დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი საყრდენი უკრაინის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია
ჯაბა კანკავა მშვენიერ ფორმაშია, - ეს უკრაინული მედიის შეფასებაა. უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" დონეცკის "შახტარი" 3:1 რომ დაამარცხა, ამაში ჯაბამ სოლიდური წვლილი შეიტანა.

"ფუტბოლმა" კანკავასა და ნახევარდაცვის ცენტრში მისი მეწყვილის, უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ რუსლან როტანის თამაში 7.0-ით შეაფასა. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი (7.5) მხოლოდ "დნიპროს" თავდამსხმელ რომან ზოზულიას დაუწერეს, რომელმაც დუბლი შეასრულა და პენალტიც მოიპოვა.

"ამჟამად "დნიპროს" ბევრი საყრდენი ნახევარმცველი ჰყავს. ამათ შორის როტანისა და კანკავას წყვილი უძლიერესია. "შახტარის" წინააღმდეგ ისინი ცალ-ცალკეც კარგად გამოიყურებოდნენ - ბურთის ართმევასა და შეტევის წამოწყებას მშვენივრად ახერხებდნენ, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია წყვილში მათი თამაში.

ქართველმა კვლავ გაგვაოცა მოედნის ცენტრში უჩვეულო შრომისმოყვარეობით და როტანთან ერთად, დონეცკელთა ნახევარმცველებს - ტარას სტეპანენკოსა და ალექს ტეიშეირას პირწმინდად აჯობა", - წერს "ფუტბოლი", რომელმაც ქართველი ლეგიონერი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ვებგვერდი ძველ ამბავსაც იხსენებს:

"საინტერესოა, რომ ადრე კანკავამ უკრაინაში ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა კიევის "არსენალის" შემადგენლობაში სწორედ დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ჩაატარა. მაშინ ალექსანდრ ზავაროვის შეგირდებმა დონეცკში 1:0 გაიმარჯვეს და ეს ერთადერთი გოლი კანკავამ გაიტანა".

"ფუტბოლი" მოთამაშეებს ყოველ ტურში აფასებს. საშუალო შეფასების მიხედვით, კანკავა უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველებს (და არა მხოლოდ საყრდენებს) შორის II-V ადგილებს ინაწილებს.

კანკავას გარჯა დადებითად შეაფასა მეორე უკრაინულმა ვებგვერდმა "უა.ფუტბოლმაც", თუმცა ტურის სიმბოლურ ნაკრებში არ დაუსახელებია. სხვათა შორის, ამან გულშემატკივართა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მოდით, მათ არგუმენტებს გავეცნოთ:

"რა უნდა იარმოლენკოს (კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი - რედ.) ტურის ნაკრებში?! ეს იმისთვის, რომ რონალდოსა და მესის მსგავსად ორი-სამი მეტოქის მოტყუებას ცდილობს და ბურთს სწრაფად კარგავს? თუ იმისთვის, პასის ნაცვლად კარში რომ ურტყამს და თამაშს აყოვნებს?

და კიდევ: სიმბოლურში "დნიპროდან" მხოლოდ ზოზულია მოხვდა და ეს მაშინ, როცა კანკავამ და როტანმა ჩინებულად ითამაშეს. ბურთის ართმევის მხრივ კი, კანკავამ ტურში, ალბათ, საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი...

...საერთოდ, კანკავა მოედნის ცენტრში გამორჩეული იყო: ყოჩაღ მას! ის იზრდება და ეს აშკარაა! ზოზულიამ, კანკავამ და მათეუსმა ართმევაზეც კარგად იმუშავეს...

...კანკავა "დნიპროს" გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და, შესაბამისად, ტურის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს იმსახურებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება