19 წლის ლაშა ომანიძე, რომლითაც ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის უმაღლესი ლიგის კლუბები ინტერესდებიან, საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს
უცხოეთში მიმოფანტულ ქართველებში კიდევ ერთი საინტერესო ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ - 19 წლის ლაშა ომანიძე რუსეთის II დივიზიონის "რუსში" თამაშობს და როგორც ამტკიცებენ, პერსპექტიული ფეხბურთელია. მისით თურმე ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის უმაღლესი ლიგის კლუბები დაინტერესდნენ.

რუსი სპეციალისტები ლაშას დიდი მომავლის ფეხბურთელად მიიჩნევენ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს შესაძლებლობების რეალიზაციაში ხელს უშლიდა ლტოლვილის მოწმობა, მაგრამ არა - სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

"მართალია, ომანიძე დღეს რუსეთის დაბალ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ არნემის "ვიტესის" სელექციონერებმა ზაფხულში გასინჯვაზე მიიწვიეს. იქ მან სამ საკონტროლო შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელებს ლაშა ძალიან მოეწონათ, მაგრამ ლტოლვილის საბუთი ჰქონდა, რის გამოც ევროკავშირელებზე შეზღუდვებია და სწორედ ეს პრობლემა წარმოიქმნა.

თუმცა მას სხვა კლუბებიც იწვევენ და მჯერა, მალე ამ ბიჭს გაცილებით ძლიერ ლიგაში ვიხილავთ. ის არა მხოლოდ კარგი მოთამაშე, არამედ წესიერი და შეგნებული პიროვნებაა, ასეთს კი კლუბები თავადაც ეძებენ", - ამბობს ფიფას აგენტი ბესიკ აბაშიძე.

ამას გარდა, გვითხრეს, რომ ლაშა ომანიძეს დაუკავშირდა თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე "ქაშიმფაშაც", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის; ზამთარში კი თურმე ყაზანის "რუბინში" ვარჯიშობდა.

მოკლედ, თემამ დაგვაინტერესა და ლაშას პეტერბურგში დავუკავშირდით.

"ჩემი მშობლები თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში 90-იან წლებში გადმოვიდნენ, მე კი მოსკოვში დავიბადე. მერე ისევ თბილისში ვცხოვრობდით და მცირე ხნით "ავაზაში" ვვარჯიშობდი.

2003 წელს ჩემს ოჯახს კვლავ მოუხდა საქართველოს დატოვება და ისევ რუსეთში დავბრუნდით. სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტის" საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დავიწყე ვარჯიში. იქ შემნიშნეს და მიმიწვიეს ადგილობრივი "ლოკომოტივის" სელექციონერებმა. მერე "ნევაში" გადავედი.

ბოლო წელიწადნახევარია, სანკტ-პეტერბურგის "რუსში" ვთამაშობ. ცენტრალური ფორვარდი ვარ, მაგრამ თამაში ფლანგზეც შემიძლია.

ჩემი ამჟამინდელი კლუბი II ლიგის ჩრდილო-დასავლეთ ზონაში გამოდის. მეპატრონეს პირველ ლიგაში გადასვლა სურს, სამომავლოდ კი პრემიერლიგასაც უმიზნებს.

საერთოდ, დიდი ამბიციების მქონე პიროვნებაა და "რუსში" სოლიდურ თანხებს აბანდებს", - ამბობს ომანიძე.

19 წლის ქართველი უცხოური კლუბების დაინტერესებაზეც გველაპარაკა:

"დიახ, "ვიტესში" ვიყავი გასინჯვაზე. სამი თამაში ჩავატარე და სამი გოლი გავიტანე, მწვრთნელებსაც მოვეწონე, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება ჰოლანდიაში მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვების გამო ვერ მოვახერხე.

მერე შოთა არველაძეც დაინტერესდა, მოლაპარაკება ახლაც გრძელდება და მალე ყველაფერი მეცოდინება.

მანამდეც მქონდა მცდელობა, უფრო მაღალი დონის გუნდში რომ წავსულიყავი - თებერვალში "რუბინში" მიმიწვიეს. ყაზანში კარგა ხანს დავრჩი, გუნდში ამიყვანეს კიდეც, მაგრამ რუსული პასპორტი არ მქონდა და ვერ მათამაშებდნენ - ლტოლვილის სტატუსმა მაშინაც ხელი შემიშალა. ასე გაჩერება არ მსურდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "რუსში" დავბრუნდი.

აქ მოქალაქეობის გამო პრობლემა არ შემქმნია. თუმცა რეალობა გავითვალისწინე და იძულებული გავხდი, რუსეთის პასპორტი ამეღო - ჩემი ასაკის ბიჭი აქ რომ თამაშობს, მოქალაქეობაზე უარს ვერ იტყვის. სხვაგვარად, წინსვლა გაუჭირდება. ასეა რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა.

რუსულ ფეხბურთში უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ, აქაური პრემიერლიგა ყველაზე წარმატებული და ფინანსურად მდიდარი ლიგების ხუთეულშია და აქ თამაში უკვე პრესტიჟულიცაა. ცხადია, საკუთარი ნებით ამაზე უარის თქმა გაუმართლებელი იქნებოდა...

თუმცა ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ. იმედია, ადრე თუ გვიან ამას მოვახერხებ. ჯერჯერობით კი არათუ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ მითამაშია, ჩემით საერთოდ არც დაინტერესებულან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ani.omana
ლაშუუუკ
Artur
აუ, ეს მურმან ომანიძის ბიჭია!
დათა
გადავანგრიე ინტერნეტი და მაგისთანას არც უთამაშია და არც თამაშობს „რუსში“. ვის ჭირდება ეგ ტყუილები?????????????
murtalo
...ცოტა ჯიბეზე გაიკრას ხელი ოჯახმა და რეზო აღმოაჩენს, ძოძუაშვილი:)
Giorgi
კაი ბიჭია გამოიძახეთ!!!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ქობულეთის "შუქურამ" ფოთის "კოლხეთს" ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და დაუზავდა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ᓚ
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა
"დინამოს" და კვარაცხელიას მაგალითი - როგორ უნდა დაშორდნენ კლუბი და ფეხბურთელი
"ქართველ ფეხბურთელს სულ უნდა მოსთხოვო და ძალით ამოქაჩო..."
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება