საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის მასპინძელთან მატჩი დაძაბულ ბრძოლაში დათმო
7 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავის მესამე შეხვედრას მასპინძლებთან გამართა და ტურნირზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია.

სლოვენიის ნაკრებმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა - 72:68 (13-19, 31-13, 10-14, 18-22).

იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და განსაკუთრებით დაცვაში კარგი თამაშის წყალობთ, პირველი პერიოდი ექვსქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედიც კარგად დაიწყეს და ანგარიშის სხვაობა 11 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ ეს იყო და ეს. ამის შემდეგ სლოვენიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენებს კი - არაფერი. მასპინძლებმა განსაკუთრებით კარგად სამქულიანები ისროლეს.

საბოლოოდ ტაიმი სლოვენიელებმა 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 44:32.

ვერ ვიტყვით, რომ მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს. უფრო მასპინძლებმა მოუხშირეს შეცდომებს და ჩვეული შედეგიანობით ვეღარ ისროდნენ, რის შედეგადაც პერიოდი ოთხი ქულით მოვიგეთ.

ამრიგად, ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 8 ქულა იყო, რისი გაქვითვაც შეუძლებელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ...

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო მეოთხედი დაძაბული გამოდგა. ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება 1 ქულამდეც შეძლეს, მაგრამ უპატიებელი შეცდომების გამო, მატჩის ბედის თავის სასიკეთოდ გადაწყვეტა ვერ მოახერხეს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

C ჯგუფის სხვა მატჩებში ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთს 60:39 სძლია, ხორვატიამ კი პოლონეთი 74:70 დაამარცხა.

ამრიგად, მესამე ტურის შემდეგ, ჯგუფს 6 ქულით დაუმარცხებელი სლოვენია ლიდერობს, 5-5 ქულა აქვთ ესპანეთსა და ხორვატიას. საქართველოს და ჩეხეთს - 4-4, ჯგუფში ბოლო ადგილს 3 ქულით კი პოლონეთი იკავებს.

ევრობასკეტზე მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჯგუფის ბოლო მატჩში კი, 9 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რამდენადაც ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 3 გუნდი გადის, იგორ კოკოშკოვის გუნდს თეორიული შანსი ჯერ კიდევ რჩება...

datka37
საღოლ ბიჭებო მაინც გავალთ!
მერაბ შანავა
ყველა კომპონენტში აჯობეს სლოვანიას
მერაბ შანავა
რა გაყინულ სტატიებს წერთ. ხალხო რა დაგემართათ? შესვლას დააზარებთ თქვენ საიტში. ბიჭებმა იომეს ერთ-ერთ საუკეთესო და ფავორიტათ მომჩნეულ გუნდთან, ოთხიდან სამი პერიოდი მოუგეს და არა მსაჯების დახმარება და ტოტალური უიღბლობა მე2 პერიოდში ვერაფერსაც დააკლებდა სლოვენია (სხვათაშორის ესპანეთის ნაკრების მძლეველი) საქართველოს ნაკრებს.
damangreveli
მე არ ვიცი ვინ დაწერა ეს სტატია, მაგრამ შევახსენებ ავტორს რომ სლოვენია მსოფლიოს ერთ ერთი უძლიერესი ნაკრებია და როცა ნაკრების თამაშს განიხილავს და ამბობს ვერ გამოსდიოდათ ვერაფერიო ისიც დააყოლოს ვის ეთამაშებოდნენ , და წინა დღეს მოქმედი ჩემპიონები რომ ყავდათ დამარცხებულები. მე კი ერთს დავამატებ რომ დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი კარგი და ვაჟკაცური თამაშისთვის.
malxazi
აბსოლუტურად არაობიექტური სტატიაა
Giorgi
ძალიანა გვანერვიულეს ბიჭებმა, მაგრამ მაინც ქების მეტს არაფერს იმსახურებენ! შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკათეს და რას იზავ, სპორტი-სპორტია! მოვა ჩვენი ზეიმის დროც! ყოჩაღ ჯიგრებო!
Giorgi
ძალიანა გვანერვიულეს ბიჭებმა, მაგრამ მაინც ქების მეტს არაფერს იმსახურებენ! შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკათეს და რას იაზვ, სპორტი-სპორტია! მოვა ჩვენი ზეიმის დროც! ყოჩაღ ჯიგრებო!
თორნიკე
გვამღერეს სლოვენიელებმა გედის სიმღერასუსტები არიან ჩვენები საკმაოდ სუსტები.გუნდი 7წუთის განმავლობაში ქულას რომ ვერ გააკეთებ რა უნდა ევროპაზე იქნებ ვინმემ ახსნას. სლოვენიას რაც ჭირდებოდა ის ითამაშა და უპრობლემოდ მოიგო
giorgi
მსაძი მიეხმარა
Malkhaz
აბსოლუტურად არაობიექტური სტატიაა
malxazi
აბსოლუტურად არაობიექტური სტატიაა
სიმართლის მოყვარული
ძალიან უსინდისო მსაჯობა იყო... წაგება არ გვეკუთვნოდა... ძალიან სამართლიანი იქნება, თუ ჩვენი გუნდი მაინც გავა შემდეგ ეტაპზე და კიდევ მოუწევს სლოვენიასთან შეხვედრა, რომელიც განმეორებითზე უნდა განადგურდეს...
nikolozi
მინდა შეფასებისას ობიექტური ვიყო,ჩვენი ნაკრები პირველი პერიოდის მერე აირია,სროლები აღარ წაუვიდათ,ფატალური უიღბლობაც დაემატა და პლიუს თუ არ მომეჩვენა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯები ჩვენ წინააღმდეგ არაობიექტურად მოიქცნენ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა უკვე ყველა ქვეყნის ნაკრებისთვის ჩვენი ნაკრები სერიოზულ ძალას წარმოადგენს,მომავალს იმედით უყურებ.
ზურა
მსაჯები უნამუსოდ მოიქცნენ..ორი ტენიკური საერთოდ მოიგონეს სლოვენიის სასარგებლოდ, მათ კი უარესებს პატიობდნენ.ვიცი ახლა ბევრი გააკრიტიკებს ჩვენს გუნდს, მე კი მინდა მიულოცო ჩვენს ბიჭებს და კოკოშკოვს კარგი თამაში, ევროპულ გრანდებთან თანასწორი თამაში, როდესაც ორი ძირითადი მოთამაშე გაკლია არ არის ასე ადვილი.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება