილავდნენ.

ვფიქრობ, გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. "ლაციოს" დაჩაგვრა იოლი საქმე არაა. ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიის წერას და ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს," - განაცხადა მატჩის შემდეგ კონტემ.

"ეს იყო ნამდვილი ფსიქოლოგიური კოლაფსი - თითქოს გავითიშეთ და თამაშის უნარი წაგვერთვა.

"იუვენტუსმა" ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმნა, მაგრამ ოთხი გოლი გაგვიტანა. აქედან სამი დროის მოკლე მონაკვეთში გავუშვით, რასაც კარგად გაანალიზება სჭირდება...

უნდა დავფიქრდეთ, რა მოხდა იმ პერიოდში და რატომ მივეცით მეტოქეს ამდენის საშუალება.

გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი და ვპირდები მათ, რომ ჩემპიონატის სტარტს გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება," - ეს "ლაციოს" თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩის სიტყვებია.

მეოთხე გოლი "ლაციოს" კარში "იუვენტუსის" ახალწვეულმა, კარლოს ტევესმა გაიტანა, რამაც გულშემატკივართა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.

ნამატჩევს, არგენტინელი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა და კომენტარიც გააკეთა:

"შესანიშნავი საღამო იყო, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და ეს თამაშის დროსაც გამოჩნდა.

მეორეჯერ მომიწია მირკო ვუჩინიჩთან ტანდემში თამაში და უნდა აღვნიშნო, რომ ბრწყინვალე პარტნიორია.

უდიდეს სამუშაოს ასრულებს, ბურთს კი, პრაქტიკულად, არ კარგავს. რაც შეეხება კონტეს, ის ნამდვილი ჩემპიონია და ამით ალექს ფერგიუსონს მაგონებს.

სერ ალექსის მსგავსად, კონტეს მხედველობის არეალი ყველა დეტალს წვდება; აღფრთოვანებული ვარ ანტონიოსთან მუშაობით და მჯერა, რომ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ".

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero 10
ფორცა იუვე!!!
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?