წარმოგიდგენთ გასული სარაგბო სეზონის მთავარ მოულოდნელობას და აღმოჩენას - თბილისის "ჯიქებს"
წარმოგიდგენთ გასული სარაგბო სეზონის მთავარ მოულოდნელობას და აღმოჩენას - თბილისის "ჯიქებს".

სრულიად ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონშივე არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა საკუთარ გულშემატკივარს და პლეი ოფის საგზურიც მოიპოვა, სადაც საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ჯიქები

სეზონის წინა პერიოდში "ჯიქებში" ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა და კლუბი დაშლის პირას გახლდათ, თუმცა რაგბის კავშირის დაუღალავი შრომის შედეგად მთავრობისგან გამოყოფილი სოლიდური ფინანსური დახმარებით გუნდი ისევ ფეხზე წამოიმართა და უწინდელი ჟინით განაგრძობს მზადებას XXIV ეროვნული ჩემპიონატისათვის.

გიორგი ამირხანაშვილის დამოძღვრილმა "ჯიქებმა" წარმატებით გაიარეს საწვრთნელი შეკრება გონიოში, სადაც ერთი საწვრთნელი მატჩიც გამართეს უმაღლესლიგელ "ბათუმთან" და მეტოქე სამქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

კლუბის ხელმძღვანელობა კვლავ არ აპირებს არჩეული სტრატეგიიდან გადახვევას და შემადგენლობის უდიდესი ნაწილი კვლავ ახალგაზრდა მორაგბეებით დააკომპლექტა. მათი მიზანი, როგორც მინიმუმ, წინა სეზონში მიღწეული შედეგის გამეორება იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მნიშვნელოვნად გაძნელდება, რადგან მოწინააღმდეგეთა მხრიდან მათ მიმართ ყურადღება გაათმაგდება.

შერკინება

გუნდმა დაკარგა პირველხაზელი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც ფრანგულ "ლა როშელში" გადაბარგდა. უცხოეთში წავიდა სათამაშოდ დავით ტალახაძეც, თუმცა პერსპექტიული ბურჯების: დათო ბარბაქაძის და შოთა სადაღიშვილის დამატებით ნამდვილად ღირსეული ცვლა მოვიდა კლუბში.

შემადგენლობაშია მეორეხაზელი გიორგი როყვა და დათო პაპავაძე.

შეტევასა და დაცვაში ძალიან დააკლდება გუნდს "ლოკომოტივში" გადასული მესამეხაზელი ჯაბა კიკვაძე, თუმცა ამ შემთხვევაშიც სამწვრთნელო შტაბი ეცდება, რომელიმე ახალგაზრდა მორაგბე დააწინაუროს სასტარტო შემადგენლობაში და ასე მიაღწიოს კომპენსაციას.

უკანა ხაზი

მატებაა უკანა ხაზში: პირველლიგელი "ხულიგანადან" გადმოვიდნენ შუამარბი დევი დევსურაშვილი და ფულბეკი ირაკლი სვანიძე; რუსეთის ჩემპიონატიდან კვლავ საქართველოს პირველობას დაუბრუნდა "უნივერსიტეტის" აღზრდილი ბესიკ ღვინჯილია, რომელსაც კარში დარტყმაც მშვენივრად ეხერხება და დაცვაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ლელოდან" გადმოვიდა ცხრა ნომერი გიორგი ჭინჭარაული, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციას გაუწევს ვეფხია ტუჩაშვილი. "ჯიქები" დატოვა და რკინიგზელთა რიგებში განაგრძობს კარიერას ალექსანდრე ზაბახიძე.

სამწვრთნელო შტაბი

გუნდის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი გიორგი ამირხანაშვილია, რომელმაც შეძლო და უმოკლეს დროში მებრძოლი გუნდი დააკომპლექტა ახალგაზრდებისაგან, რომელთა სავიზიტო ბარათადაც თავდადებული თამაში იქცა.

კლუბის შემადგენლობაში არსებულ მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი ბავშვობიდან ერთად იზრდება. ასე რომ, შეთამაშების პრობლემა მოხსნილია, რაც საგრძნობლად აიოლებს საქმეს.

პლეი ოფში ნაწვნევი დასანანი მარცხი "არმაზთან" შეგვიძლია დიდწილად გამოუცდელობას დავაბრალოთ, თუმცა ამჯერად "ჯიქებს" მეორე სეზონის ჩატარება მოუწევთ უმაღლეს ლიგაში, სადაც იგივე ტიპის შეცდომები აღარ უნდა დაუშვან.

შემადგენლობა

პირველი ხაზი: დათო ბარბაქაძე, არჩილ გაგნიძე, დავით ოქრიაშვილი, გიორგი ოქრომელიძე, შოთა სადაღაშვილი, ირაკლი სვანიძე, ოთარ ქარჩავა, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მალხაზ ჯინჭარაძე;

მეორე ხაზი: ვლადიმერ გოგოლაძე, ამირან მიქაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ზურაბ კორკოტაძე, გიორგი როყვა;

მესამე ხაზი: ბექა მამრიკიშვილი, ონისე მოგელაშვილი, დათო პაპავაძე, ნიკოლოზ სუხაშვილი, არსენ ტრაპაიძე, გურამ შენგელია;

#9: ლაშა ნადირაძე, გიორგი ჭინჭარაული, ვეფხია ტუჩაშვილი

#10: ნუგზარ გიორგაძე, დავით ცხაკაია

#12-13: რეზო ჯინჯიხაძე, გიორგი შარმაზანაშვილი, ბესიკ ღვინჯილია, დევი დევსურაშვილი, ნიკოლოზ ბერძული;

#11-14: კოტე ჯმუხაძე, რამაზ ხარაზიშვილი, დიმიტრი კალანდაძე;

#15: ნიკოლოზ ბიწაძე, დიმიტრი კიკნაძე, ირაკლი სვანიძე.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!