ქართველებმა მკლავჭიდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს
შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი - ასეთი ალაფით დაბრუნდნენ ქართველი სპორტსმენები მკლავჭიდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა.

შეჯიბრებაში 49 ქვეყნის 1000-ზე მეტი ათლეტი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

ქართველთაგან განსაკუთრებით რევაზ ლუტიძემ (მძიმე წონა) იყოჩაღა - მარჯვენა მკლავით 9 მეტოქეს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მანვე ცაციათი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

უფროსებში მხოლოდ ფინალური პაექრობები დათმეს და მეორე ადგილებს დასჯერდნენ გიორგი თვალიაშვილი (85 კგ, მარჯვენა) და ირაკლი გამთენაძე (90 კგ, მარჯვენა), ხოლო მესამე ადგილებზე ვასილ დაუთაშვილი (100 კგ, მარჯვენა) და ჯაბა გეთიაშვილი (80 კგ, მარცხენა) გავიდნენ.

უფროსებს მხარი აუბეს ახალგაზრდებმა და ჭაბუკებმა - მათ სამ-სამ ოქროს, თითო ვერცხლს და ბრინჯაოს გამოჰკრეს ხელი. ახალგაზრდებში ორი პირველი ადგილი დაიკავა იმედა ჭინჭარაულმა (55 კგ), რომელმაც როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით აჯობა ყველას.

მსგავს წარმატებას მიაღწია ჭაბუკებში გურამ აბულაშვილმა (65), თითო ოქრო ნიკოლოზ წერეთლისა (65, მარჯვენა) და ვალერი მელაძის (80, მარცხენა) ანგარიშზეა.

ახალგაზრდებში ბრინჯაო ერგო მერაბ კაკაბაძეს (80, მარცხენა), ხოლო ჭაბუკებში ვერცხლი - ელჩინ ბინატოვს (80, მარჯვენა).

მსოფლიოს ჩემპიონატში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ქართველთაგან ბესიკ ლეკიაშვილმა (75, მარჯვენა) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ