ნოემბრის ტესტების მეორე სათამაშო დღე ავსტრალიის ნაკრებისთვის უიღბლო გამოდგა

ნოემბრის ტესტების მეორე სათამაშო დღე ავსტრალიის ნაკრებისთვის უიღბლო გამოდგა. თუ პირველი დღე ბობოლა სამხრეთულმა სამეულმა უდანაკარგოდ განვლო, ამჯერად "ვოლაბებმა" ლონდონში, "თვიქნემზე" წაიფორხილეს, "ბოკე" კი ბეწვზე გადარჩა კარიდიფში, "მილენიუმზე". ერთადერთი, ვინც გაილაღა, ახალი ზელანდიის ნაკრებია. "ოლ ბლექსმა" ედინბურგში, "მერიფილლდზე" შოტლანდიის ნაკრები გაანადგურეს - 49:3.

ცხადია, რაგბის ქართველი ქომაგისთვის ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ "ნარშავების" დაპირისპირება იწვევდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. საინტერსო იყო, რას წარმოადგენს რეალურად მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე.

"შოტლანდიის ნაკრებმა ცუდად ითამაშა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კაცები, ანუ ახალზელანდიელები ბავშვებს ეთამაშებოდნენ" - ეს კომენტარი საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების შოტლანდიელ მწვრთნელ მარკ დიქსონს ეკუთვნის.

"სკოტებმა" აღმავლობის გზაზე მდგარ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს. "ოლ ბლექსმა" მასპინძლებს შვიდი უპასუხო, ერთიმეორეზე უკეთესი ლელო გაუტანა და მეტოქის გაყოყოჩებულ ინგლისელ თავკაცს ენდი რობინსონს დაანახა, რომ მის შეგირდებს ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში სჭირდებათ. რობინსონი თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე დიდ გულზე იყო და ახალზელანდიელთა დამარცხებაზე ოცნებობდა.

"ნარშავების" შემდეგი მეტოქე კრიზისში მყოფი სამხრეთ აფრიკის ნაკრებია, რომელმაც ნოემბრის ტესტების ორივე მატჩი დიდი გაჭირვებით მოიგო. მართალია, ძლიერებს უმართლებთ, მაგრამ ამ თამაშებში "ბოკე" ძლიერი არ იყო და აშკარად გაუმართლა.

უელსელებმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს. გამორჩეულები გარემარბი შეინ ვილიამსი და მგეზავი სტივენ ჯოუნზი იყვნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა თვრამეტი წლის დებიუტანტის ჯორჯ ნორსის თამაში. უელსური რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა დებიუტი ორი ლელოთი აღნიშნა. ახალგაზრდა მორაგბისთვის ბრწინვალე დასაწყისია, მით უფრო, რომ მეტოქე, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები იყო.

"ბოკემ" მეორე ტაიმში მაინც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. ამის მიზეზი ალბათ შეინ ვილიამსის ტრავმაში უნდა ვეძებოთ. უელსელთა "ყოჩი" "ბოკეს" შუამარბმა ფრანსუა სტეინმა მიწაზე ისე დაანარცხა, რომ მარცხენა მხარი ამოუგდო. უშეინოდ კი უელსი სულ სხვა გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წუთი "ბოკე" თავის ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს, მასპინძლებმა გამარჯვების ლელო მაინც ვერ გაიტანეს - 25:29.

შესანიშნავად, დიდოსტატურად ითამაშა ინგლისის ნაკრებმა. "პომებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ივნისში სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების ძლევა შემთხვევითი არ იყო. მარტინ ჯონსონის ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და ავსტრალიას გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ მისცეს - 35:17.

გუნდის ლიდერის, ჯონი ვილკინსონის არყოფნაში შესანიშნავად ითამაშა "პომების" ახალგაზრდა მგეზავმა ტობი ფლუდმა. მან მეტოქეს შვიდი საჯარიმო და ორი გარდასხვა გაუტანა (25 ქულა), რაც ასპროცენტიანი შედეგია. ინგლისელთა შესანიშნავ კომპანიაში კიდევ ერთი გამორჩეული გარემარბი კრის ეშტონი იყო, რომელმაც "ვოლაბები" ორი ლელოთი დაამწუხრა.

ავსტრალიის ნაკრები მეტოქესთან შედარებით ბევრად სუსტი ჩანდა. თუმცა, ცხადია, მსოფლიო დონის მორაგბეები ამ გუნდშიც საკმარისად არიან და სწორედ ისინი განსაზღვრავენ კიდეც რობი დინსის გუნდის თამაშის მანერას. ინგლისელებთან მატჩში ფულბეკმა ქართლი ბეილიმ გაიბრწყინა, რომელმაც ორი ლელო კი გაიტანა, მაგრამ თხუთმეტი ინგლისელის წინააღმდეგ მარტო ვერას გახდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქა. "პომები" ნელ-ნელა ძალას იკრებენ და ახალ ზელანდიაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოგვევლინებიან.

ნოემბრის ტესტები ფიჯისთან თამაშით გახსნა საფრანგეთის ნაკრებმა. "ლე ბლემ" ექსპერიმენტული შემადგენლობით მეტოქეს ნანტში უმასპინძლა და 34:12 მოუგო. ნაყოფიერად გაისარჯა ფრანგთა ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ორი გარდასხვა გაიტანა (19 ქულა).

მარკ ლივერმონის ბიჭებს მთავარი გამოცდა ამ უქმეებზე ელით არგენტინის ნაკრებთან, რომელსაც დიდი ხანია, ვეღარ უგებენ. მანამდე კი "პუმებმა" ვერონაში, ლათინთა დერბიში იტალიის ნაკრებს მოუგეს 22:16.

სტუმრებს მგეზავ ფელიპე კონტეპომის ფეხჩუბინობამ მოაგებინა. დავით ქუბრიაშვილის თანაგუნდელმა იტალიელ ვიზავი მირკო ბერგამასკოზე ორით მეტი საჯარიმო გაიტანა.

იტალია-არგენტინა 16:22

იტალია: ლ - საჯარიმო. 3ს,გ - მ.ბერგამასკო

არგენტინა: ლ - როდრიგესი. 5ს,გ - კონტეპომი

ირლანდია-სამოა 20:10

ირლანდია: 2ლ - ჰისლიპი, ოგარა. 2ს,2გ: ოგარა

სამოა: ლ - ტუილაკი . გ,ს - ვილიმასი

უელსი-სამხრეთ აფრიკა 25:29

უელსი: 3ლ - ნორსი (2), ჰუკი. 2ს,2გ: ს.ჯოუნზი

სამხრეთ აფრიკა: 2ლ - ალბერტსი, მეტფილდი. 5ს,2გ - მ.სტეინი

საფრანგეთი-ფიჯი 34:12

საფრანგეთი: 3ლ - მარტი, მედარი, საჯარიმო. 5ს,2გ; იაშვილი

ფიჯი: 4ს - ბაი

შოტლანდია-ახალი ზელანდია 3:49

შოტლანდია: ს - პარქსი

ახ.ზელანდია: 7ლ - გეარი (2), კართერი, მულიაინა (2), ელისი, სმითი. 7გ - კარტერი (5), დონალდი (2).

20 ნოემბერი

უელსი-ფიჯი, ინგლისი-სამოა, შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, ირლანდია-ახალი ზალანდია, იტალია-ავსტრალია, საფრანგეთი-არგენტინა.

"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა