დავით მახარაძე: "შეგვპირდნენ, პრობლემები აღარ იქნებაო"
იმის ფონზე, რაც "გურიაში" სეზონის დაწყებამდე ხდებოდა, გასაკვირი არ იყო, რომ გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო.

"მიხეილ მესხზე" ბოლნისის "სიონთან" შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ლანჩხუთელები ჩემპიონატის ცალსახა აუტსაიდერები არ იქნებიან, მაგრამ გუნდს სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია და ეს აშკარად ეტყობა.

"გურიას" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე იმედოვნებს, რომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია...

- აშკარაა, რომ გუნდი ჩემპიონატს მოუმზადებელი შეხვდა და მოთამაშეები სასურველ კონდიციებში არ არიან...

- "სიონთან" შეხვედრაში სწორედ ამან დაგვაღალატა. ვერავინ იტყვის, რომ მეტოქე გვჯობდა. უპირატესობას ვფლობდით და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი გვქონდა და, რა თქმა უნდა, ესეც მოუმზადებლობის შედეგია.

- ფაქტობრივად, სეზონის წინ "გურია" ორჯერ დაიშალა და თავიდან აიწყო. ასეთ პირობებში რამდენად შესაძლებელია არასტაბილურობის თავიდან აცილება?

- სანაკრებო პაუზა მაიმედებს. ფაქტობრივად, ჩემპიონატისგან ორი კვირა ვისვენებთ და ეს დრო შეკრების ორგანიზებისა და მოთამაშეთა მომზადების დონის ასაწევად უნდა გამოვიყენოთ.

- არადა, "სიონთან" შეხვედრის პირველ ტაიმში "გურიას" ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, გუნდში გარკვეული პოტენციალიც არის...

- მეც სწორედ ამას ვიმედოვნებ, რომ გამოცდილი მოთამაშეების დახმარებით ვითარებას დროულად გამოვასწორებთ, მაგრამ სეზონის ასე დაწყება მაინც ძალიან არასასურველია. გუნდები ემზადებიან და წვალობენ, ოღონდ სეზონი არ ჩააგდონ, მაგრამ შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად და შესათამაშებლად მათაც გარკვეული დრო სჭირდებათ.

კიდევ კარგი, გუნდიდან წასული სამი ფეხბურთელი - შალამბერიძე, დარჩიძე და შენგელია - დაგვიბრუნდა. მერე "სიონის" სამი მოთამაშე პირველი ტურის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დავიმატეთ და ცოტა ამოვისუნთქეთ.

- საერთოდ, უფულობა და მოუმზადებლობა ქართულ ფეხბურთს ძალიან აზარალებს. ბევრ გუნდს წელიწადში რამდენიმე თვე უცდება, ასე კი გუნდები და მოთამაშეები უკან-უკან მიდიან...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენი გუნდების უმრავლესობა არასტაბილურია. ჩვენს მაგალითზე გეტყვით - როცა მოთამაშეს კარგად არ იცნობ და უვარჯიშებლად შემადგენლობაში იმიტომ აყენებ, რომ სხვა გზა არ გაქვს, ასე რა შედეგზე უნდა ვიფიქროთ?

სხვა რა გზაა, ფორმაში სათამაშო პრაქტიკის ხარჯზე უნდა შევიდეთ. წეღანაც ვთქვი - სანაკრებო პაუზისას პატარა შეკრებაც დაგვეხმარება.

- გულახდილად რომ ვთქვათ, სამი ტურის შემდეგ ყველაზე სუსტად "გურია", "ზუგდიდი" და "სპარტაკი" გამოიყურებიან. ბევრი ფიქრობს, რომ გავარდნის კანდიდატები ხართ...

- ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში ვერ ვმართავთ. არადა, სახლის ფაქტორი "გურიასთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ლანჩხუთში თამაში მეტოქისთვის ძალიან ძნელია. ჩვენ ისეთი გულშემატკივარი გვყავს, გუნდს დიდ ძალას რომ მატებს. ახლა თბილისის "დინამოსთან" მასპინძლობის უფლებაც არ გვაქვს და ქობულეთში უნდა ვეთამაშოთ.

- სატრანსფერო პერიოდი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?

- სამ მოთამაშეზეა ლაპარაკი. აქედან ორი აფრიკელია: ერთი განელია, მეორე - კამერუნელი. ისინი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობენ, უახლოეს დღეებში აქ იქნებიან. ამას გარდა, ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მითხრა, რომ უკრაინიდან იჯარით "დნიპროს" თავდამსხმელის ჩამოყვანა სურს, მაგრამ ჯერ მისი სახელი, გვარი და წარსული არ ვიცი.

საერთოდ, ჯერ ძნელი სათქმელია, რის საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტი. კარგი ისაა, რომ "გურიას" დავალიანება სრულად გაისტუმრეს, ანუ ის პრობლემა მოგვარდა, რის გამოც კლუბში უსიამოვნო ამბები მოხდა... მოთამაშეების წასვლას ვგულისხმობ...

- ახლა ხელფასები დროულად გაიცემა?

- შეგვპირდნენ, პრობლემები აღარ იქნებაო. ეს მაიმედებს, რადგან სამუშაო გარემო ფინანსების სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სპონსორებთან მოლაპარაკებაც აქტიურ ფაზაშია და ვნახოთ... იქნებ ეშველოს "გურიას".

- აქამდე სპონსორებთან მოლაპარაკება, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მუდმივად წარუმატებელი იყო. რამდენად რეალურია, რომ ახლა მაინც მიიღოთ შედეგი?

- ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა "გურიას" უპირატესობა აქვს - გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა უკვე ბალანსზეა, რაც ამ 20 წლის განმავლობაში ჩხუბისა და დაპირისპირების მიზეზი იყო. ამით "გურიას" ფასი საგრძნობლად აიწევა და სწორედ ეს გვაიმედებს - ბაზა და გუნდი ერთად ინვესტორს ალბათ დააინტერესებს.

ასეთი ტრადიციების მქონე კლუბი სერიოზულ დონეზე უნდა თამაშობდეს და დიდი მიზნებისთვის იბრძოდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tvini
ჟურნალისტებო ნუ აპიარებთ ამ იდიოტური ტრანსფერების სურვილებს. ტვინი გამოიფხიკეთ, რომ მაგაში არაფერი ყრია და ეგ ფეხბურთს არცერთ ქვეყანაში არ ანვითარებს. ეგეთი გამოსირებული მენეჯმენტის მერე დაიწყებენ ფული არ გვაქვს და მაყურებელი არ მოდისო. ჯერ დაფიქრდით და მერე დაწერეთ.
malxazi
რად მინდა მე აქ ლეგიონერი, მე შენ გეტყვი და ყოველ წელიწადს ლიგაზე გადიხარ,ლანჩხუთში რომელი ნორმალური ლეგიონერი ჩამოვა.
guruli
ისე გიქნიათ, სულ ნუ დაგიტოვებიათ ქართველი გუნდში! ვის უნდა ეგეთი გუნდი??????? ვინ მივა აფრიკელის და უკრაინლის სანახავად?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა