”კანტუ” იტალიის ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო გუნდია, ქართველი კი - ამ კლუბის ლიდერი

იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვებასთან ახლოს იყო მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ".

- ბოლომდე ვიბრძოლეთ, თითოეულმა კალათბურთელმა ბევრი იშრომა და "მონტეპასკის" დიდი სხვაობით დაწინაურების უფლება არ მივეცით. თუმცა ბოლო წამებზე მეტოქემ ჩვენზე უკეთ ისროლა და გამარჯვებაც ხელიდან გამოგვგლიჯა. "მონტეპასკის" დონის გუნდთან ასეთი კარგი თამაშის შემდეგ უფლება არ მაქვს, ჩემი შეგირდებით უკმაყოფილო ვიყო, - განაცხადა "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ.

მატჩის იტალიურ მიმოხილვებში ორი კალათბურთელია გამორჩეული - სიენელთა მხრიდან საუკეთესო ლავრინოვიჩი (24 ქულა) იყო, "კანტუს" მხრიდან - მარკოიშვილიო. მანუმ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე შესვლისთანავე სამქულიანს ორიანი მიაყოლა და 4-ქულიანი დეფიციტი +1-ად აქცია - 17:16. მან შეხვედრის ბოლო წუთზეც მოიპოვა საჯარიმოების ტყორცნის უფლება, მაგრამ მისი გუნდი უკვე 4 ქულის სხვაობით აგებდა და მას მერე თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა. მანუმ 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულა "კანტუს" სნაიპერობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მან რამდენიმე შეტევა იმდენად ეფექტურად დააგვირგვინა, რომ შეხვედრის საუკეთესო ეპიზოდებს შორის მისი ოთხი იერიში მოხვდა.

ქართველმა უკანახაზელმა "მონტეპასკის" თავკაც სიმონე პიანიჯანის კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია. სხვათა შორის, ზაფხულში პიანიჯანი მანუს კონტრაქტზე ესაუბრა, თუმცა უთხრა, ახლა სხვა ვარიანტზე ვმუშაობ და რომ დავასრულებ, ხელშეკრულება მერე გავაფორმოთო. მანუჩარმა ლოდინს "კანტუში" დარჩენა ამჯობინა. ვფიქრობთ, არც შემცდარა, რადგან ბოლო ტურშიც გამოჩნდა, რომ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ქართველი კი - ამ კლუბის ლიდერი..

"კასერტასთან" სტუმრად გასამართი მატჩის წინ ვიქტორ სანიკიძემ გვითხრა:

- ამ შეხვედრისთვის გუნდი აქტიურად ემზადება, მე ვერ ვვარჯიშობ, რადგან ფეხი მაწუხებს. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა "კასერტას" წინააღმდეგ.

მწვრთნელმა ლარდო ლინომ ვიქტორი მატჩის განაცხადში მაინც შეიყვანა და მოედანზე პირველი პერიოდის ბოლოს შეუშვა. 6 წუთში ქართველის ანგარიშზე 1 მოხსნა იყო. მეორე ტაიმში მას აღარ უთამაშია, რასაც ორი მიზეზი უნდა ჰქონოდა: პირველი - კოჭის ტრავმა, რომლის გამიზეზებასაც მწვრთნელი მოერიდა და მეორე - მატჩის მსვლელობა. ვირტუსელებმა შეხვედრა თავიდან ბოლომდე დამაჯერებლად ჩაატარეს და მწვრთნელს ვიქტორის საქმეში ჩართვა აღარ დასჭირვებია. ვფიქრობთ, მეოთხე პერიოდში ბოლონიელებს რომ გასჭირვებოდათ, სანიკიძე თამაშში ჩაერთვებოდა. "ვირტუსმა" 71:63 მოიგო.

ბოლონიელებს სერია A-ში ხუთიდან ოთხი მატჩი აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მილანის "არმანის" (5 გამარჯვება) ჩამორჩებიან. 3 მოგებით და 2 წაგებით მე-7 ადგილზეა "კანტუ". დღეს მანუჩარის თანაგუნდელები ევროთასის პირველ მატჩში ბერძნულ "პანელინიოსს" მიიღებენ.

იტალიის მეორე ლიგაში მოულოდნელად წააგო ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა "კრაბსმა". რიმინიში ნიკა მეტრეველის თანაგუნდელებმა "უმანას" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე 64:67 დამარცხდნენ. ნიკას 10 წუთში კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია. მის ნაგარიშზე 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ამ წაგების შემდეგ "კრაბსი" მეორიდან მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა - 5 მოგება და 2 წაგება აქვს.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"