ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰენრის განსხვავებული გეგმები

ჰენრის განსხვავებული გეგმები

ესეც ასე: როი ჰოჯსონი „ლივერპულისა“ და თავისი თანამდებობის გადარჩენას იანვრის სატრანსფერო ბაზრის წყალობით აპირებდა, მერსისაიდელთა ახალმა პატრონმა, ამერიკელმა ჯონ ჰენრიმ კი განაცხადა, ზაფხულამდე ერთ კაცსაც არ ვიყიდიო.

ესეც ასე: როი ჰოჯსონი „ლივერპულისა“ და თავისი თანამდებობის გადარჩენას იანვრის სატრანსფერო ბაზრის წყალობით აპირებდა, მერსისაიდელთა ახალმა პატრონმა, ამერიკელმა ჯონ ჰენრიმ კი განაცხადა, ზაფხულამდე ერთ კაცსაც არ ვიყიდიო. მწვრთნელმა, რომელსაც შაბათს „სტოკთან“ 2:0 დამარცხების შემდეგ ტრიბუნიდან ფანებმა გასაგებად უთხრეს, რომ მის წასვლას და კენი დალგლიშის მიყვანას ეშურებიან, დიდი ხანი არ არის, რაც დაიწუწუნა ფერნანდო ტორესის ხეირიანი შემცვლელი არ მყავს და იანვარში ვინმე უნდა ვიყიდოო, მაგრამ როგორც ჩანს ამ გეგმას განხორციელება არ უწერია. კიდევ კარგი, ესპანეთის ნაკრების ბანაკში ჩასული ტორესი იქაურმა ექიმებმა შეამოწმეს და თქვეს, რომ მყესი სულაც არ აქვს სახიფათოდ გაჭიმული, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს შეხვედრაში, „ვესტ ჰემთან“ „ელ ნინიო“ მოედანზე იქნება.

ჰოჯსონს ამ ერთი სასიამოვნო ინფორმაციის გარდა სიხარულის საბაბს ბევრი ვერაფერი აძლევს. ახალმა მეპატრონემ „ლივერპულის“ გულშემატკივართა იმ ჯგუფთან შეხვედრისას, რომელსაც „წითელი და თეთრი“ ჰქვია, განაცხადა:

„კლუბმა ძალიან რთული პერიოდი გაიარა და ეს პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. გუნდმა აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი. უკეთესი შედეგებია საჭირო, მაგრამ შეიძლება ეს იანვრიდანვე მოხდეს? მე რამდენიმე კომპეტენტურ ადამიანს ველაპარაკე და მათ ეჭვი გამოთქვეს. ვფიქრობ, ჩვენი თამაშის გაუმჯობესება უფრო ზაფხულის მერეა მოსალოდნელი, ასე რომ, ფეხბურთელებმა კეთილი უნდა ინებონ და ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმი გაიღონ. მათ პატივი უნდა სცენ კლუბს და ყველაფერს, რასაც დღეს „ლივერპული“ სთავაზობს და ითხოვს.

სპორტული ორგანიზაციების მართვის დიდი გამოცდილება გვაქვს. ბეისბოლსა და საავტომობილო რბოლებში უმაღლეს დონეზე მივაღწიეთ წარმატებას. უმაღლესი დონის სპორტსმენებით არის დაკმპლექტებული „ლივერპულიც“ და მათაც, ბეისბოლისტებისა და მრბოლელების მსგავსად ერთადერთი რამ, წარმატება სწყურიათ.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ „ჩელსისთან“ შეხვედრაში ჩვენ მოედანზე კარგი „ლივერპული“ ვიხილეთ. კარგად ვიცით, რომ პრემიერლიგაში წარმატება ძნელი მისაღწევია, რადგან ეს ძალიან ძლიერი ლიგაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ლივერპულს“ კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში. დღეს, ყველაფერში მწვრთნელის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება დიდი შეცდომა იქნებოდა. დღეს მთავარია ამ გუნდმა ყოველ შეხვედრაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. თუ ასე არ მოვიქცევით, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ“.

შემდეგ ჰენრიმ დასძინა, რომ მან „ლივერპულის“ აკადემიის ტექნიკურ მენეჯერს ხოსე სეგურასა და 18 წლამდელთა თავკაცს როდოლფო ბორელს ისეთი ახალგაზრდებას აღზრდა დაავალა, რომლებიც მომავალში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.

„აკადემიაში უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ ვიყავი და ორივეს ველაპარაკე – თქვა მეპატრონემ – ისინი „ლივერპულის“ მომავლისთვის საკვანძო ადამიანები არიან. მათ კარგად იციან, რომ ამიერიდან ჩვენთვის უმთავრესი სწორედ მათი შრომის შედეგია. „ლივერპულის“ მომავალი მათ უნდა ააშენონ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა