ამ უქმეებზე ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა უქმად არ იყო
ქართველი ლეგიონერების საუიქენდო მონაგარის შესახებ სანახევროდ გუშინ გიამბეთ, ახლა კი მეორე ნახევრის თამაში მიმოვიხილოთ. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მოიკ-ის ქართველ მეკარე ამირან გვენცაძეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გვენცაძემ, რომელიც თავისი გუნდის ერთადერთი ლეგიონერია, ასეთი მკაცრი სასჯელი იმიტომ მიიღო, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩისას აზალ-ის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ იბეკოიას სიმულაცია ვერ მოითმინა და მას ხელი დაარტყა, რისთვისაც გაძევება, მოგვიანებით კი ზემოთ ნახსენები სანქცია დაიმსახურა. ამას გარდა, გვენცაძის საქციელისთვის მისი კლუბი 4 ათასი მანათით დააჯარიმეს. გვენცაძე მე-60 წუთზე გააძევეს, აზალ-ელი ნუგზარ კვირტია კი სათადარიგო იყო.

"მუღანი", რომლის ღირსებასაც დავით სვანიძე იცავს, შინ 0:3 განადგურდა "ნეფთჩისთან". ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა. რევაზ ძოძუაშვილის "თურანმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "განჯას". მასპინძელთა რიგებში ითამაშეს შალვა ფირცხალავამ და გიორგი ჭედიამ, სტუმართა შორის კი ზურაბ ძამსაშვილი და გიორგი სეთურიძე გამოჩდნენ. გიორგი ადამიას "ყარაბახი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბაქისთან", ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. კახა ცხადაძის "ინტერი" შინ "გაბალასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. ბაქოელთა ძირითადში იყვნენ ილია კანდელაკი და ვალერი აბრამიძე, მეორე ტაიმში კი დავით ოდიკაძე კახაბერ მჟავანაძემ შეცვალა.

სომხეთში "ულისემ" შინ "მიკას" 3:2 სძლია, რაშიც გოლით წვლილი გაგა თიბილაშვილმა შეიტანა.

ეს სამეზობლოს ამბები იყო, ისრაელში კი ჰაიფას "მაქაბიმ" გასვლაზე რამათ განის "ჰაპოელს" 3:1 მოუგო, მაგრამ ვლადიმერ დვალიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მოედანი უგოლოდ დატოვა. ნათანიის "მაქაბის" რიგებში 13 წუთი (შეცვლაზე) ითამაშა გაგა ჩხეტიანმა, ზურაბ მენთეშაშვილი კი აშქელონის "ჰაპოელს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. გასულ უქმეებზე ისრაელში ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად კოკა მიკუჩაძემ ითამაშა, რომელმაც ბნეი ლოდის "ჰაპოელს" რამათ განის "მაქაბისთან" გამარჯვებაში (2:1) გოლით დაეხმარა. მანაც და გიორგი გაბიდაურმაც ძირითადში ითამაშეს.

სერბეთის ჩემპიონატის გასულმა ტურმა გიორგი მერებაშვილის გარეშე ჩაიარა. ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკისა" და "ვოივოდინას" მთელი შეხვედრა სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგაში ითამაშა გიორგი ივანიშვილმა, "ლოკარნოს" წინააღმდეგ 1:3 წაგებულ მატჩში იგი "შაფჰაუზენის" შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი ათამაშეს. პოლონეთის პირველ ლიგაში "ოდრამ" "პოგონს" 2:0 სძლია. კობა შალამბერიძე "ოდრას" სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. დანიის პირველ დივიზიონში გიორგი დევდარიანის "ორჰუსმა" გიორგი ფოფხაძის "ვიბორგი" 1:0 დაამარცხა. დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშა, ფოფხაძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა