ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რონალდო VS მესი - ვინ უფრო მაგარია

რონალდო VS მესი - ვინ უფრო მაგარია

კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის შედარებით დახასიათება ლა ლიგის მიხედვით
ბავშვობაში ასეთი ტიპის თემებს გვაწერინებდნენ: "ტარიელისა და ავთანდილის შედარებითი დახასიათება "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით". აი, დაახლოებით ასეთი ტიპის "თემის" დაწერას ვაპირებ: კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის შედარებით დახასიათებას ლა ლიგის მიხედვით, "ჰედ თუ ჰედ", როგორც ინგლისელები იტყვიან. ამაში კი goal.com-ის შესაბამისი რუბრიკა დაგვეხმარება.

თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ ლა ლიგა ორი ბედაურის დოღი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვა კლუბებმა დასაწყისში შეძლეს "ბარსელონასთან" და "რეალთან" ტოლსწორად ბრძოლა, მაგრამ ახლა გრანდების უპირატესობა უკვე გამოიკვეთა - 11 ტურია გასული და "რეალი" 29 ქულით ლიდერობს, "ბარსელონას" ქულით ნაკლები აქვს. "ბლაუგრანა" მესამეადგილოსან "ვილიარეალს" უკვე 5 ქულით უსწრებს. ამ ორ გრანდში კი, ისევე როგორც შარშან, ორი ფეხბურთელია გამორჩეული: კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი.

როგორ ითამაშეს ბოლო ტურში

რომელმა იყოჩაღა ბოლო ტურში?

ლეო მესი ("ბარსელონა"-"ვილიარეალი" - 3:1): მესიმ დუბლი შეასრულა და ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში გოლების რიცხვი 7-მდე გაზარდა. პირველი გოლი (გუნდის მეორე) ასე გაიტანა - "ბარსელონამ" უმალ გაითამაშა საჯარიმო, მესიმ და პედრომ მეტოქის საჯარიმოში ორჯერ გაითამაშეს კედელი, რასაც არგენტინელის აუღებელი დარტყმა მოჰყვა. მეორე გოლი კვლავ პედროს აქტიურობას მოჰყვა, რომლის ჩაწოდებას თუ დარტყმას რიკოშეტი მოჰყვა, ბურთი არგენტინელმა ჩაიგდო და ნამდვილი ფორვარდის კლასი გამოავლინა. ამ მატჩში მსაჯებმა მას ნაღდი "საგოლე პასი" მოჰპარეს, როცა პედროზე თამაშგარე დააფიქსირეს.

რონალდო ("სპორტინგი"-"რეალი" - 0:1): ზედიზედ მეორე ტურში რონალდომ გოლი ვერ გაიტანა, მან ვერც "ატლეტიკო" დაამწუხრა და ვერც "სპორტინგი". მეტიც, კრიშტიანოს ასტურიაში კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს! პორტუგალიელმა ორჯერ ბრწყინვალე პასით დასარტყამ პოზიციაზე იგუაინი და ბენზემა გაიყვანა, მაგრამ ფორვარდებმა ვერ ივარგეს. მიუხედავად შედარებით "მშვიდი" თამაშისა, ხიხონში რონალდომ რამდენჯერმე შეძლო ტექნიკის დემონსტრირება. ერთხელ მის განავარდებას ფლანგზე ალბერტო ბოტიას უხეშობა და წითელი ბარათი მოყვა.

მესი რონალდო

გოლი 2 0

დარტყმა 6 (4) 1 (0)

პასი 0 0

დაკარგვა 11 9

მოპოვება 2 2

მასზე დაჯ. 1 7

გოლ.კომ-ის შეფასება 8 6

სიმბოლურ ნაკრებში

11 ტურია გასული და მესი სიმბოლურ ნაკრებში 5-ჯერ მოხვდა. შედარებით არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ პირველად არგენტინელი სიმბოლურში მე-3 ტურში მოხვდა (2:1 გამარჯვება "ვისენტე კალდერონზე"). მერვე ტურიდან მოყოლებული მესი მუდამ სიმბოლურშია. სტუმრად "სარაგოსასთან" დუბლს "სევილიას" წინააღმდეგ გაბრწყინება მოყვა. შემდეგ მესიმ "ხეტაფეს" ორი გოლი გაუტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა, ახლა კიდევ მორიგი დუბლი "ვილიარეალის" კარში.

კრიშტიანო რონალდო სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ მოხვდა. სეზონის სტარტი ვერც მას გამოუვიდა კარგი, სიმბოლურში კი პირველად მეოთხე ტურში შეიყვანეს - გოლი და საგოლე პასი "ესპანიოლის" წინააღმდეგ. შემდეგ ზედიზედ მე-7, მე-8 და მე-9 ტურებში მადეირელი სიმბოლურში ვიხილეთ. ყველაზე მეტად მან "რასინგი" გაამწარა, რომელსაც პოკერი შეუსრულა.

რომელი უკეთეს სეზონს ატარებს ლა ლიგაში?

მესი რონალდო

წუთები 849 1041

გოლები 10 11

პენ. 0 3

საჯარიმო 0 0

პირველი გოლი 5 2

კარში დარტყმა 44 (24) 82 (31)

საგოლე პასი 3 5

პასი 553 520

ზუსტი 462 382

მოკლედ, ჩვენ გვიჭირს გამარჯვებულის გამოვლენა და ჯერი თქვენზეა. დავძენთ მხოლოდ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს 1 გოლით, ხოლო მის გუნდს 1 ქულით მეტი აქვს, ოდნავ წინ მაინც მესია.

• anuka

მესი მაგარიაა....!!!! და არავინ თქვას ცუდიიიი

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე