ცოტა მოულოდნელია, რომ რუსები ბრაზილიაში არასრული გუნდით ჩადიან - მონაწილე არ ეყოლებათ 100 კილოგრამში
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე სამიოდე დღე დარჩა - 26 აგვისტოს იწყება ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში და გაირკვა კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტის - რუსეთის ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა.

ცოტა მოულოდნელია, რომ ისინი ბრაზილიაში არასრული გუნდით ჩადიან - მონაწილე არ ეყოლებათ 100 კილოგრამში.

ასევე თვალშისაცემია, რომ ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონთა ტრიოდან არც ერთი არ ჭიდაობს - არსენ გალსტიანი (60) ივლისში ყაზანში უნივერსიადაზე კი გამოვიდა და ვერცხლიც მოიპოვა, მაგრამ ამ ტურნირისთვის არაა მზად; მანსურ ისაევმა (73) ზამთარში მოტეხილი ხელი კი მოირჩინა, მაგრამ ტურნირში ჯერაც არსად გამოსულა; იძულებითი თუ დაგეგმილი დასვენება უსასრულოდ გაუჭიანურდა ტაგირ ხაიბულაევსაც (100)...

რუსები ბრაზილიაში ამ შემადგენლობით იჭიდავებენ: ბესლან მუდრანოვი (60), ალიმ გადანოვი (66), მურატ კოძოკოვი (73), ივან ნიფონტოვი, ივან ვორობიოვი (ორივე - 81), კირილ დენისოვი, გრიგორი სულემინი (90), ალექსანდრ მიხაილინი (+100).

გუნდურ ტურნირში, რომელიც ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 1 სექტემბერს გაიმართება, მიხაილ პულიაევი (66), სირაზუდინ მაგომედოვი (81), დენის იარცევი (73), რენატ საიდოვი და იური პანასენკოვი (ორივე +90) გამოვლენ.

ცოტა გასაკვირია, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი კამალ ხან-მაგომედოვი (66) - ვერც პირადში და ვერც გუნდურში.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები რიო დე ჟანეიროში მთლად საზეიმო განწყობით ვერ მიდიან - ჯერ იყო და ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ელენა ივაშენკო დაიღუპა (ოფიციალური ვერსიით, ის ტიუმენში მრავალსართულიანი კორპუსიდან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გადმოვარდა, თუმცა ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ გადმოაგდეს), ახლახან კი რუსული ძიუდოს პატრიარქი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მწვრთნელი ანატოლი რახლინი გარდაიცვალა.

დასასრულ, ცნობა საფრანგეთიდან: მუხლი იტკინა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ბრინჯაოსმედალოსანმა უგო ლეგრანმა (73), თუმცა ფრანგული წყაროების ცნობით, ბრაზილიაში მის ჭიდაობას საფრთხე არ ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა