მსოფლიოს ჩემპიონატი 5-16 სექტემბერს კიევში უნდა გაიმართოს
მოახლოებულია საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა წლევანდელი სეზონის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 5-16 სექტემბერს კიევში (უკრაინა) უნდა გაიმართოს. სამწუხაროდ, თავი იჩინა პრობლემებმა, თუმცა მთავარი მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე მთლად უიმედოდ არაა.

- ბატონო თემურ, თავდაპირველად ნაკრების კიევში გასამგზავრებელი შემადგენლობა გაგვაცანით...

- მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: გიორგი ჩარგაზია (46), გიორგი მანჯავიძე (48, ორივე - ფოთი), გაგიკ პოზოიანი (50, ახალქალაქი), ვალერი ბოყოველი (52, ჭიათურა), ჯოტო თაბოშვილი (54, ერედვი), ესკერხან მადიევი (57, თბილისი), თორნიკე ხელაძე (60, ქუთაისი), თარაშ კანდელაკი (63, ვარიანი), გიორგი ხარაბაძე (66, ქუთაისი), რატი ტლაშაძე (75, გორი), იაგო გედენიძე (80, თბილისი).

წარმომადგენელი არ გვეყოლება 70 და + 80 კგ წონით კატეგორიებში, რადგან იქ ჩვენი სპორტსმენების მიერ წარმატების მოპოვების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს.

- როგორც ვხედავთ, გუნდი ძირითადად აპრილში გამართული საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვითაა დაკომპლექტებული, თუმცა არის გარკვეული გადანაცვლებებიც...

- საქართველოს პირველობის მერე თბილისში, ფედერაციასთან ერთად ჩავატარეთ საკონტროლო შეხვედრები, რომლის შედეგებმა ცალკეული კორექტივები შეიტანა შემადგენლობაში.

კერძოდ, 50 კგ-ში ქვეყნის პირველობაზე გამარჯვებული მიხეილ გაბინაშვილი (გორი) შეცვალა ბრინჯაოსპრიზიორმა პოზოიანმა.

თარაშ კანდელაკი 60 კგ-ში გახდა პირველობის გამარჯვებული, მაგრამ წონა შეიცვალა და 63-ში გადავიყვანეთ, მის ადგილზე კი თორნიკე ხელაძე დავაყენეთ.

- ამის შემდეგ იყო საერთაშორისო შეჯიბრება...

- დიახ, ბაქოში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირზე გამოვედით. იქ გიორგი ხარაბაძე (66 კგ) თავის წონაში საუკეთესო იყო, კიდევ ოთხმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრება თუ გქონდათ?

- საერთო ფიზიკური მომზადება გავიარეთ ბაკურიანში და მას შემდეგ შეკრების გარეშე ვართ. სამწუხაროდ, კრივის ეროვნულ ფედერაციას არ გააჩნია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრების ჩატარების თანხები. დღესდღეობით ყველა თავის ქალაქში ვარჯიშობს პირად მწვრთნელთან. ასე ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

- და ამას ეგუებით?

- როცა თავს ზევით ძალა არ არის, რას ვიზამთ?

- მონაწილეობის ხარჯებს თუ გაიღებს ფედერაცია?

- ფედერაციამ მოკრივეების დასაფინანსებლად იმ ადგილობრივ თვითმმართველობებს მისწერა წერილები, რომელ ქალაქსაც ისინი წარმოადგენენ. უარი არავის უთქვამს.

- ყველაზე მეტად რომელი მოკრივეების იმედი გაქვთ?

- უფრო მეტად, ალბათ, გიორგი ხარაბაძის, რატი ტლაშაძის და იაგო გედენიძისგანაა მოსალოდნელი წარმატება. ცოტა კენჭისყრამ და ფორტუნამ თუ გაუმართლათ, კიდევ ერთი-ორ მოკრივესაც შეუძლია წარმატებისთვის ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mkitxveli
აი გიორგი ხარაბადზე იყოო კიევის ჩემპიონატზე და 3 მოგებული თამაში წაართვეს :( უსამართლობააა
Koba
დარწმუნებული ვარ ეს პატარა ბიჭები თავის სიტყვას მაინც იტყვიან ამ ჩემპიონატზე, მაგრამ აი თქვენ რა უნდა თქვათ ნეტავ ქართული კრივის "დიდო მამებო"??? ამ ბიჭების წარმატების შემთხვევაში იმედია არ დააკლებთ ქება-დიდებას "ჩვენ მზრუნველ ფედერაციას" , ჩემპიონებსაც "შესაბამისად დააფასებთ" და უხვადაც დაასაჩუქრებთ?!!!
gela
ვოვა ახალკაცმა ხომ უნდა მოტეხოს ფულები.ეგ ხომ ხიშნიკია რაგაც დგები დარჩა ვოვა ახალკაცს და ერთ მომენტსაც არ კარგავს. ფულებს ჯიბეში იგროვებს ეგ არაკაცი და კორუპირებული,დათო წიკლაურთან ერთად,ამათი D...ც
hiko
ასეტი რამე არ მომხდარა გაჰირვების დროსაც კი ისჰოვეტ ტანხები რას აკეტებტ მანდ მარტო გრიალი რომ გინდატ
valo
ტემურ არ გრცხვენია რეებს ბოდავ მსოპლიო სეკრების გარესე სად გაგონილა მაგრამ სენ სეეგუე კველაფერს ან ვინ გაკიტხავს სენ ხომ დაბალი გობე ხარ
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა
დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი
გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი
''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"
ქართველი ჭაბუკი მოკრივეები მსოფლიოს ჩემპიონატზე 11-კაციანი გუნდით გამოვლენ
"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?