საქართველოს ნაკრებმა კანადის ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის მზადება "ვისოლის" სტადიონზე დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა კანადის ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ახალი მწვრთნლეთა შტაბის ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნებმა" პირველი ვარჯიში გამართეს. ჩვენი ნაკრები, რომელიც "ქორთიარდ მერიოტში" დაბანაკდა, ვარჯიშებს დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე ატარებს.

ახალმა მწვრთნელებმა ახლებურად დაიწყეს მუშაობა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები მხოლოდ ორ ღია ვარჯიშს გამართავს, რომლებზეც მხოლოდ ჟურნალისტებს შეეძლებათ დასწრება. სხვა დღეებში წვრთნა დახურული იქნება და გუნდთან კონტაქტი მხოლოდ თამაშის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციისას მოხერხდება. წინა წლებისაგნ განსხვავებით, გვპირდებიან, რომ სამატჩო განაცხადი, როგორც წესია, თამაშამდე 48 საათით ადრე გაცხადდება.

რიჩი დიქსონმა და კომპანიამ შეკრებაზე 42 მორაგბეს უხმეს. გამოძახებულია თითქმის ყველა უძლიერესი ქართველი მორაგბე. ნაკრებში არ არიან მხოლოდ ორნი, ტრავმირებული ილია ზედგინიძე და დისკვალიფიცირებული მამუკა გორგოძე. დიქსონმა არ გამოიძახა ასევე ახალგაზრდა პირველხაზელები, ანტონ ფეიქრიშვილი, ვასილ კაკოვინი და ბექა შეყლაშვილი, რომლებსაც ეროვნულ გუნდში სხვადასხვა დროს უთამაშიათ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველაზე დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში სწორედ პირველ ხაზშია.

ეროვნულ გუნდში დაბრუნების შანსი აქვს ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელ ბესიკ ხამაშურიძეს. მასთან ერთად დიქსონი თავის გამოჩენის შანსს აძლევს საკმოდ ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს. მათ შორის გამოსარჩევია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი კონსტანტინე მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), გოდერძი შველიძე, გიორგი ჟღენტი (ორივე-მონპელიე), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი\ყოჩები), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), დავით დადუნაშვილი (პერიგო).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი), შალვა სუთიაშვილი (მასი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი).

მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ბესო უდესიანი (მაკონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გელა შალამბერიძე (აია), ლაშა თავართქილაძე (ფარული), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (ფარული), გიორგი როხვაძე (აია), გიორგი კაჭარავა (ლელო), გიორგი ბეგაძე (ვისოლი\ყოჩები).

#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი).

#12-13: თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), ირაკლი გიორგაძე (ლავორი), გიგა კორკელია (ლელო), რატი ხუციშვილი (ლოკომოტივი), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო)

#15. ბესიკ ხამაშურიძე (აია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო)

ამასობაში, კანადის ნაკრებმა, რომელიც თბილისში გუშინ, გამთენისას ჩამოფრინდა, მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და დიდი ანგარიშით - 60:22 დაამარცხა. სტუმრებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს, რაზეც, სრულიად განახლებულმა ესპანეთის ნაკრებმა მხოლოდ ორით უპასუხა.

კანადის ნაკრები სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა და "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ემზადება.

ესპანეთი-კანადა 22:60

ესპანეთი (15-9) მიულერი, ენსუნსე, ერედია, ანგულო (რუე 61), სანჩესი, გრატონი, რიგა. (1-8) პრადალი, სიდრი (გონსალესი 75), როდრიგესი (მარტინესი 73), რეკუერდა, ელგოიენი (ბარერა 58), გიბუინი (კუკი 61), ასენა, ნეგრილო.

2ლ: პრადალი, ბელსუნსე. 4ს: რიგა

კანადა (15-9) პრიტჩარდი, პარისი, ფან დერ მერვე (ბლევინსი 49), მაკკინზი, კოკერი, ჰირნი, ვაითი. (1-8) პლეტჩი (ტკაჩუკი 40), რიორდანი, მარშალი, ჯეკსონი (ფილანი 50), ჰოტსონი, ოტოოლე (სინკლერი 41), კლიბერგერი, კარპენტერი (სტივენი 49).

8ლ: რიორდანი, პარისი (2), ოტოოლე, კარპენტერი, ფან დერ მერვე, მარშალი, სტივენი. 7გ,2ს: პრიტჩარდი.

პორტუგალია-აშშ 17:22

პორტუგალია (15-9) ლეალი, ლიმა (ფორო 50), ოლივეირა (მირა 65), სილვა, აგილარი, გარდნერი (კაბრალი 70), ჟ.პინტუ. (1-8) სპაშუკი, კორეია (კამპერუ 55), ალვესი (მორაიში 70), გ.უვა, სევერინო (დორეი 55), ვ.უვა, ბარდი, ჟირაო.

ლ: ვ.უვა. 4ს:გარდნერი

აშშ (15-9) ვოლესი, ნგვენია, ტუილევუკა (ემერიკი 40), სუნიულა, სვირნი, მალიფა, უსასზი (პეტრი 72). (1-8) მოეაკიოლა (მაკდონალდი 60), თეილი (ბლერი 72), პიტმანი, ლავალა, ფან დერ გიესენი (ბასაური 28), სტანფილი, კლევერი, ჯონსონი.

3ლ: ნგვენია, სუნიულა, ემერიკი. ს,გ: მალიფა.

2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეოთხე მეტოქია გამოსავლენი, რეპეშაჟის პირველი მატჩი ურუგვაისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მონტევიდეოში ფრედ - 21:21 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და მასპინძლებმა გათანაბრება მხოლოდ თამაშის ბოლოსღა მოახერხეს.

განმეორებითი შეხვედრა 27 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება.

ურუგვაი-რუმინეთი 21:21

ურუგვაი: 2ლ - მიერესი, დე ფრეიტასი. 3ს,გ - აროსენა.

რუმინეთი: 2ლ - მანტა, ბალანი. 3ს,გ - დუმბრავა.

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა