"აკადემია" 1983 წელს სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დაფუძნდა და უკვე 30 წელიწადია, ქართული სარაგბო თემის განუყოფელ ნაწილად იქცა
"აკადემია" 1983 წელს სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დაფუძნდა და უკვე 30 წელიწადია, ქართული სარაგბო თემის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამ დროის განმავლობაში კლუბს არაერთგზის ჰქონია აღმასვლაც და ჩავარდნაც. 2003 და 2004 წლებში გუნდი ძალიან ახლოს გახლდათ ოქროს მედლებთან, თუმცა ორივე შემთხვევაში ფინალში ხელი მოეცარა და მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა.

აკადემია

"აკადემიამ" გასულ სეზონში რეგულარული გათამაშება მეცხრე ადგილზე დაასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ორრაუნდიანი დაპირისპირების გადატანა მოუწია პირველლიგელ ქუთაისის "ბაგრატთან".

ეს ბარიერი კლუბმა იოლად დაძლია და უძლიერესთა შორის შეინარჩუნა ადგილი.

XXIV ეროვნული ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი შეკრება პაატა ნარიმანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიარა, რომლის მიმდინარეობისას ერთი საწვრთნელი მატჩიც გამართა და "ლელოსთან" ფრეს დასჯერდა.

ზაფხულის სატრანსფერო ციებ-ცხელებისას კლუბი რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, თუმცა შევსებაც არანაკლები მივიდა.

შერკინება

გუნდის რიგები დატოვა და საფრანგეთში განაგრძობს კარიერას პირველხაზელი მერაბ მაჩიტიძე, თუმცა ახალგაზრდული ნაკრების წევრ რამაზ მაზმიშვილს და ქუთაისის "აიადან" გადმოსულ პერსპექტიულ ამირან წაქაძეს ნამდვილად შეუძლიათ ამ დანაკლისის აღმოფხვრა.

შერკინების კვაჭის პოზიციაზე კვლავინდებურად გამოცდილი გიორგი ღამბაშიძე იასპარეზებს. პრობლემატურია მეორე და მესამე ხაზი. ბოლნისის "ყოჩებში" გადავიდა ახალგაზრდული ნაკრების მესამეხაზელი ნიკა ჩხიკვაძე. თუმცა, "ბათუმიდან" დავით ნიბლაძის დაბრუნება მეტ-ნაკლებად მოაგვარებს ამ პრობლემას.

უკანა ხაზი

ესპანეთის ჩემპიონატისაკენ აიღო გეზი შალვა მახარაშვილმა, ხოლო მისმა ძმამ, ივანემ გლოსტერის სარაგბო კოლეჯს მიაშურა. შესაბამისად, 9 და 10 ნომრის პოზიციებს, სავარაუდოდ, ჯიმი ღამბაშიძე და გიორგი ქოპილაშვილი შეავსებენ.

აქვეა უნივერსალი გიორგი ჩაბრაძეც. "აკადემიას" შუამარბებად მთელ ჩემპიონატში ერთ-ერთი ძლიერი დუეტი ეყოლება - ბესიკ წასიძე და გიორგი მარგიანი. ფულბეკის პოზიციაზე დავით მაკაროვი იასპარეზებს.

აკადემიელთა უმთავრესი საზრუნავი სათადარიგოთა მოკლე სკამია, რომელიც, ძირითადად, სრულიად გამოუცდელი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. თუ გუნდმა შეძლო და სეზონის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეების ტრავმებს თავი აარიდა, მაშინ, წესით, არ უნდა გაუჭირდეს მთავარი მიზნის მიღწევა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

სამწვრთნელო შტაბი

მშვენივრად დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი სწორი ტაქტიკური მონახაზისა და მიზანმიმართული სელექციის ხარჯზე ტრადიციულად ახერხებს გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას.

მთავარი მწვრთნელი პაატა ნარიმანაშვილია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებში. მას ტრადიციულად უდიდეს დახმარებას გაუწევს "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი მორაგბე დიმა ობოლაძე, რომელიც ძირითადად შერკინების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული.

შემადგენლობა

პირველი ხაზი: ლევან ბაღდავაძე, ლაშა გეგია, ლევან კაპანაძე, რამაზ მაზმიშვილი, გიორგი ოზბეთელაშვილი, თამაზ ფეიქრიშვილი, გიორგი ღამბაშიძე, ამირან წაქაძე, გიორგი წვერავა

მეორე ხაზი: გიორგი ხაჯიშვილი, ლევან ობოლაძე, ლევან მოსეშვილი, გიორგი ნებულიშვილი, ვანო ბერიკაშვილი

მესამე ხაზი: დიმიტრი გოგოლაძე, ირაკლი ლუარსაბიშვილი, ალექსანდრე მაღლაკელიძე, დავით ნიბლაძე, საბა შუბითიძე, გიორგი ჩაჩუა

#9: ლუკა ცირეკიძე, ჯიმი ღამბაშიძე

#10: გიორგი ქოპილაშვილი, გიორგი ჩაბრაძე

#12-#13: ბესო წასიძე, ზურაბ ცაგარეიშვილი, ილია მელაძე, გიორგი მარგიანი

#11-14: მიხეილ ჯოგლიძე, თორნიკე ადეიშვილი, ნიკა ადეიშვილი, ლევან კალანდარიშვილი, იოსებ მათიაშვილი, ზაურ სურამელი, გოგა უდესიანი, ირაკლი ჭელიძე, გიორგი ჭუაძე

#15: ნიკა ვახვახიშვილი, დავით მაკაროვი, გურამ სუთიძე.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა