"ინტერს" ცუდი დროება უდგას - ოლო მატჩებში ქულები უხვად დაკარგა და თან, მილანური დერბიც წააგო
"ინტერს" ცუდი დროება უდგას - ბოლო მატჩებში უხვად დაკარგა ქულები და ყველა სიკეთესთან ერთად, მილანური დერბიც წააგო. მოკლედ, რაფაელ ბენიტესს კრიტიკა არ აკლია და ისიც იძულებულია თავი იმართლოს. "მილანთან" განცდილი მარცხის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში მისვლა იოლი საქმე არ იყო, მაგრამ ესპანელმა გაბედა და შემდეგი განაცხადა:

"არა მგონია, რომ ხასიათის სიმტკიცე ვერ გამომავლინეთ, უბრალოდ, "მილანმა" სწრაფი გოლი გაგვიტანა და შემდეგ, თამაში თავისი კარნახით წარმართა. საშუალო დონის გუნდებთანაც კი ძნელია ანგარიშის გათანაბრება, როდესაც მთელი გუნდით თავს იცავს მეტოქე და მით უმეტეს, "მილანთან", რომელსაც შესანიშნავი უკანახაზელები ჰყავს. მარკო მატერაციმ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა და ისიც გაშვებულ გოლად დაგვიჯდა, დროის დარჩენილ ნაწილში უმაღლეს დონეზე იასპარეზა. ასე რომ, მასზე უარის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ. მარცხის მიზეზებზე უფრო დეტალურად საუბარი დღეს გამიჭირდება, თუმცა რამდენიმე პრობლემა მართლაც თვალშისაცემი გახლდათ. ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს მოედნის ცენტრში და ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი ფეხბურთელთა არც თუ სახარბიელო სათამაშო კონდიცია უნდა აღვნიშნოთ. გასულ სეზონში, ვესლი სნეიდერი, დიეგო მილიტო და სამუელ ეტოო ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ, ამ სეზონში კი უჭირთ საუკეთესო თვისებების გამოვლენა".

ბენიტესის ამ სიტყვებს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ესპანელმა სამუელ ეტოოსაც დაუწუნა სათამაშო ფორმა. არადა, კამერუნელი მართლაც რომ ბრწყინვალე ფორმაშია და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ წინა სეზონის ეტოოს არაფრით ჩამოუვარდება. მასიმო მორატი ბევრად უფრო ადეკვატური გახლდათ: "ძალიან ცუდად ვითამაშეთ და რა დასამალია, უკმაყოფილო ვარ. თუ ასე გავაგრძელეთ ასპარეზობა, არა მგონია, რომ ამ სეზონში რაიმე ღირებულს მივაღწიოთ. "მილანმა" ნორმალურად ითამაშა, მაგრამ არა იმდენად კარგად რომ მეტოქის კართან სახიფათო მომენტიც კი ვერ შეგვექმნა. ვფიქრობ, "ინტერი" არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე და სწორედ ამის გამო აიღო "როსონერიმ" ასე საჭირო სამი ქულა".

ბენიტესის თემას უნდა დავუბრუნდეთ, რადგან ესპანელი სპეციალისტი ყოველმხრივ განხილვის საგანია. იტალიელი ჟურნალისტები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ "ინტერის" თავკაცი მთელი შეხვედრის განმავლობაში უჩვეულოდ ნერვიულობდა, ამასთან დაბნეული იყო. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ორჯერ შეცვალა ბოლო წამს გადაწყვეტილება და მოედანზე გასაყვანი, დამოძღვრილი ფეხბურთელები კვლავ სათადარიგოთა სკამზე მიაბრუნა. ასე მოხდა მაშინ, როდესაც ობი დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა - თავდაპირველად ესტებან კამბიასო გაამზადა მოედანზე შესაყვანად, თუმცა შემდეგ უკან მიაბრუნა არგენტინელი და კოუტინიო ჩართო თამაშში. ანალოგიური განმეორდა მარკო მატერაცის ტრავმის დროს - უკვე გამოცვლილი, დარიგებულ-დამოძღვრილი დავიდე სანტონი სკამზე დასვა და თამაშში ჯონათან ბიაბიანი ჩართო. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? - ასეთი გამოცდილების მქონე სპეციალისტი უჩვეულოდ დაბნეული და არაადეკვატურია, რაც "ინტერის" თამაშზეც შესაბამისად აისახება.

ძალიან გახარებული გახლდათ მასიმილიანო ალეგრი, რაც მისი კომენტარიდან კარგად ჩანს: "სწრაფი გოლი გავიტანეთ, მეტოქე მდევრის როლში ჩავაყენეთ, რაც ასეთ მნიშვნელოვან პაექრობაში დიდი წნეხია. სანამ ათნი დავრჩებოდით მოედანზე, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, შემდეგ კი დაცვაზე გადავეწყვეთ და ამ ამოცანასაც წარმატებით გავართვით თავი. ყველაზე მეტად დაცვის კარგმა თამაშმა გამახარა, რადგან ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვქონდა. გამარჯვება დაშავებულ ფეხბურთელებს: ფილიპო ინძაგის და ალეშანდრე პატოს ეძღვნებათ. განსაკუთრებით პიპოს, რომელმაც სტადიონზე მოსვლაც კი ვერ შეძლო. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა".

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო