ფინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
10 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" I არხი განახორციელებს.

9 სექტემბერს ფინეთის ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ვარჯიში საღამოს შვიდის ნახევარზე დაიწყო.

ჟურნალისტებისთვის სტუმართა წვრთნის ყურება მხოლოდ 15 წუთით იყო ნებადართული, მერე კი ფინელებმა ვარჯიში დახურეს...

მანამდე "სუომის" მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა პრესკონფერენცია გამართა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს კაცი თავის დროზე "დანდი იუნაიტედის", "აბერდინის", "ბოლტონის", "ვულვზისა" და "ჰიბერნიანის" თავდამსხმელი იყო. ფინეთის ეროვნულ გუნდში მას 70 მატჩი (18 გოლი) აქვს ჩატარებული, კარიერის დასრულების შემდეგ კი "ჰიბერნიანისა" და "კილმარნოკის" მთავარი მწვრთნელიც იყო, ხოლო თავისი ქვეყნის ნაკრები შარშანწინ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ფინეთის ნაკრებმა 27 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 11 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და 9 შეხვედრაში დამარცხდა.

- რას იტყოდით საქართველოს ნაკრებზე და რა სირთულის თამაშს ელით?

- საქართველო მაღალი კლასის გუნდია. ძალიან კარგი მეკარე ჰყავს. ვიცით, რომ ის დისკვალიფიკაციის გამო ჩვენ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა ისიც ვიცით, რომ ქართველებს მისი შემცვლელიც ძალიან კარგი ჰყავთ. საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობს, წინა ხაზში კი რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გყავთ, ოსტატობით რომ გამოირჩევა.

ერთი სიტყვით, ძნელი თამაში გველის და დიდი კონცენტრაცია გვმართებს.

- საქართველოსთან ფრეც გაძლევთ ხელს და, ალბათ, დაცვით ტაქტიკას აირჩევთ...

- ჩვენი ფილოსოფია მარტივია: როცა საჭიროა, თავს ვიცავთ და როცა საჭიროა, შეტევაში გადავდივართ. ასე რომ, თბილისში მხოლოდ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ თავი დავიცვათ. ისე კი, დაცვაში სოლიდურად თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისში ერთი კონკრეტული მატჩისთვის ჩამოვედით და ისე არ არის, რომ მხოლოდ სატურნირო მდგომარეობას ვუყურებდეთ. კარგად ვიცით, რომ საქართველო სახიფათო მოწინააღმდეგეა.

- ფინეთის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ტეემუ პუკი ახლახან გლაზგოს "სელტიკში" გადავიდა. რას გვეტყოდით მასზე?

- ის ჯერაც ახალგაზრდა თავდამსხმელია, თუმცა უკვე აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება. სწრაფი და ტექნიკურია, შეტევის კარგად დაგვირგვინებაც ეხერხება... მჯერა, "სელტიკში" ბევრ მატჩს ითამაშებს, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე მანამდე - "შალკეში". ველოდები, რომ "სელტიკში" ბევრ გოლსაც გაიტანს. რაც შეეხება იმას, ითამაშებს თუ არა პუკი საქართველოს წინააღმდეგ, ამას სამშაბათს ნახავთ.

- საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობაზე ჩამოყალიბებული ჯერ არ ხართ?

- ვერ გეტყვით, რა შემადგენლობით დავიწყებთ მატჩს. წინა თამაში ესპანეთთან გვქონდა და, ალბათ, იქნება რაღაც ცვლილებები. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის მატჩი გველის საქართველოსთან.

- ზოგი საფეხბურთო ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრები გრანდებთან უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც, მაგალითად, ფინეთის ნაკრებია. იზიარებთ ასეთ შეხედულებას?

- ველოდებით, რომ საქართველო შემოგვიტევს. ყოველთვის დაცვითი ტაქტიკით თამაში რთულია. ისე კი, დაცვით თამაშსაც შესრულება უნდა. ძნელია, ისე კარგად ითამაშო დაცვაში, როგორც ეს საქართველომ საფრანგეთთან მოახერხა.

ესპანეთსა და საქართველოსთან სასექტემბრო შესარჩევი მატჩებისთვის პაატელაინენს ეს შემადგენლობა ჰყავს გამოძახებული:

მეკარეები: ნიკი მაენპაა (ვენლო, ჰოლანდია), ლუკას ჰრადეცკი (ბრონდბიუ, დანია), ჰენრი სილანპაა (ვაასა);

მცველები: პეტრი პასანენი (ორჰუსი, დანია), ნიკლას მოისანდერი (აიაქსი, ჰოლანდია), ველი ლამპი (არსენალი, უკრაინა), კარი არკივუო (ჰეკენი, შვედეთი), იუკა რაიტალა (ჰერენვეენი, ჰოლანდია), იონა ტოივიო (მოლდე, ნორვეგია), მარკუს ჰალსტი (მალმიო, შვედეთი), იუჰანი ოიალა (ტერეკი, რუსეთი), მიკო სუმუსალო (ჰიკ-ი);

ნახევარმცველები: ტეემუ ტაინიო (ჰიკ-ი), რომან ერიომენკო (რუბინი, რუსეთი), კასპერ ჰამალაინენი (ლეხი, პოლონეთი), ტიმ სპარვი (ფიურტი, გერმანია), პერპარიმ ჰეტემაი (კიევო, იტალია), ალექსანდერ რინგი (კაიზერსლაუტერნი, გერმანია), რიკუ რისკი (ჰონეფოსი, ნორვეგია), რასმუს შიულერი (ჰიკ-ი), საკარი მატილა (ჰიკ-ი);

თავდამსხმელები: ტეემუ პუკი (სელტიკი, შოტლანდია), ერფან ზანელი (ჰიკ-ი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!

კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ხერხემლის უმძიმესი ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
პორტუგალიამ ფინეთს რონალდოს გარეშე სძლია [VIDEO]