ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვინ ვის ეზოშია მაგარი?

ვინ ვის ეზოშია მაგარი?

”ჩელსის” ვარსკვლავები ამას ნამდვილად არ ელოდნენ
იმას, რაც კვირას „სანდერლენდთან“ შეხვედრაში ნახა, „ჩელსის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ „სტემფორდ ბრიჯზე“ მისი მუშაობის პერიოდში ყველაზე ცუდი თამაში უწოდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის მე-13 ტურში ინგლისის ჩემპიონმა და მიმდინარე პირველობის ლიდერმა სტივ ბრუსის გუნდთან 3:0 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა კარში გოლები გაიტანეს ნედუმ ონუოჰამ, ასამოა გიანმა და დენი უილბეკმა. ამავე დღეს გაიმარჯვა „არსენალმა“ - ლივერპულში „ევერტონს“ 2:1 აჯობა, რის გამოც პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. ერთი სიტყვით, ის შთამბეჭდავი უპირატესობა, რომელიც „ლურჯებს“ ცხრილში რამდენიმე ტურის წინ ჰქონდათ, ქარმა წაიღო და იტალიელი მწვრთნელი პრესკონფერეციაზე გაბრაზებული და შეფიქრიანებული დატოვა. ანჩელოტიმ თქვა:

„ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. „სანდერლენდი“ პირიქით, ფანტასტიკური იყო, შემართებული და საბრძოლო სულისკვეთებით. მეტოქეს თამაშისადმი მენტალურად სწორი დამოკიდებულება ჰქონდა. თუკი გამარჯვებისადმი სწრაფვას არ ამჟღავნებ, რასაკვირველია წააგებ, ამაში გასაკვირი არაფერია. თქვენ მეკითხებით, რაც „ჩელსის“ მწვრთნელი ვარ გუნდმა დღეს ყველაზე ცუდად თუ ითამაშა? ვფიქრობ დიახ, დღეს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. მართლაც საშინელება იყო, მაგრამ ფეხბურთში ასე ხდება. თუ არც ფორმაში ხარ და მონდომებასაც აკლებ, დამარცხდები“.

მკითხველს მოეხსენება, რომ ამ თამაშამდე სამი დღით ადრე, ხუთშაბათს, „ჩელსიში“ უცნაური რამ მოხდა – რეზერვისტთა თამაშის შესვენებისას, მოულოდნელად სამსახურიდან ანჩელოტის ასისტენტი რეი უილკინსი გაუშვეს. გაჩნდა ეჭვი, რომ უილკინსის გაშვება და „სანდერლენდთან“ მარცხი კლუბში მიმდინარე ერთი ფარული პროცესის ორი გამოვლინებაა, მაგრამ იტალიელმა ეს უარყო. მან აგრეთვე თქვა, რომ „სანდერლენდთან“ შეხვედრაში ჯონ ტერის არყოფნაც უბრალო დამთხვევაა. „ჩელსის“ კაპიტანმა შაბათს ვარჯიშზე ორთავა კუნთი იტკინა და ოთხშაბათს ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

და თუკი „ჩელსის“ თავკაცისთვის კვირა მისი სამსახურში ყოფნის უარესი დღე იყო, გამარჯვებულთა მწვრთნელი სტივ ბრუსი სიხარულისგან ბრწყინავდა და ამბობდა, რომ რაც „სანდერლენდში“ მუშაობს ასე ამაყი არასდროს ყოფილა.

„განა ხშირად უგებს ვინმე „ჩელსის“ მისავე ეზოში 3:0-ის? ასეთ რამეს კიდევ ვინ ან როდის მოახერხებს? დარწმუნებული ვარ ეს დიდი ხნის მერე თუ მოხდება. ძალიან ვამაყობ ბიჭებით. მათ საოცრად ითამაშეს. რამდენჯერ ვმჯდარვარ აქ, ამ საპრესკონფერენციო ოთახში მეტოქისგან „გატყეპილი“, დღეს კი, თქვენთან შესახვედრად რომ მოვემართებოდი ჩემს ასისტენტს ერიკ ბლექს ვუთხარი, რომ აშკარად რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ“.

ძალიან გახარებული გახლდათ „არსენალის“ თავკაცი „არსენ ვენგერიც“, რომელმაც თქვა, რომ ისეთ ფეხბურთს, როგორიც მისმა ბიჭებმა „გუდისონ პარკზე“ ითამაშეს, მხოლოდ ჩემპიონები თუ თამაშობენ. გეხსომებათ, „მეთოფეებმა“ ამ თამაშამდე ერთი კვირით ადრე შინ წააგეს „ნიუკასლთან“ 1:0, მაგრამ ამას შემდეგ შვიდ დღეში ზედიზედ ორი მოგება მოაყოლეს, „ვულვერპჰემპტონთან“ და „ევერტონთან“. თან, „ევერტონს“ მანამდე ზედიზედ შვიდი თამაშიდან ერთიც არ წაეგო.

მატჩის შემდეგ „არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა: „რა ხანია ვამბობ, რომ ყველა ის თვისება, რომელიც ჩვენ „გუდისონ პარკზე“ გამოვავლინეთ, გვაქვს. ესენია: გამარჯვების ჟინი, თავდადება, სათამაშო დისციპლინა, ერთსულოვნება და 90 წუთიანი კონცენტრაციის უნარი. ბოლო კვირის განმავლობაში სტუმრად გვქონდა ორი ძნელი თამაში და ორივე მოვიგეთ. არადა, ერთი კვირის წინ, „ნიუკასლთან“ რომ წავაგეთ, გულდაწყვეტილები ვიყავით. საბედნიეროდ, არ გავტყდით. ჩვენ საბრძოლო სულისკვეთება საკმარისზე მეტი აღმოგვაჩნდა, ხოლო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში სწორედ ის თვისებებია გადამწყვეტი, რომლებიც ჩამოვთვალე“.

„კვირას, „გუდისონ პარკზე“ „არსენალი“ მთელი 60 წუთის განმავლობაში ისე სჯობდა მეტოქეს, რომ ეჭვიც კი გაჩნდა, ამავე სტადიონზე გასულ სეზონში, 15 აგვისტოს მოგებული 6:1 არ გაიმეოროსო. თუმცა, ვენგერმა თავის გუნდს ხინჯიც უპოვნა: „როდესაც 2:0 გახდა, შევნიშნე, რომ ანგარიშის შენარჩუნება არასწორი ხერხით დავიწყეთ და სწორედ ამიტომ დავისაჯეთ - „ევერტონმა“ გოლი გაგვიტანა. ჩვენ მეკარემ გვიშველა, რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა“.

ბოლოს კი ჟურნალისტებმა მწვრთნელს ნიკლას ბენდტნერის ამბავი ჰკითხეს. დანიელი თავდამსხმელი, რომელიც „გუდისონ პარკზე“ სათადარიგოთა სკამზეც კი არ იყო, რამდენიმე დღის წინ დაიმუქრა, თუ აღარ მათამაშებენ, წავალო. ამაზე ვენგერმა უპასუხა:

„ჩემთვის ეს ძალიან უსიამოვნო და რთული მდგომარეობაა. დღეს ბენდტნერი იმიტომ არ იყო, რომ საზარდული აწუხებს და მისი დასვენება გადავწვიტეთ. რაც შეეხება ზოგადად მის მომავალას, ამაზე ასე გიპასუხებდით: მას „არსენალთან“ კონტრაქტის თანახმად კიდევ სამი წელიწადი აკავშირებს და, შესაბამისად, პერსპექტივაც აქვს“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა