როიმ აღიარა, რომ „ლივერპულში“ მისი დარჩენა მასზე აღარ არის დამოკიდებული
როი ჰოჯსონმა აღიარა, რომ „ლივერპულში“ მისი დარჩენა მასზე აღარ არის დამოკიდებული – მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა ბოლო ტურში „სტოკთან“ 2:0 წააგეს და „ენფილდ როუდის“ ყველაზე გავლენიანმა ტრიბუნამ, „კოპმა“ კვლავ აღმართა პლაკატები ადგილობრივი ლეგენდის, შოტლანდიელი კენი დალგლიშის სახმობად. რა გაგრძელება მოჰყვება ამას? დაუჯერებენ თუ არა „ლივერპულის“ ახალი ამერიკელი პატრონები ფანებს და უხმობენ თუ არა საშველად დალგლიშს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს, რასაკვირველია, შეუძლებელია - და თუ გავითვალისწინებთ, რომ დალგლიშს მთავარ მწვრთნელად 2000 წლის მერე აღარ უმუშავია, სავარაუდოდ არც დაუჯერებენ - მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ჰოჯსონს დასტოვებენ თანამდებობაზე. რიკარდო ფულერისა და კინუეინ ჯონსის გოლების წყალობით „სტოკმა“ „ლივერპულთან“ მიაღწია იმას, რისთვისაც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში არ ჰქონდა მიღწეული...

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ სტოკამდე მერსისაიდელები უიგანში იყვნენ და იქაც უსახური 1:1 ითამაშეს, ეს კი შესაძლოა ის წვეთი აღმოჩნდეს, რომელიც მოთმინების ფიალას ავსებს - ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, რომ „ენფილდზე“ ჰოჯსონის ოთხთვენახევრიანი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.

„ეხლა ისეთი მდგომარეობაა, რომ მე ვეღარაფერს გავაწყობ - თქვა ჰოჯსონმა - ერთადერთი რაც შემიძლია შექმნილ პირობებში საუკეთესოს გამოწურვაა. დანარჩენი კლუბის ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ უნდა თქვან ვინმე ახალს მოიყვანენ თუ ჩემთან გააგრძელებენ თანამშრომლობას. ფანებსაც სრული უფლება აქვთ ვინც უნდათ ის მოითხოვონ. მე ვერ ვინერვიულებ ყოველ ჯერზე, როდესაც ტრიბუნებიდან რომელიმე სხვა მწვრთნელის სახელს დაიძახებენ. ისინი ყოველი წაგებული შეხვედრის შემდეგ თავიანთ სიბრაზეს გამოხატავენ და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ სეზონში კიდევ მოუწევთ ამის გაკეთება, რადგან არ მჯერა, რომ „ლივერპული“ ამიერიდან ყველა შეხვედრას მოიგებს“.

სტატისტიკა ასეთია: ჰოჯსონს ამ სეზონში სტუმრად 21 ქულის მოპოვება შეეძლო, მან კი მხოლოდ 5 მოიპოვა. „ენფილდ როუდს“ გარეთ „ლივერპულმა“ ოთხადოთხი გოლი შეაგდო. საერთოდაც ამ მწვრთნელს სტუმრად თამაში მაინც და მაინც არასდროს ეხერხებოდა. იგი 1980 წლიდან საქმეშია და ამ ხნის განმავლობაში, „ბრისტოლ სიტიში“, „ბლექბერნში“, „ფულჰემსა“ და „ლივერპულში“ 105 სტუმრად ჩატარებული თამაშიდან მხოლოდ 13 გამარჯვებას მიაღწია და 35 ფრედ ითამაშა.

ამას ისიც დაემატა, რომ გლენ ჯონსონმა, რომელიც ჰოჯსონმა გააკრიტკა, მწვრთნელს სიტყვა არ შეარჩინა და საჯაროდ განაცხადა, ამ კაცის ხელში „ლივერპული“ საშინლად მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობსო. და არ გაინტერესებთ, რა თქვა „სტოკის“ გარემარბმა ჯერმაინ პენანტმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა? მან განაცხადა, რომ მერსისაიდელთა შემადგენლობაში ბევრი სუსტი ფეხბურთელია. პენანტმა თქვა:

„ფანებს ძველი „ლივერპულის“ ნახვა უნდათ, ეს კი შეუძლებელი მგონია. შეხედეთ გუნდს. აშკარაა, რომ მთელ რიგ უბნებზე მას ხარისხი აკლია. პრემიერლიგას იმაზე მეტი ოსტატობა სჭირდება, ვიდრე ამ გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს აქვს. „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედამდე“ ამ „ლივერპულს“ ძალიან ბევრი აკლია“.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა