ქართველების გუნდად მონათლულმა "დაუგავამ" პირველობაზე ყველა გააოცა
ლატვიაში სეზონი დასრულდა და უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე "წიწილები დაითვალეს" - ჩემპიონატის შემაჯამებელ სტატიაში, პირველობის სიურპრიზად ქართველების გუნდად მონათლული "დაუგავა" დაასახელეს. დაუგავსპილსელთა მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, გუნდში კი გიორგი ჩიხრაძე, ჯემალ ჯალიაშვილი, მამუკა ღონღაძე, დათო ფაილოძე და გიორგი წაქაძე თამაშობენ.

"თამაზ პერტიასა გუნდმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ჩემპიონატის დასაწყისში ყველა ფიქრობდა, რომ "დაუგავა" მორიგი უფერულ სეზონს იწყებდა და სატურნირო ცხრილის შუაგულში თუ მოხვდებოდა. თუმცა, სტარტის ჩაგდების შემდეგ, გუნდმა შესანიშნავი შეხვედრების მთელი სერიალი აჩვენა, ზედიზედ ოთხი თვე არ წაუგია და კინაღამ სამეულში მოხვდა. ტურნირის მსველელობისას, "დაუგავამ" ყველა ლატვიური გრანდი დაამარცხა, მათ შორის, გასვლაზე "სკონტო". არსებობის ისტორიაში, "დაუგავამ" რეკორდული რაოდენობის ქულა (56) დააგროვა, "სკონტოს" მსგავსად, ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა (16) და სულ სამჯერ დამარცხდა", - იუწყება უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

თბილისში დაბრუნდა "დაუგავას" თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე, რომელიც კლუბის გამოსვლით კმაყოფილია: "კლუბმა სტარტი ჩააგდო და დისკვალიფიკაციის გამო, პერტიას გუნდი აპრილში ჩააბარეს. სამეულში ამის გამო ვერ მოვხვდით. პერტიას მოსვლის შემდეგ, გუნდის აღმასვლა დაიწყო".

ღონღაძე საკუთარი გამოსვლითაც კმაყოფილია: "კლუბს მხოლოდ მეორე წრის დასასრულს შევუერთდი და გუნდთან შესაგუებლად მცირე დრო მქონდა. მხოლოდ 12 შეხვედრა გავმართე, აქედან 10 ჩემპიონატში და ორიც თასზე. ამის მიუხედავად, ორივე ტურნირში ცხრა გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ეს ახალწვეულისთვის ურიგო შედეგი არ არის".

ღონღაძე პერტიას თაობაზეც გველაპარაკება:"მწვრთნელის ქება არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მეამაყება, ლატვიელები საუკეთესო მწვრთენლად ქართველს რომ აღიარებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, "დაუგავა" ლატვიის უმდიდრესი კლუბების მისი წყალობით გახდა. სხვა თუ არაფერი, გასვლაზე ჩემპიონ "სკონტოს" მოვუგეთ, რაც პატარა ამბავი არ იყო. თამაზი ორი სხვადასხვა ადამიანია მოედანზე და მის მიღმა. არ არსებობს, ვარჯიშს შორიდან უყუროს, მუდამ პროცესშია ჩართული და ყველა წვრილმანს გვასწავლის, რაც შემდეგ თამაშებში დაგვეხმარა.

"დაუგავამ" რეკორდული ქულები დააგროვა, მეხუთეზე გასული "იურმალა" 28 (?!) ქულით ჩამოვიტოვეთ, და თასზე პირველ ლიგის გუნდს სარეკორდო ანგარიშით 10:0 მოვუგეთ. ჩვენგან ასეთ შედეგს ყველაზე დიდი ოპტიმისტიც ვერ წარმოიდგენდა.

პერტიას ძალიან აფასებენ და ლიეპაიას "მეტალურგში" იწვევენ. ერთი ხანობა, წასვლა გადაწყვეტილიც ჰქონდა, მაგრამ "დაუგავას" მეპატრონეები ახალ სეზონში დაფინანსების გაზრდას შეგვპირდნენ. პერტია "დაუგავაში" მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლის იმედად დარჩება. სეზონის დასრულების შემდეგ კრებაზე გვითხრა კიდეც - მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ოქროს მედლების მოპოვება იქნებაო. სხვათაშორის, ოთხეულის გუნდების ურთიერთშეხვედრებში, "დაუგავა" პირველ ადგილზეა, რადგან ყველასთან დადებითი ბალანსი გაგვაჩნია".

მამუკა ლატვია-საქართველოს მატჩის შემდგომ რეაქციებს იხსენებს და ამბობს, რომ ბალტიისპირელებს ფრეზე გული დაწყდათ: "ლატვიელთა მთავარი მწვრთნელი სტარკოვი ამბობდა, რომ მოგებაც შეეძლოთ, ვერპაკოვსკისის არყოფნაზეც დაიწუწუნა და ა.შ. თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქულის მოპოვებითაც კმაყოფილი იყო. თამაშს ლატვიაში მცხოვრები ქართველები დავესწარით და გაოცებული დავრჩით. ყველას გვახსოვს, რა ნაკრებიც გვყავდა, რიგაში კი ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ვიხილეთ, რომელიც მოგებას იმსახურებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...