"როცა მაკრებიდან მიწვევა მივიღე, მსოფლიოში უბედნიერესი კაცი ვიყავი"
ენდი ქეროლმა ჟურნალისტებს უამბო, როგორ გააკეთა სიხარულისგან მალაყი, როდესაც შეიტყო, რომ ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს. მოგეხსენებათ, ოთხშაბათს ინგლისელები ფრანგებს ხვდებიან. ეს ამხანაგური თამაშია, რომელშიც, ნიუკასლელი ახალგაზრდაც მიიღებს მონაწილეობას. ფრანგებთან მატჩი ქეროლისთვის ეროვნულ გუნდში პირველი იქნება. თუმცა, ქეროლმა შიშიც ჭამა, როდესაც შაბათს, „ნიუკასლისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრის მიწურულს საზარდული ეტკინა.

თავდამსხმელი ამბობს: „ქარაგმულად ხან ერთი მხრიდან მქონდა გაგებული და ხან მეორედან. ყველანი მიმანიშნებდნენ, რომ შესაძლოა მალე ნაკრებში ავეყვანეთ, მაგრამ სინამდვილე სხვა აღმოჩნდა: როდესაც შაბათს ოფიციალური მიწვევა მომივიდა, ვიგრძენი, რომ მსოფლიოში უბედნიერესი კაცი ვიყავი. თუმცა, შაბათსვე ძალიან შევშინდი. დიდი შანსი იყო იმავე დღეს მსოფლიოში ყველაზე დაზაფრული კაცი გავმხდარიყავი“.

არადა, ამბობენ, რომ კაპელო ქეროლს სასტარტო შემადგენლობაში უპირებდა დაყენებას. ახლა კი ასე რომ მოიქცეს, შესაძლოა ნატკენი საზარდული გაუმიზეზოს.

„ნამდვილად არ ვიცი რას აპირებდა ნაკრების მწვრთნელი. - ამბობს ქეროლი, რომელმაც ბოლო ტურებში, პრემიერლიგაში ძალიან კარგად ითამაშა, – ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე მინდოდა, სანაკრებო შოუში მონაწილეობაა“.

შემდეგ კი „კაჭკაჭთა“ თავდამსხმელმა გაიხსენა შაბათი და ის მომენტი, როდესაც მას გული გადაუქანდა:

„ერთ-ერთ მომენტში გოლის გასატანად წინ რომ გავიწიე უეცრად საზარდულში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. უფრო ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა და რატომ. თამაშის შემდეგ ექიმთან მივედი, გავესინჯე და ეს ამბავი მოვუყევი. მან მითხრა, რომ კვირას, ლანჩის შემდეგაც უნდა გავესინჯე. მაშინ ვიფიქრე, რომ კარგად თუ გამოვიძინებდი, დილით ყველაფერი კარგად იქნებოდა. ადრეც მქონია რამდენჯერმა ასე: რაღაცას შევუწუხებივარ, მაგრამ კარგად გამომიძინია და პრობლემა გამქრალა. ამჯერად ასე არ მოხდა: დილით რომ გავიღვიძე თავი უარესად ვიგრძენი, მაგრამ, საბედნიეროდ, დღის განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდა“.

ასე და ამგვარად, ქეროლმა ინგლისის ნაკრების ბანაკს მიაშურა, მაგრამ ექიმებს ვერც იქ აარიდებს თავს. შემოწმებით, ეროვნული გუნდის სამედიცინო პერსონალმაც უნდა შეამოწმოს. საქმე ის გახლავთ, რომ ზუსტად ასეთი ისტორიის გამო ნიუკასლელი ერთხელ უკვე დასაჯეს. ეს ახლახან, სექტემბერში მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ პირსი გააბრაზა: ტრავმა ჰქონდა და ამის შესახებ ნაკრებს უბრალოდ შეატყობინა – არ ჩასულა და იქაურ ექიმებს არ ჩვენებია. ამის გამო ქეროლი დასაჯეს და ევრო 2012-ის შესარჩევში ჩერნოგორიის ნაკრებთან სათამაშოდ დიდ ნაკრებში აღარ გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ ენდი ქეროლის ნაკრებში გამოძახებამ ინგლისში გარკვეული წინააღმდეგობები გამოიწვია. მიზეზი: მოედანსმიღმა სკანდალური თავგადასავლები. თავად ფეხბურთელმა ამის შესახებ, რასაკვირველია, კარგად იცის და ისიც მოეხსენება, რომ უნდა სცადოს ბრიტანულ გაზეთებს ყბაში აღარ ჩაუვარდეს.

„ჩემი ცხოვრების შესახებ იმდენი ითქვა, რომ მინდა ეს ყველაფერი შევცვალო. მინდა ხალხს ფეხბურთის გამო ვაინტერესებდე, იმაზე ლაპარაკობდნენ, რა და როგორ გავაკეთე მოედანზე და არა იმაზე, სად ვიყავი თამაშის შემდეგ. ამ სეზონში შვიდი გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ნაკრებში გამოძახებას ვიმსახურებდი. ჩემს თანაგუნდელებს კი არა, შეგიძლიათ მეტოქე გუნდების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მოუსმინოთ. ისინი მე მაქებენ. ვფიქრობ, თუ კარგ ფორმას შევინარჩუნებ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი კვლავ გამომიძახებს. გულწრფელად მწამს, რომ ინგლისის ნაკრების მაისურით ბევრი გოლის გატანა შემიძლია და მინდა ამის დამტკიცების შანსი მომეცეს“.

„ნიუკასლის“ თავდამსხმელმა პრემიერლიგის მაყურებელს თავისი ოსტატობა პირველად „ასტონ ვილას“ კარში გატანილი სამი გოლით გააცნო. შემდეგ იყო გოლები „ვულვზისა“ და „ვესტ ჰემის“ კარში, გასული კვირის განმავლობაში კი „არსენალი“ და „ბლექბერნი“ ემსხვერპლნენ“.

„გასულ სეზონში, როდესაც 19 გოლი გავიტანე და „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა, ხალხი ამბობდა, რომ ეს მხოლოდ „ჩემპიონატში“ შევძელი პრემიერლიგაში კი იგივეს ვეღარ გავიმეორებდი. იმეორებდნენ, ერთი გამოხვალ პრემიერლიგაში და გამოჩნდება რისი მაქნისიც ხარო. ვფიქრობ, უკვე დავამტკიცე, რომ გოლების გატანა უმაღლეს საფეხურზეც შემიძლია და ახლა შევეცდები იგივე სანაკრებო დონეზეც გავიმეორო. ონგლისის ნაკრებში თამაშის არ მეშინია. ვფიქრობ, ეს დიდი გამოწვევაა და თუ ახლა არ გამომვა არაფერი, კიდევ უფრო მეტი ძალითა და ღონით ვითამაშებ, რომ მომავალში დავმკვიდრდე ეროვნულ გუნდში“.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა