ომარ თეთრაძე ”ვოლგას” ქართველებით გაძლიერებას განაგრძობს
ომარ თეთრაძე ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას" გაძლიერებას იწყებს. "ლელოს" მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ რუსეთის პრემიერლიგაში გადასული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი მათე ვაწაძე მიიწვია. ინტერნეტ-გამოცემა ”ვანდივიზიონი” ამტკიცებს, რომ ნიჟნინოვგოროდელთა ახალწვეული საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, პრემიერლიგელი ნალჩიკის ”სპარტაკის" ნახევარმცველი გოგიტა გოგუაც გახდება.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გოგუას გადაბირება კიდევ ორ ”ქართულ” გუნდს სურდა - ჰოლანდიაში მერაბ ჟორდანიას ”ვიტესსა" და შოთა არველაძის გაწვრთნილ თურქულ ”კაისერს". თუმცა საბოლოოდ გოგუამ რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ”ვოლგა" ამჯობინა - ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი თეთრაძე და გოგუას მენეჯერი მამუკა ჯუღელი მეგობრები და პარტნიორები არიან და მოგეხსენებათ, ასეთი ურთიერთობებით საქმე უფრო სწრაფად და ეფექტურად კეთდება.

გუშინ გოგიტას დავუკავშირდით და ტყუილ-მართალში გარკვევა ვთხოვეთ.

- რუსული მედია ამტკიცებს, რომ კონტრაქტი ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგასთან" გააფორმე.

- დიახ, ეს გადაწყვეტილია ამბავია. ნალჩიკის ”სპარტაკში" სეზონის დასრულებამდე დავრჩები და წამოვალ. ”ვოლგასთან” უკვე წინასწარი კონტრაქტიც გავაფორმე.

- რამდენწლიანი?

- სამწლიანი და მიხარია, გუნდი რომ შევიცვალე.

- არადა, გვეგონა, ბევრად უფრო ძლიერ კლუბში გადახვიდოდი.

- რამდენიმე ძლიერ კლუბთან მოლაპარაკება მართლაც მქონდა, მაგრამ ხვალ და ზეგ გადასაწყვეტ პერსპექტიულ ვარიანტებს რეალური წინადადება ვამჯობინე. ”ვოლგა" სხვებზე კონკრეტული და მისაღები იყო. ომარ თეთრაძე დამიკავშირდა, დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩემი გადაყვანის დიდი სურვილი ჰქონდა და დავთანხმდი.

თუმცა კარგი იქნება, ნიჟნელები თუ გაძლიერდებიან. ”ვოლგას" რამდენიმე შეხვედრა ვნახე და მივხვდი, რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს თუ არ დაიმატებენ, დღევანდელი შემადგენლობით რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ. როგორც ვიცი, ასეც აპირებენ.

- ერთერთი ახალწვეული მათე ვაწაძე იქნება.

- ეს მეც გავიგე და გამიხარდა.

- ”ვიტესისა" და ”კაისერის" წინადადებებზე უარი რატომ თქვი?

- ლაპარაკი კი იყო, მაგრამ რეალური დაინტერესება რომ ყოფილიყო, კონკრეტულ წინადადებასაც შემომთავაზებდნენ. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ რეალური არ იყო. თუმცა ერთნაირი წინადადებით ”კაისერსა” და ”ვოლგას” რომ მოემართათ, მაინც ნიჟნი ნოვგოროდში წავიდოდი, რადგან რუსეთის ჩემპიონატი თურქეთისას მირჩევნია.

- ”ვიტესსა" და ჰოლანდიასაც გირჩევნია?

- კონკრეტული წინადადება არც ”ვიტესისგან" მიმიღია.

ნიჟნი ნოვგორიდის ”ვოლგა” გოგიტა გოგუასთვის მეცხრე კლუბი იქნება: აქამდე უთამაშია ლანჩხუთის ”გურიაში", თბილისის "დინამოში" (ძირითადში და დუბლებში), თბილისის ”მერანი-91"-ში, "თბილისში", "ხიმკიში", ნალჩიკის ”სპარტაკში", რამენსკოეს "სატურნსა" და გროზნოს ”ტერეკში".

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე