ტრავმებითა და ხშირი მარცხით დაღლილ შარაპოვას მსხვილმა კომპანიებმა შემცვლელი მოუნახეს

ჯერჯერობით მარია შარაპოვა სათავეში უდგას ყველაზე მდიდარი ქალი სპორტსმენების სიას, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე დასრულდება ის ხანგრძლივი პერიოდი, როცა თავისი სექსუალური გარეგნობის წყალობით რუსი ჩოგბურთელი ათობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. მუდმივი ტრავმებითა და ხშირი მარცხით დაღლილ მარიას მსხვილმა დასავლურმა კომპანიებმა უკვე მოუნახეს შემცვლელი - ეს გახლავთ მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი.

სან ფრანცისკოს აეროპორტის სტუმრები უჩვეულო სურათის მოწმენი გახდნენ - სახელგანთქმული მარია შარაპოვა მთელი 20 წუთის განმავლობაში საპასპორტო კონტროლის რიგში იდგა. არადა, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ რუსი მთელს მსოფლიოში კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობდა და VIP-დარბაზებში გადიოდა ფორმალურ შემოწმებებს.

ახლა ცხადი გახდა, რომ 2010 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ვოზნიაცკისთან წაგება უბრალოდ ტურნირიდან გამოვარდნა არ ყოფილა - ამ მარცხმა შარაპოვას კარიერასა და ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია. იმ საღამოს მარიამ წააგო ორთაბრძოლა ჩოგბურთში ნომერ პირველ სექს-სიმბოლოს პოსტზე თავის პოტენციურ შემცვლელთან და მილიონიანი სარეკლამო კონტრაქტებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან.

ევროპული სპონსორების ჯგუფმა, რომელიც ძვალმსხვილ და დაკუნთულ სერენა უილიამსსა და მოდელის ფიგურის მქონე მარია შარაპოვას შორის აკეთებდა არჩევანს, ალტერნატივის პოვნა გადაწყვიტა - ჩოგბურთელი, რომელიც ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და არა Vogue-ის გარეკანზე გამოსახულ სახეს.

თავიდან კონკურენტად ანა ივანოვიჩს ასახელებდნენ, რომელმაც მყისვე დაიპყრო მამაკაცი გულშემატკივრების გულები. მაგრამ სერბმა ლამაზმანმა ვერ გაუძლო ამ გამოცდას - ტრავმებისა და სასიყვარულო რომანების გამო სულ მალე დაკარგა სარეკლამო ღირებულება. სწორედ ამ დროს მიაქციეს ყურადღება სპონსორებმა ვოზნიაცკის - პოლონური წარმოშობის დანიელს, რომელიც შარაპოვაზე ათი სანტიმეტრით დაბალია და სერენაზე - რვა კილოგრამით მჩატე.

დანიელი ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერმა სეტლა მაკარტნიმ აღმოაჩინა. სერ პოლ მაკარტნის უფროს ქალიშვილს მობეზრდა ლოდინი - როდის შევიდოდა მისი საუკეთესო მოდელი მარია კირილენკო რეიტინგის საუკეთესო ათეულში. გასული წლის ბოლოს ინგლისელმა გაწყვიტა კონტრაქტი რუსთან, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის ყველაზე ლამაზ ჩოგბურთელად მიიჩნევდა.

მაშინ ვოზნიაცკი ჯერ კიდევ იმედისმომცემ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა. მას ზედმეტი წონა აწუხებდა და ჩაცმის სტილიც უბრალო ჰქონდა. მაგრამ სტელას დაჟინებული თხოვნით კაროლინმა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე დაიწყო მუშაობა. გახდა, გალამაზდა და რაც მთავარია, რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე მოექცა. ამერიკის ღია პირველობაზე ვოზნიაცკი კორტზე ისეთი თამამი კაბით გამოჩნდა, რომ მის ფონზე შარაპოვა კათოლიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული გეგონებოდათ. ეს მარიას მეორე მარცხი იყო.

მესამედ შარაპოვა დანიელთან კორტის მიღმა დამარცხდა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში მარიამ დათმო პირველი ადგილი ამერიკული ტურნირების სერიის დროს გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობით. შარაპოვას ანგარიშზე იყო 8 მილიონად შეფასებული სამი ხელშეკრულება, დანიელმა კი ხუთი ფირმა "დაითრია", რითაც მისი საბანკო ანგარიში 11 მილიონით შეივსო.

ამასობაში, რუსი ჩოგბურთელის ექიმები პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ - მათი აზრით, მარია ვერ მოახერხებს ტრავმირებული მხრის ბოლომდე მორჩენას. ასე რომ, რეიტინგის პირველ საფეხურზე დაბრუნების შანსი თითქმის ნულის ტოლია. როგორც ამბობენ, ამ მიზეზით მარია ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობს და ინტერნეტში თავის ბლოგს აღარ ანახლებს. ის სულ უფრო ხშირად ფიქრობს ჩოგბურთიდან წასვლაზე. როგორც იქნა, შარაპოვას გაუჩნდა თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრების სურვილი.

kopala
ბიჭებო ყველას მოგვწონს თქვენი გაზეთი,მარა ნუ გვიწყენთ და ამ სურათების ამბავში ბევრჯერ გეშლებათ.ნუ გწყინთ,ეს ხომ გამოსწორებადია,უბრალოდ ოდნავ დაკვირვებაა საწიროადმინისტრაცია: ნამდვილად არ გვწყინს, მითუმეტეს, თუ შენიშვნა სწორი იქნება :) ყურადღებისთვის გმადლობთ.
Jarkko Ruutu
მინიმუმ რო გადაამოწმოთ ხოლმე ეგ ინტერნეტიდან გამოგზავნილი სურათები კარგი იქნებოდა :)ეგ მშვენიერი გოგონა კიდევ ashley harkleroad-ია ;)ადმინისტრაცია: გმადლობთ გულისხმიერებისთვის. თქვენი შენიშვნა მიღებულია.
Jarkko Ruutu
არაა ეს კაროლინ ვოზნიაცკი და ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში!ადმინისტრაცია: პირადად ნამდვილად არ ვიცნობთ კაროლინს, მაგრამ ინტერნეტიდან მიღებული სურათებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ნამდვილად ის უნდა იყოს :) ხალხის შეცდომაში შეყვანას კი ნამდვილად არ ვცდილობთ. ყურადღებისთვის გმადლობთ :)
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია