მოჭიდავეთა მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატისთვის შემადგენლობას ჩვენი მეტოქეებიც თანდათან ასახელებენ
მოჭიდავეთა მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატისთვის შემადგენლობას ჩვენი მეტოქეებიც თანდათან ასახელებენ.

ამ დღეებში გამოქვეყნდა ბელორუს "თავისუფალთა" გუნდი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს გუნდიც თანდათან ემსგავსება რუსეთისას, სადაც ლამის მთლიანად ჩრდილოკავკასიელები შედიან, ეროვნებით რუსი კი სანთლითაა საძებარი.

ბელორუსთა ეს გუნდიც, ძირითადად, ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული, თუმცა არა მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებით - 7-დან 3 დაღესტნელია, 2 - იაკუტიელი და მხოლოდ ორია ბელორუსი.

დაღესტნურ დესანტს ჰუსეინ შახბანოვი (60), ალი შაბანოვი (74) და პეკინის ოლიმპიადის მესამეპრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის მედალოსანი მურად გაიდაროვი (84) წარმოადგენენ. ვლადისლავ ანდრეევი (55) და ალექსანდრ კონტოევი (66) ცივი ციმბირიდან წამოვიდნენ შედარებით თბილ ქვეყანაში, ივან იანკოვსკი (96) და ალექსეი ნიკოლაევი (120) კი ბელორუსები არიან.

შეიძლება ითქვას, ბელორუსს დაღესტნელები წალეკვით ემუქრებიან - ქვეყნის ჩემპიონატში ოთხმა კავკასიელმა გაიმარჯვა, კიდევ ორი კი ფინალში დამარცხდა. ავარელი გაიდაროვი მრავალი წელია, იქ ცხოვრობს.

ასევე დიდხანს იცავდა იქაურთა ღირსებას მეორე ავარელი რუსლან შეიხოვიც და დაღესტნური ლეგიონიც განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ეს ორი წლის წინ მოხდა, დროის ამ მონაკვეთში კი ბევრი დაღესტნელი ახალგაზრდა გადაბარგდა ბელორუსში.

მაგალითად - აზამატ ნურიკოვი (66), რომელშიც კავკასიელი ქომაგები რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ მომავალს ხედავდნენ.

ზემოდასახელებულ სამეულთან ერთად, სწორედ ისაა ბელორუსის მეოთხე დაღესტნელი ჩემპიონი, მაგრამ იმდენად ახალი გადასულია მინსკში, რომ მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებულ რეგლამენტში ვერ ეტეოდა. მსოფლიოზეც ამიტომ არ მიჰყავთ.

ზემოაღნიშნულ შემადგენლობაში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ანდრეევია - მოგეხსენებათ, მას წლეულს, მარტში თბილისში გამართული ევროპის პირველობის ფინალში გიორგი ედიშერაშვილმა მოუგო. ამან ის ისე გაანაწყენა, დაჯილდოებისას კვარცხლბეკზე არ უნდოდა ასვლა. უეჭველია, განაწყენებული ფალავანი ბუდაპეშტში რევანშისთვის ემზადება.

ამასობაში გაირკვა, რომ უნგრეთში შეიძლება არ იჭიდაოს ჩვენთვის უსიამოვნების მომტანმა კიდევ ერთმა დაღესტნელმა, ოღონდ ყაზახეთის სახელით მოჭიდავე დანიალ გაჯიევმა (84).

გემახსოვრებათ - ლონდონის ოლიმპიადის ბერძენ-რომაელთა ტურნირში მან ბრინჯაოს მედლისთვის სკანდალური ბრძოლა მოუგო ვლადიმერ გეგეშიძეს, რაშიც დიდი როლი მსაჯებმა შეასრულეს.

მან აგვისტოში, პოლონეთის ტურნირის წინ ცხვირის ტრავმა მიიღო და იქაც ამიტომ ვერ იჭიდავა, იმის მიუხედავად, რომ გასამგზავრებელი ბილეთი აღებული იყო. ყაზახ ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელი ტანატ საგინდიკოვი დღემდე ელოდება მის გამოჯანმრთელებას, თუმცა ექიმთა ვერდიქტით, საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს. თუ დარჩენილ დროში გაჯიევი ვერ გამოკეთდა, მას ნურსულთან ტურსინოვი შეცვლის.

სხვა წონებში კი მონაწილეთა ვინაობა გარკვეულია: სულთან ხალმურზაევი (55), ალმატ კაბისპაევი (60), ერბოლ კონრატოვი (66), აშხატ დილმუხამედოვი (74), ერლან ისკაკოვი (96) და ნურმახან ტინალიევი (120).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა