ყარაღანდის "შახტიორისა" და გლაზგოს "სელტიკის" მატჩის წინ მოედანზე ცხვრის სისხლი დაიღვარა
საინტერესო ამბავი მომხდარა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, რომელშიც ყარაღანდის "შახტიორმა" გლაზგოს "სელტიკს" უმასპინძლა.

საქმე ისაა, რომ შოტლანდიური კლუბის მესვეურებმა, რომლებიც სტუმრად გამართულ პირველ მატჩში 0:2-ით დამარცხებამ ძალიან დაამწუხრა, გადაწყვიტეს, უეფაში იჩივლონ... "ასტანა არენაზე" ცხვრის დაკვლის გამო.

ყაზახებს მსხვერპლშეწირვა შოტლანდიელებთან თამაშის წინ, მეჩეთიდან სპეციალურად მოწვეული მოლას ხელით აღუსრულებიათ. ამ ამბით კი ისე შეძრწუნებულან "სელტიკის" ფეხბურთელები, რომ უშუალოდ თამაშზე მობილიზება ვეღარ შეძლეს. თურმე გულჩვილ შოტლანდიელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში ჩაესმოდათ ყურში ყელგამოჭრილი ცხვრის სასოწარკვეთილი ბღავილი, მწვანე გაზონზე დაღვრილი მისი სისხლი კი - ზარავდათ (?!).

ამ ამბავს "შახტიორის" მთავარი მწვრთნელი ვიქტორ კუმიკოვი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა - თამაშამდე მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარების ინიციატივა თავად ფეხბურთელებისგან მოდიოდაო.

უეფას პრეს-ოფიცერი სერგეი ბორისოვი კი ყაზახებს ამშვიდებს, შოტლანდიელთა საჩივარს თქვენთვის ცუდი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ამ ორგანიზაციის წესდებაში არსად წერია, რომ მსხვერპლშეწირვა მოედანზე აკრძალულიაო.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "მილანი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

zviadi
ვაი თქვე უპატრონოებო, საიდან მოეთრნენ, რა უნდათ აქ სპორტულ საიტზე "ათეისტ/ვეგანებს" და "ჰუმანოიდებს"? სტადიონზე ცხვრის დაკვლამ ასე "გაახარა" და ააცმუკა ეს ავადმყოფები? ოღონდ სადმე დაწერონ "ვაიმე რომელი საუკუნეა" და ა. შ.. წადით რა... არ გინდათ მწვადები არც არ არავინ გაჭმევთ.. აი დარდი
v.v.a.
არ არსებობს ძლიერი სპორცმენი რომელიც ხორცს არ მიირთმევდეს! 99% მაინც! ცხვრის დაკვლა სტადიონზე შეიძლება რთულად აღსათქმელია, მაგრამ თვითონ რასაც ჭამენ ხეზე მოსხმული ხო არ ჰგონიათ! 5 5 5
გიორგი
რატომ ჰგონია ვიღაცას რომ ცხოველი ან ფრინველი ცოცხალი არსებაა და ხე, მწვანილი ან კიტრი და პომიდორი უსულო, ხეც ჩვეულებრივად სუნთქავს, გამოყობს ნახშიროჟანგდ ღამე და დღე ჟანგბადს. ეგრე თუ წავიდა ადამიანი საერთოდ არ უნდა იკვებებოდეს და ის ძალა, ამას ათეისტი ღმერთს არ მიაწერს ხოლო მორწმუნე ღმერთს შექმნიდა ისე რომ ადამიანს საკვები არ ჭირდება. რადგან ყველას შია და წყურია ადამიანიდან დაწყებული მწვანილით დამთავრებული ე.ი. ასეა, ცხვარი ბალახს სჭამს, ბალახი წყლით და ნიადაგით იყვებება, ასევე ნეშომპალით, ცვარს ხან მგელი ხან ადამიანი სჭამს, ადამიანს ჭია ან მგელი. უბრალო უნდა დავიცვათ ნორმა მოვკლად იმდენი რამდენსაც შევჭამთ და ადამიანი თუ მიხვდება რომ მეორე ადამიანის მოკვლა არ შეიძლება იმიტომ რომ საკვები არ არის ძალიან კარგი იქნება. ამას ცნობიერების ამაღლება სჭირდება, რაც ადამიანს არ ააქვს.
ვეგან/ათეისტ
@"გთხოვთ დაუსვათ თქვენს თავს ეს შეკითხვები:როგორ ფიქრობთ შემოქმედისათვის რამდენად სასიამოვნოა მის შექმნილს ასე სასტიკად რომ ვეპყრობით?" ბიბლიაში ღმერთი ყველა სულიერის და უსულოს ჭამის უფლებას აძლევს ადამიანს, ამიტომ ბიბლია მორალის უმაღლეს სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება!!!! აზროვნებამ მოგვიყვანა აქამდე (ვინც გადავურჩით რელიგიურ დაპირისპირებებს და ხოცვა-ჟლეტვას), იაზროვნეთ და მიხვდებით რომ სხვისი ტკივილით მიღწეული მაძღრობა ვერ მოუტანს შენს სხეულს ვერაფერ კარგს!
ჰუმანოიდი
ჩვენ დიდი ხანია ვიმყოფებით მთვარეზე და გაკვირდებით თქვენ, ჩვენ ავუკრძალეთ ადამიანებს მთვარეზე ბაზების განლაგება და მთვარის ათვისება. დაუმორჩილებლობა ადამიანებისთვის სავალალო შედეგებით დასრულდებოდა. გვინდოდა თქვენთვის სამყაროში არსებული ცოდნა გაგვეზიარებინა, მაგრამ უმაღლეს შეხვედრებზე თქვენებმა ვერ დაგვიმტკიცეს, რომ ადამიანები მზად იყვნენ ამისათვის. ჩვენთვის თქვენ ადამიანები მიმიხვდებით რატომაც ვამბობ და განვითარების დონით "ცხვრები" ხართ. თქვენი ხორცი, რომ ფასობდეს ჩვენთვის განა მასე უნდა მოგექცეთ, როგორც ცხვრებს და საერთოდ ცხოველებს ექცევით. თქვენ საკვებად იყენებთ მათ ვინც თქვენზე გონებრივად დაბლა დგას. ვერ მიიღებთ ჩვენს კეთილგანწყობას და თანაგრძნობას. როგორც ინტერნეტის ქსელი ასევე არსებობს სამყაროში ქსელი, რომლითაც მთელი სამყაროს გონებრივი ძალებია დაკავშირებული. ჩვენ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვერ ჩაგრთეთ თქვენ ამ ქსელში. უდიდესი ცოდნა, რომელიც ამ გზით შეიძლება მიიღოს კაცობრიობამ თქვენს ყველა ავადმყოფობას და ბევრ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ ჩვენი საუკუნოვანი დაკვირვებით დადასტურდა რომ თქვენ ამისთვის მზად არ ხართ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთის დასამორჩილებლად იყენებთ ცოდნას და დიდი ცოდნა დაღუპავს კაცობრიობას. ჩვენ რამოდენიმეჯერ ვცადეთ და დაგაკავშირეთ ამ ქსელის საშუალებით დანარჩენ სამყაროს, გაზიარეთ იმ ცოდნას, რისთვისაც ჩვენი აზრით მზად არ იყავით და ყველა ექსპერიმენტი სავალალო შედეგით დასრულდა. თუ არ შეწყვეტთ ცოცხალი არსებების საკვებად გამოყენებას, თუ არ ისწავლით ერთმანეთის სიყვარულს თქვენ ვერ გახდებით სამყაროს სრულუფლებიანი წევრები. ჩვენი თქვენი შესწავლაც დასრულდება და შესაძლებელია ცუდი გადაწყვეტილება მივიღოთ.
ესაია წინასწარმეტყველი თავი სამოცდამეხუთე
25 მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.
გთხოვთ დაუსვათ თქვენს თავს ეს შეკითხვები:
1. ნებისმიერ ცხოველს როდესაც კლავენ (ან დაკლავენ) ტკივილს განიცდის თუ არა ? 2. ისეთივე აუტანელ ტკივილს განიცდის როგორსაც განიცდიდა ადამიანი მასაც ისე რომ მოპყრობოდნენ როგორც ცხოველს ? 3. შესალებელი იყო თუ არა რომ ღმერთს გაეჩინეთ თქვენ არა ადამიანი არამედ ცხოველი ? 4. მორალურია თუ არა ადამიანი საკვებად იყენებდეს მათ ვინც მასზე ნაკლებად განვითარებული ან ნაკლები ჭკუის მქონეა ? 5. თუ კი, მაშინ მორალურია თუ არა საკვებად გვიყენებდნენ ჩვენ ჩვენზე ბევრად განვითარებული უცხოპლანეტელები (ალბათ ასეთები არსებობენ სამყაროში) და არაფრად არ აგდებდნენ ჩვენს ტკივილს ? 6. როდესმე დაფიქრებულხართ თუ არა რა საშინელი და ცუდი ხვედრი აქვს იმ ცხოველს რომელსაც საკვებად იყენებენ და კლავენ (და რამდენ ცხოველს და ფრინველს კლავენ ადამიანები იმისათვის, რომ უბრალოდ სიამოვნება მიიღონ მათ) ? 7. როგორ ფიქრობთ შემოქმედისათვის რამდენად სასიამოვნოა მის შექმნილს ასე სასტიკად რომ ვეპყრობით ? 8. განა მაშინ უფრო არ გავხდებით ჩვენზე ბევრად უფრო გონებრივად განვითარებული მორალური არსებების (ანგელოზების და ღმერთის) ყურადღებისა და თანაგრძნობის ღირსნი, როდესაც ჩვენ ვისწავლით ჩვენზე ბევრად უფრო გონებრივად განუვითარებელი არსებების პატივისცემას და სიყვარულს ? ჩვენ ხომ საკმარისზე ბევრად მეტი ჭკუა გვაქვს იმისათვის, რომ ყოველივე კარგად გავაცნობიეროთ და მივხვდეთ რამხელა ცოდვას ჩავდივართ ცოცხალი არსებების საკვებად გამოყენებით ?
dalesi
ველურობა რატომაა. ჩვენთანაც ხომ ხდება სალოცავებში იგივე
სტადიონზეეეეეე, ცხვრის დაკვლაააააა
მარტლა უნდა მოკვეთოოოოოოოოოოოოო
zviadi
გადავრჩით სირცხვილს?
sacxali!!!
რა ველურობაა?!!! რომელი საუკუნეა?!!
avaza
ეროვნულ ნაკრებს დომენტი და დინამოს რომანი რომ რიტუალით შეეწიროს, მაინც არაფერი ეშველებათ.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...