"მაინცის" მწვრთნელმა ჟურნალისტებთან დაიჩივლა
ხუთი წაგება ბოლო ექვს შეხვედრაში, 286-წუთიანი უგოლო სერია საკუთარ მოედანზე, მესამე ადგილამდე ჩამოქვეითება ბუნდესლიგაში და მარცხი გერმანიის თასზეც - „მაინცმა“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტი კი აიღო, მაგრამ უკვე დაეწყო ჩავარდნა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კრიზისი გაუღრმავდება და სეზონის აღმოჩენა პირველ წრეს ვერ დაასრულებს ისე, როგორც დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი საგონებელშია ჩავარდნილი და როგორც ამბობს, დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიყვანოს გუნდი კრიზისიდან.

„წელიწადნახევარია, რაც „მაინცს“ ვწვრთნი, შარშან სასწაულები ნამდვილად არ მოგვიხდენია, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ჩემი გუნდი არასდროს ყოფილა ისეთი თავდაუჯერებელი, როგორც დღესაა, - თქვა ტუხელმა „ჰანოვერთან“ თამაშის შემდეგ, რომელიც მაინცელებმა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგეს და იქვე დასძინა, - ბიჭებს აგრესიულობა აკლიათ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ფეხბურთის თამაში აღარ უნდათ. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ძველებურად ავთამაშდეთ. თუ საჭირო გახდა, წამყვანი ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას დავსჯი და თუ საჭირო გახდა, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მეორე გუნდის ფეხბურთელებს ვათამაშებ.“

ტუხელის აზრით, მაინცელებზე უარყოფითად იმოქმედა იმ ამბავმა, რომ მთელი გერმანია (და არა მარტო გერმანია) მათზე საუბრობდა, მაგრამ გუნდს მაინც ეყო ინერცია საიმისოდ, რომ ლიდერობა და შემდეგ უკვე მეორე ადგილი მაინც დიდხანს შეენარჩუნებინა, ახლა კი პოზიციებს ცხრილშიც კარგავს. როგორც ჩანს, გუნდზე ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე