16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება
3 სექტემბერს, დილის ვარჯიშის შემდეგ, ბორჯომში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა დაასახელა 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

გიორგი ედიშერაშვილი (55; თბილისი), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60; გორი), ლევან ქელეხსაშვილი (66; ხაშური), იაკობ მაქარაშვილი (74; თბილისი), დავით მარსაგიშვილი (84; ყაზბეგი), დავით ქერაშვილი (96; თბილისი) და გენო პეტრიაშვილი (120; გორი) - ასეთია მისი შვიდეული.

როგორც ვხედავთ, მწვრთნელმა არ დაარღვია ფედერაციის განკარგულება და მსოფლიოზე საქართველოს თასის გამარჯვებულები მიჰყავს.

გამონაკლისი მარსაგიშვილია, რომელსაც იმ ტურნირზე ტრავმის გამო არ უჭიდავია, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ მას მსოფლიოსთვის დაბევებული ექნებოდა ნაკრებში ადგილი.

მით უფრო, მარსაგიშვილმა საქართველოს თასის გამარჯვებულ სანდრო ამინაშვილს სომხეთში პირადი შეხვედრაც მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ მარსაგიშვილი და ედიშერაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონები არიან, ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი - ბრინჯაოსპრიზიორები.

მსოფლიოს წინა პირველობის მედალოსანთაგანაც ნაკრებს დღემდე მხოლოდ მარსაგიშვილი შემორჩა - დავით ხუციშვილი (74) ტრავმის გამო ვერ ჭიდაობს, დავით მოძმანაშვილი (120) კი შემადგენლობაში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს სტამბულში სამივე მესამეზე გავიდა.

მინდორაშვილის ახლანდელ გუნდში ბევრია ისეთი, ვისთვისაც ეს შეჯიბრება სადებიუტო იქნება - ედიშერაშვილი, ქელეხსაშვილი, მაქარაშვილი და პეტრიაშვილი, თუმცა ამათგან ედიშერაშვილსა და პეტრიაშვილს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილებაც ბლომად მოეპოვებათ და - ტიტულიც.

როგორც თავშივე გითხარით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბორჯომშია შეკრებაზე, რომელიც ორშაბათს დაიწყო და 13 სექტემბერს დასრულდება, 14-ში კი ბუდაპეშტში გაფრინდებიან.

4 სექტემბერს მსოფლიოსთვის დასკვნით შეკრებას ისევ ბორჯომში, იმავე სპორტკომპლექს "ოლიმპში" ბერძენ-რომაელებიც დაიწყებენ და ისინი შემადგენლობას ამის შემდეგ დაასახელებენ.

მათი მთავარი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი ადრე აცხადებდა, რომ ფედერაციის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არც ის შეეწინააღმდეგებოდა და ბუდაპეშტში ისიც საქართველოს თასის გამარჯვებულებს წაიყვანდა.

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თასის მფლობელები ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120) გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა