ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნაკრების ბოლო ვარჯიში გამგზავრების წინ

ნაკრების ბოლო ვარჯიში გამგზავრების წინ

ხუბუტიამ ივარჯიშა, ჯანო ანანიძე და სანდრო გურული ჩამოვიდნენ
სლოვენიასთან 17 ნოემბრის მატჩისთვის, საქართველოს ნაკრებს, გუშინ თბილისში მზადების ბოლო დღე ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა 11 ნოემბერს შეკრიბა გუნდი და გუშინ მეხუთედ ჩაატარა ვარჯიში. წვრთნას, რომელიც 18 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა, გულშემატკივართა და მასმედიელთა გარდა ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელები, ასლან ბალაძე, გელა შეყილაძე და ლევან ხომერიკი ადევნებდნენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ გუშინ დილით დაასახელა იმ 21 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც სლოვენიის ნაკრებთან მატჩისთვის მოემზადებიან. შესაბამისად, გუშინ ჩატარებულ ვარჯიშშიც საბოლოო შემადგენლობის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. წინა ვარჯიშისგან განსხვავებით გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, რუმინული "გაზ მეთანის" მცველი აკაკი ხუბუტია დაემატა.

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, დავით კვირკველია, აკაკი ხუბუტია, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ლევან კაკუბავა, ჯაბა კანკავა, გოჩა ხოჯავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, კახა ალადაშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ გელაშვილი - თემურ ქეცბაიამ და მისმა თანაშემწეებმა, სოსო ჭედიამ, დავით გვარამაძემ და მიხალის მიხალისმა ეს 16 ფეხბურთელი ავარჯიშეს.

წვრთნა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. მოთელვა, გაწელვითი ვარჯიში, გრძელი და მოკლე პასები და კვადრატი. ამის შემდეგ ქეცბაიამ ფლანგების გამოყენებით კომბინაციები დაამუშავებინა მოთამაშეებს, რასაც კარში დარტყმებში ვარჯიში მოჰყვა. მერე კი მწვრთნელებმა 16 ფეხბურთელი გადასაცმელებით ორად გაჰყვეს და ნახევარ მოედანზე ორკარა გაჩაღდა.

"წითლები": კვასხვაძე, ონიანი, ხიდეშელი, კვირკველია, კლიმიაშვილი, კანკავა, გელაშვილი, ვაწაძე.

"მწვანეები": ლორია, ხუბუტია, კაკუბავა, ალადაშვილი, კოშკაძე, ოქრიაშვილი, ხოჯავა, მოდებაძე.

ამ შემადგენლობებით პირობითად დაყოფილმა გუნდებმა ოციოდე წუთის განმავლობაში ითამაშეს. სულ სამი გოლი გავიდა. "მწვანეებმა" 2:1 მოიგეს. ამ გუნდიდან ორივე ბურთი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი დავით კვირკველიამ გაქვითა.

ორკარას შემდეგ ორად გაყოფილი გუნდი ქეცბაიამ "სტანდარტულებზე" ავარჯიშა - ერთ გუნდი უტევდა, მეორე კი თავს იცავდა, კუთხურს კი მარჯვენა ფრთიდან კახა ალადაშვილი, ხოლო მარცხნიდან დავით კვირკველია აწვდიდა. აშკარად ჩანა, რომ ფეხბურთელებს მონდომება არ აკლიათ. ყველა მაქსიმალურად ცდილობდა კარგად წარმოეჩინა თავი... და რაც ყველაზე მთავარია, საბოლოო 21-კაციან შემადგენლობაში ყველა მწყობრშია.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვითხრა, რომ ნაკრების კიდევ ორი წევრი ჩამოვიდა თბილისში - მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და ლვოვის "კარპატის" თავდამსხმელი სანდრო გურული გუნდს წუხელ სასტუმროში შეუერთდნენ.

დღეს, 16 ნოემბერს, 11 საათზე ჩვენი ნაკრები ჩარტერული ავიარეისით სლოვენიაში გაემგზავრება. ბალკანეთში გუნდს დარჩენილი სამი ფეხბურთელი - "ჯენოას" მცველი კახა კალაძე, "რედინგის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი და "ვიტესის" დამცველი გურამ კაშია შეუერთდებიან. თემურ ქეცბაია გუნდს სლოვენიის ქალაქ კოპერში, სტადიონ "ბონიფიკაზე" დღეს 19 საათზე ავარჯიშებს. სლოვენიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი ხვალ, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა