განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 14 ნოემბერი
კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა 2022 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება. მისი კონკურენტები შეიძლება გახდნენ - შვეიცარია, ნორვეგია და უკრაინა. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 127-ე სესიაზე, რომელიც 2015 წლის ივლისში გაიმართება. ბოლოს ბარსელონამ 1992 წელს უმასპინძლა ოლიმპიადას, ოღონდ ის ზაფხულის თამაშები იყო.

"კატალონიის მთავრობა ერთმნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს ამ განაცხადს, თუ ის ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ უკვე გაგვაჩნია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ბარსელონას აქვს დიდი ტურნირების ჩატარების გამოცდილება, მაგალითად, ამ ზაფხულს ვუმასპინძლეთ სპორტის საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატს. დავამტკიცეთ, რომ მსგავსი ტურნირების ორგანიზებისთვის დიდი ფულის ხარჯვა საჭირო არ არის.

გასაუმჯობესებელია მხოლოდ სატრანსპორტო მიმოსვლა ბარსელონასა და პუიგსერდს შორის, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა სწრაფად არის შესაძლებელი", - განაცხადა კატალონიის ტერიტორიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სანტი ვილამ.

ბარსელონას მერს ხავიერ ტრიასს მიაჩნია, რომ მისი ქალაქის შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც მადრიდმა წააგო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლა ტოკიოსთან. ამასთან, ოლიმპიადის ორგანიზება ბარსელონას ტერიტორიაზე და ახლომდებარე პირენეებზე დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე შეიძლება.

მერმა აღნიშნა, რომ ბარსელონას მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ განმეორდება ოლიმპიური ზღაპარი, რომელსაც 1992 წელს ჰქონდა ადგილი. ქალაქი სრულად არის მზად, წარსული გამოცდილება საუკეთესო დახმარება იქნება საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად.

2022 წლის ოლიმპიადის ორგანიზების მეორე კანდიდატი ქვეყანაა უკრაინა, რომელიც უკვე ნოემბერში აპირებს განაცხადის წარმოდგენას. თამაშების ჩატარება იგეგმება ლვოვში, ტისოვცესა და ბორჟავაში.

ასევე, ამ ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს ყაზახეთის დედაქალაქი ალმატი, შვეიცარიის ჟენევა და ბერნი, ამერიკის დენვერი, კანადის კვებეკი, აგრეთვე - ფინეთის ჰელსინკი, კუოპიო და ტაჰკოვუორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 14 ნოემბერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე