წლეულს, 21-22 ივლისს, ჭიდაობა სამბოში მოღვაწე საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში შეიკრიბნენ
წლეულს, 21-22 ივლისს, ჭიდაობა სამბოში მოღვაწე საკმაოდ გავლენიანი პიროვნებები მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში შეიკრიბნენ.

თავდაპირველად ამ შეკრებას სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია უწოდეს. სინამდვილეში კი, რიგგარეშე კონგრესის გზით შეეცადნენ, შეეცვალათ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAR) ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.

განხეთქილება და სკანდალები სამბოში არახალია, ორხელისუფლებიანობა უწინაც ყოფილა და ერთხანს სიტუაციის დარეგულირებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა სპეციალისტებმა.

საინტერესოა, რომ "მეამბოხეთა ტალღაში" გარეულნი არიან სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ფუნქციონერებიც: FIAR-ის ექსპრეზიდენტი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე დავიდ რუდმანი; გამოჩენილი სამბისტის, ჰენრიხ შულცის შვილი, ბიზნესმენი მიხეილ შულცი; რუსეთის სპორტსახკომის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნიკალაი ლენცი...

FIAR-ის კონგრესი, როგორც წესი, წლეულს, ნოემბრის მეორე ნახევარში ქ. სანკტ-პეტერბურში მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად უნდა ჩატარდეს. ავანტიურისტთა ჯგუფმა თავისი რიგგარეშე კონგრესით მოვლენებს დაასწრო, აღმასკომის წევრებად კი ახალი ხალხი შეარჩია.

ისინი დაუყოვნებლივ შეეცადნენ შვეიცარიაში მდებარე FIAR-ის საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლების მოპოვებას.

"სამბოს დამპყრობლებმა" პრეზიდენტად დიდი ფულის პატრონი მიხეილ შულცი აირჩიეს.

ყოველივე ამის შემდეგ დიდი გაურკვევლობა იყო მოქმედ FIAR-ში, მაგრამ ისინი მალევე მოეგნენ გონს (პრეზიდენტი ვასილი შესტაკოვი) და სარჩელით მიმართეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლოს (ამ ქალაქშია FIAR-ის შტაბბინა).

რევოლუციონერთა ჯგუფს ჯერჯერობით კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. 26 აგვისტოს ლოზანის სასამართლოს თავმჯდომარე ჟან-ლიუკ ჟენიარმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ შულცისა და მისი კომპანიის ქმედება არაკანონიერია..

ასეთია სამბოს საერთაშორისო სერობის მორიგი სკანდალის მოკლე ისტორია.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა