ევროპის ჩემპიონატს პოლონეთთან მატჩით გავხსნით
ევროპის ჩემპიონატს პოლონეთთან მატჩით გავხსნით. ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე არაერთხელ დაწერილა და ერთხელაც გავიმეორებთ: როგორც პოლონეთი, ასევე საქართველო ჯგუფიდან გამსვლელ სამ გუნდს შორის მოსახვედრად იბრძვის.

როცა ექვსი ნაკრებიდან მომდევნო ეტაპზე სამი გადის, ხოლო კონკურენტები ესპანეთი, ხორვატია და სლოვენია არიან, ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტად, პირველ რიგში, სწორედ პოლონელები უნდა მივიჩნიოთ.

თან იოლი წარმოსადგენია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს ევრობასკეტის მოგებით გახსნას.

რა დონის გუნდია პოლონეთი, ამას უშუალოდ 4 სექტემბრის ოფიციალური თამაში გვიჩვენებს. აქ კი მხოლოდ წინასწარი დასკვნების გამოტანა შეიძლება, რომელშიც პოლონელი ჟურნალისტი ლუკაშ ჩეგლინსკი დაგვეხმარება, რომელსაც სამი შეკითხვა დავუსვით:

1. რა ინფორმაციას ფლობთ საქართველოს ნაკრებზე?

2. 4 სექტემბრის შეხვედრაში ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

3. რა შეიძლება ჩაითვალოს პოლონეთის სუსტ და ძლიერ მხარეებად?

აი პასუხებიც:

1. კარგად გვახსოვს 2010 წელი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის გახსნით შეხვედრაში თბილისში სოლიდური სხვაობით დავმარცხდით. საქართველოს ნაკრები ძლიერად გამოიყურებოდა ფარქვეშ, მძიმე ბრძოლა იყო. ვიცით, რომ წლეულს ზაზა ფაჩულია ვერ ითამაშებს და გუნდი ისეთი ძლიერი ვერ იქნება, როგორიც სამი წლის წინათ, მაგრამ მაინც გვეშინია, რადგან პირველი მატჩი ყოველთვის რთული სათამაშოა.

2. საქართველოსთან უშუალო შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებს გამარჯვება სჭირდება. გუნდმა კარგად იცის, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის პირველივე შეხვედრაში უნდა მოიგოს. საამისოდ კი აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია. პოლონელებს მეტოქესთან შედარებით აქვთ უპირატესობა - წინა ხაზი. მატჩის ბედი ჩვენმა მაღლებმა უნდა გადაწყვიტონ.

3. წლეულს პოლონეთის ნაკრების კოზირი მაცეი ლამპესა და მარცინ გორტატის დუეტია. ევროპაში გამორჩეული წინა ხაზი გვყავს. თუმცა მხოლოდ ფარის კონტროლი როდი შეგვიძლია, პერიმეტრზე ბურთსაც კარგად ვათამაშებთ და უკანახაზელები სამქულიანებსაც ხშირად აგდებენ. სისუსტე? დიდ პრობლემად მიმაჩნია, რომ გუნდს ისევე კარგად არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ თამაში, როგორც სხვა სიტუაციებში.

ურთიერთშეხვედრები

ევრობასკეტი 2011

შესარჩევი

17.08.2010 პოლონეთი-საქართველო 67:58

02.08.2010 საქართველო-პოლონეთი 84:65

ევრობასკეტი 1997

საკვალიფიკაციო

24.05.1995 საქართველო-პოლონეთი 68:91

პოლონეთი, ამხანაგურები 2013

7 აგვისტო

პოლონეთი-ისრაელი 65:81

8 აგვისტო

საქართველო-პოლონეთი 75:87

9 აგვისტო

იტალია-პოლონეთი 76:65

13 აგვისტო

ესპანეთი-პოლონეთი 70:66

17 აგვისტო

პოლონეთი-ისრაელი 75:72

18 აგვისტო

ბელგია-პოლონეთი 52:66

19 აგვისტო

პოლონეთი-იტალია 82:79

23 აგვისტო

პოლონეთი-უკრაინა 83:84

24 აგვისტო

პოლონეთი-დიდი ბრიტანეთი 85:66

25 აგვისტო

პოლონეთი-შვედეთი 73:57

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. გუნდი

გორტატი 214 ცენტრი 17.02.1984 ფინიქსი (NBA)

მაცეი ლამპე 211 ფორვარდი 05.02.1985 ბარსელონა (ესპანეთი)

ლუკაშ კოშარეკი 187 გამთამაშებელი 12.01.1984 ზელონა გორა (პოლონეთი)

კშიშტოფ შუბარგა 178 გამთამაშებელი 05.07.1984 ანვილი (პოლონეთი)

პრჟემისლავ ზამოისკი 194 მსროლელი 16.12.1986 პროკომი (პოლონეთი)

მიხალ ჩილინსკი 196 ფორვარდი 22.02.1986 ტუროვი (პოლონეთი)

მატეუშ პონიტკა 198 ფორვარდი 29.08.1993 ოოსტენდე (ბელგია)

ტომას კელატი 195 მსროლელი 27.09.1982 ტრაბზონსპორი (თურქეთი)

ადამ ვაჩინსკი 199 ფორვარდი 15.10.1989 სოპოტი (პოლონეთი)

მიხალ იგნერსკი 207 ფორვარდი 13.08.1980 სასარი (იტალია)

პრჟემისლავ კარნოვსკი 215 ცენტრი 08.11.1993 გონზაგა (NCAA, აშშ)

ადამ ჰრიჩანიუკი 206 ცენტრი 15.03.1984 ვალენსია (ესპანეთი)

მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში