ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის აზრით, წელს საუკეთესონი ესპანელები არიან
ფრანგული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა წლევანდელი "ოქროს ბურთის" კანდიდატთა შორის თავის რჩეული დაასახელა.

საფეხბურთო ინდივიდუალური დაჯილდოების ცერემონიალის პროცედურები ამ სეზონიდან შეკვეცილია: "ფრანც ფუტბოლის" დაწესებული "ოქროს ბურთი" და ფიფას ჯილდო - "ბრილიანტის ბურთი" გაერთიანდა, სახელწოდება კი პირველის შემორჩა. შესაბამისად, შეიცვალა ხმის მიცემის წესიც. საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გამოსავლენად ამიერიდან მწვრთნელებისა ეროვნული გუნდების კაპიტნების გარდა ჟურნალისტების აზრსაც გაითვალისწინებენ.

ამ დროისთვის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიაში 23 გვარია მოხსენიებული, რომელთაგან 6 ესპანელია. 6 დეკემბრამდე სია საუკეთესო სამეულამდე შემცირდება, გამარჯვებულს კი 10 იანვარს გამოავლენენ.

"წელს დაჯილდოებას ბევრი ფეხბურთელი იმსახურებს, - განაცხადა 1998 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელმა ზინედინ ზიდანმა. – თუმცა, მე ამ ტიტულს აუცილებლად რომელიმე ესპანელ ფეხბურთელს მივაკუთვნებდი, რადგან მათ წარმატებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწიეს და ისედაც, მთელი წლის განმავლობაში საუკეთესონი იყვნენ. ჩემი აზრით, ესპანური ფეხბურთი უფრო მეტად იმსახურებს "ოქროს ბურთს", ვიდრე ნებისმიერი სხვა".

სამხრეთ აფრიკის მუნდიალის 23 ჩემპიონს შორის ინდივიდუალურ ჯილდოზე პრეტენდენტები იკერ კასილასი, ხაბი ალონსო, ხავი, დავიდ ვილია, კარლეს პუიოლი და ანდრე ინიესტა არიან.

"მე ფეხბურთის ყურებისას სიამოვნებას ინიესტას დარი მოთამაშეები მანიჭებენ, რომელთა თამაში ლამაზი, მარტივი და სასარგებლოა", - დასძინა ზიდანმა.

dito
ზიზუუუუ, ლეგენდა ხარ ლეგენედაააააააა. ბარსა კიდე უძლიერესი
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა