დევიდ მოიესს "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება ჟოზე მოურინიოსთან მოუწევს
პერსონა ნონ გრატა

24 აგვისტოს საღამოს "ვილა პარკზე" ის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, რომელთაც სეზონი ასე თუ ისე, ნორმალურად დაიწყეს. მეტოქეებს 3-3 ქულა აქვთ, ოღონდ მასპინძლებმა უკვე ორი შეხვედრა გამართეს.

ოთხშაბათს "ჩელსისთან" ბოლო წუთებზე კევინ ფრენდის სუბიექტური გადაწყვეტილება რომ არა, დიდი შანსი იყო, ბირმინგემელები ცხრილს სათავეშიც კი ჩასდგომოდნენ. კრისტიან ბენტეკეს პენალტის დარტყმისას ფეხი ალბათ არ აუკანკალდებოდა.

ამავე არენაზე მერსისაიდელებმა შარშან 2:1 მოიგეს, თუმცა მასპინძელთა ლიდერს მაშინაც ვერაფერი მოუხერხეს. კრისტიანმა "წითლებს" სეზონში სულ სამჯერ გაუტანა, რის გამოც სტუმართა ფანებისთვის ბელგიელი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

"ეჭვი არავის ეპარება, რომ ბენტეკე ყველა თანაგუნდელისთვის ერთგვარად მისაბაძი მაგალითია. ბურთს მიიღებს თუ არა, მერე მისი დამორჩილება მართლა უკვე აღარ უჭირს. ის გავლენიანი მოთამაშეა. ველოდები, რომ ის უმაღლეს დონეზე ითამაშებს მთელი წლის განმავლობაში.

"ვილა" საკუთარ საჯარიმოსთან თავს მშვიდად იცავს და როგორც კი შანსი მიეცემა, ბენტეკეს, აგბონლაჰორისა და ვაიმანის ფეთქებადი სისწრაფეების წყალობით მომენტალურად ქმნის საგოლე მომენტებს. ეს ტრიო ნებისმიერი მეტოქისთვის მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ძლიერი ნახევარდაცვა უმაგრებს ზურგს.

მძიმე 90 წუთი გვაქვს გადასატანი. ბირმინგემელები პირველად ითამაშებენ საკუთარ მოედანზე და ფანების გასახარებლად ძალასა და ღონეს არ დაიშურებენ", - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

ახალწვეულების პრეზენტაცია

24 აგვისტოს "ქრევეინ კოტეჯზე" მასპინძელმა "არსენალს" შესაძლოა ვარსკვლავური სტატუსის ახალწვეულები დაუპირისპიროს. ვგულისხმობთ სკოტ პარკერსა და დარენ ბენტს. "მეთოფეების" თამაშის წინასწარ პროგნოზი კი უკვე ძალიან გვიჭირს.

ჩრდილოლონდონელები თითქოს ამერიკულ მთებზე დაჰქრიან, ჯერ ქვესკნელში ეშვებიან და მერე ისევ უბრუნდებიან მწვერვალს. ყოველ შემთხვევაში ოთხი დღის ინტერვალით შინ "ასტონ ვილასთან" შერცხვენა და გასვლაზე "ფენერბაჰჩეს" განადგურება ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სტამბოლში "არსენალის" რიგებში საუკეთესო იყო თეო უოლკოტი, ვინც აცხადებს:

"თუკი ბევრს ვიშრომებთ და ერთმანეთისთვის თავს არ დავზოგავთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. წინა უქმეებზე დამარცხება უკვე დავივიწყეთ და ახლა მთელი ყურადღება "ფულჰემზე" გვაქვს გადატანილი. თუკი ისევე ვითამაშებთ, როგორ ოთხშაბათს თურქებთან მოვახერხეთ, ყველას დამარცხებას შევძლებთ".

"ფულჰემთან" ვენგერს დისკვალიფიკაციის გამო ლორან კოშელნი არ ეყოლება. ესეც რომ არა, ფრანგი სტამბოლში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა, თუმცა ის 27-ში "ფენერბაჰჩესთან" განმეორებით შეხვედრაში ძირითადში იქნება.

ლორანს პიერ ვებოს ფეხი სახეში კი მოხვდა, თუმცა სერიოზული არაფერი დაშავებია. დაცვის ცენტრში პერ მერტეზაკერთან ერთად ბაკარი სანია ითამაშებს, მარჯვენა ფლანგზე კი კარლ ჯენკინსონი დადგება.

ჩემპიონატის კლასიკა

II ტურს ორშაბათს დანიშნული ცენტრალური დაპირისპირება დახურავს. "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" დაუპირისპირდება.

დედაქალაქელებმა "ოცნებათა თეატრში" უკანასკნელი ვიზიტისას 3 ქულა აიღეს (1:0). წარმატებული იყო ჟოზე მოურინიოს ბოლო სტუმრობაც. პორტუგალიელის "რეალმა" "ეშმაკებს" 2:1 სძლია და ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. ასე რომ, მასპინძლებს მოტივაცია გაორმაგებული უნდა ჰქონდეთ.

"სასტარტო ტურებში მეტოქეებში ნამდვილად არ გაგვიმართლა, თუმცა "სუონსის" გასვლაზე იოლად ვძლიეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო შეხვედრებშიც ვიმარჯვებთ", - განაცხადა რაიან გიგზმა.

39 წლის ვეტერანისგან ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს რიო ფერდინანდს:

"ვერ გეტყვით, რომ "ჩელსისთან" მატჩები ძალიან მიყვარს, თუმცა ფაქტია, რომ მათი ყოველი სტუმრობა განსაკუთრებულია. შევეცდებით, ორშაბათს ჩვენს გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა ვაჩუქოთ.

თანაქალაქელ "სიტისთან" და გეოგრაფიული თვალსაზრისით მეზობელ "ლივერპულთან" დაპირისპირებები ბევრად უფრო ემოციური გამოდის და შესაბამისად მეტი სიამოვნების მიღებაც შეიძლება".

ცალკე თემაა გუნდების თავკაცების სიტყვიერი დუელი. ეს საბრძოლო მოქმედებათა ის არეალია, რომელიც "განსაკუთრებულ კაცს" ალბათ კოლეგებზე მეტად უყვარს. პორტუგალიელზე სერ ალექს ფერგიუსონის ავტორიტეტი მოქმედებდა და ინგლისში პირველად მოსვლის ჟამს ის დრო და დრო არსენ ვენგერსა და რაფა ბენიტესს თუ დაესხმებოდა ხოლმე თავს. შოტლანდიელს კი ნაკლებად აწუხებდა, თუმცა არც მთლად უმაგისობა იყო.

რაკი "იუნაიტედის" ტახტზე ახლა უკვე სხვა ზის, ჟოზემ აიშვა და თამაშამდე დაიწყო იმის მოყოლა, რომ რუნის ტრანსფერს მანჩესტერიდან დაბრუნებისთანავე კიდევ ერთხელ მიუბრუნდება.

მოიესის პასუხი მარტივი იყო: მოურინიო ბევრს მხოლოდ იმ კლუბებზე ლაპარაკობს, რომლებისაც ეშინიაო.

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური

24 აგვისტო

ფულჰემი-არსენალი 15:45

დისკვალიფიკაცია: ლორან კოშელნი

ტრავმა: მაარტენ სტეკელენბურგი, ალექსანდერ კაჩანიკლიჩი, კირან რიჩარდსონი - ტომას ვერმაელენი, მიკაელ არტეტა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, აბუ დიაბი, რიო მიაიჩი

ურთიერთშეხვედრები

სულ 48 თამაში: +7=10-31 (53-103)

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტონი ჰიბერტი, დარონ გიბსონი, სილვენ დისტენი, ანტოლინ ალკარასი - სტივენ რიდი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა, ნიკოლას ანელკა

ურთიერთშეხვედრები

სულ 119 თამაში: +45=29-45 (178-193)

ჰალ სიტი-ნორვიჩი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: აბდულაიე ფაიე, სტივენ ქუინი - გარი ჰუპერი, ენტონი პილკინგტონი, ელიოტ ბენეტი

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +2=4-2 (10-9)

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: სტივენ ტეილორი (ნიუკ)

ტრავმა: დავიდე სანტონი, მაიკლ უილიამსონი, ლოიკ რემი, რაიან ტეილორი, ხონას გუტიერესი - რაველ მორისონი, რაფაელ შპიგელი, დენიელ პოტსი, ჯორჯ მონკური

ურთიერთშეხვედრები

სულ 92 თამაში: +37=24-31 (145-132)

საუთჰემ-სანდერლენდი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი, სტივენ ფლეტჩერი, ლი კატერმოული (სანდ)

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +16=8-10 (45-34)

სტოკ სიტი-კრისტალ პალასი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: უილსონ პალასიოსი, ბრეკ ში - ჯონათან პარი, იანიკ ბოლასი, ჯერომ ტომასი, გლენ მარი

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +9=6-15 (36-47)

ასტონ ვილა-ლივერპული 20:30

დისკვალიფიკაცია: ლუის სუარესი (ლივ)

ტრავმა: ნათან ბეიკერი, კირან კლარკი, კრის ჰერდი, შარლ ნზოგბია - სებასტიან კოატესი, მარტინ შკრტელი

ურთიერთშეხვედრები

სულ 162 თამაში: +48=35-79 (222-284)

25 აგვისტო

კარდიფი-მანჩესტერ სიტი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სტივენ კოლკერი - მიკა რიჩარდსი, ვენსან კომპანი, მატია ნასტასიჩი

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +5=11-10 (42-51)

ტოტენჰემი-სუონსი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გარეთ ბეილი, ლუის ჰოლტბი - ნათან დაიერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +5=1-2 (11-8)

26 აგვისტო

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რაფაელი, ხავიერ ერნანდესი, ნანი, ეშლი იანგი, დარენ ფლეტჩერი, ნიკ პაუელი, უილიამ კინი - დავიდ ლუისი, ტომაშ კალაში

ურთიერთშეხვედრები

სულ 150 თამაში: +63=41-46 (248-193)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 2 2 0 0 4-1 6

2. სიტი 1 1 0 0 4-0 3

3. იუნაიტედი 1 1 0 0 4-1 3

4. ასტონ ვილა 2 1 0 1 4-3 3

5. ვესტ ჰემი 1 1 0 0 2-0 3

6. ფულჰემი 1 1 0 0 1-0 3

7. ლივერპული 1 1 0 0 1-0 3

8. ტოტენჰემი 1 1 0 0 1-0 3

9. საუთჰემპტონი 1 1 0 0 1-0 3

10. ევერტონი 1 0 1 0 2-2 1

11. ნორვიჩი 1 0 1 0 2-2 1

12. სანდერლ. 1 0 0 1 0-1 0

13. კრისტ. პალ. 1 0 0 1 0-1 0

14. სტოკი 1 0 0 1 0-1 0

15. ვესტ ბრომვ. 1 0 0 1 0-1 0

16. არსენალი 1 0 0 1 1-3 0

17. კარდიფი 1 0 0 1 0-2 0

18. ჰალი 1 0 0 1 0-2 0

19. სუონსი 1 0 0 1 1-4 0

20. ნიუკასლი 1 0 0 1 0-4 0

ბომბარდირები:

3 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 2 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია