ესპანეთმა ვეტერან წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
ფოთელი წყალმოთხილამურე გენადი გურალია მრავალი შეჯიბრების გამარჯვებულია, მათ შორის - ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისა.

მას შემდეგ, რაც აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, იტალიაში ცხოვრობს და იქაურ ერთ-ერთ კლუბში მუშაობს მწვრთნელად, თუმცა ვეტერანთა ტურნირებში საქართველოს სახელით ისევ აქტიურად მონაწილეობს. შარშან მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ორიოდე დღის წინ ესპანეთმა ვეტერან წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 35 წლისა და უფროსი ასაკის სპორტსმენების პაექრობაში კვლავ იყოჩაღა გურალიამ, რომელმაც მრავალჭიდში 2578 ქულით ყველას აჯობა.

მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ვლადიმირ რინზინი (2367) და ფრანგი რაულ ჟაბრე (2135) გავიდნენ.

ქართველმა სპორტსმენმა ცალკეულ დისციპლინებშიც ისახელა თავი: ფიგურულ სრიალში მე-2 ადგილი დაიკავა - მცირედით ჩამორჩა ნიკოლას ლე ფოსტიეს (საფრანგეთი), ტრამპლინიდან ხტომაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, არადა, ვერცხლისმედალოსან რინზინს 0,6 მეტრით ჩამორჩა. აქ პირველი იყო ავსტრიელი დანიელ დობრინგერი. სლალომში გურალიამ მე-4 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად