დიდიე დეშამის გუნდი ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოვიდა.

დიდიე დეშამის გუნდი ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

საფრანგეთის ნაკრების წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფრანგ ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრებიც არ დახვედრიან.

აეროპორტიდან საფრანგეთის ნაკრები პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" გაემართა, სადაც რამდენიმე დღით დაბინავდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა.

ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელორუსთან მატჩებისთვის გამოიძახა, თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, "ლიონის" ნახევარმცველი მაქსიმ გონალონი გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა.

მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია.

ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდობია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო.

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრანკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.

წყარო: interpressnews.ge

დავით
თან ბილეთებს ფასი დაადეს გეგონება ფრანგები ესენი იყვნენ...ფეხბურთს არ თამაშობენ მაგრამ ბილეთები მაინც დაწიონ ფასი, ამიტომ ითამაშეთ ცარიელ ტრიბუნებზე
ზაზა
არანაირი სურვილიც არ გამჩენია სტადიონზე მისვლის!!!! მაინც წავაგებთ და თან სამარცხვინოდ!!!
sabaka
ნეტა თუ ვინმე მივა სტადიონზე ამათ საცოდაობის საყურებლად
latso
ფრანგები 6 ში გააპანპულავებენ ჩვენ ნაკრებს და მერე ქეცბაიას ახსნა განმარტებები უნდა უსმინოთ , ამიტომ არცერთი ქომაგი სტადიონზე ითამაშონ ცარიელ სტადიონზე , აგარ შეგვრცხვება მაინც ამათი უსუსურობის , ვენაცვალე ჩვენ კალათბურთელებს
goga
გეტანხმები ასე ტუ დავამარცხებტ ამ მუქტაყლაპიებს.მარტო ფულის სჰოვნაზე რო ფიქრობენ.არ მივდივარტ ბოიკოტი არა ბიჰებს არამედ ჰინოვნიკებს სჰემოგვიერტდიტ.
aka
არავინ სტადიონზე,ითამაშონ ცარიელი ტრიბუნების წინაშე
Sason Hogi
დაახვიეთ ფეხბურთო, არც ერთი პატრიოტი ქართველი ხვალ სტადიონზე. ვუგულშემატკივროთ კალათბურთელებს, რეგბისტებს და მოჭიდავეებს. კორუპირებული, ღორი ქართული ფეხბურთის ჭაობი გეთ ზე ფაქ აუთ ოფ აუარ ქანთრი
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ