საქართველოს შს სამინისტროსთან შეთანხმებით, "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" მუშაობაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ჩაერთვნენ
ევროკომისიის ინიციატივით, "კონრად ადენაუერის ფონდი" ატარებს არასამთავრობო ორგანიზაციების ტრადიციულ საერთაშორისო შეხვედრა-სემინარს თემაზე: "სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი - პროგრესისთვის".

წლეულს ამ ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა.

სემინარზე პირველად იქნა წარმოდგენილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთადერთი სპორტული პროექტი: "სკოლა+სპორტი+პოლიცია" - სპორტის მეშვეობით ბავშვთა და მოზარდთა დანაშაულის პრევენცია.

პროექტი, რომელსაც ასეთი აღიარება ხვდა წილად, "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" საქართველოს ფილიალმა შეიმუშავა.

გვესაუბრება "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" კოორდინატორი აღმოსავლეთ ევროპაში ვალერი ჩოლარია.

- ხსენებულ პროექტს საქართველოში წლეულს 10 წელი უსრულდება. დონორები სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროგრამის რეალიზებას საწესდებო მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოში მენეჯმენტიც მაღალ დონეზეა, ამიტომაც გამოდგა ეს პროექტი წარმატებული.

- რას წარმოადგენს პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები" და ვინ არიან ძირითადი დონორები?

- ეს არის არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი, არაკომერციული, ჰუმანიტარული პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურ ჯგუფებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას, თანამშრომლობას და სოციალურ ინტეგრაციას, პრინციპით "სპორტი ყველასათვის". უპირველესად, წინა პლანზე წამოწეულია ბავშვთა ინტერესები. საერთაშორისო დონორები არიან: დანიის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, მსხვილი კომპანიები, უეფა; საქართველოში - სფფ და სპორტის სამინისტრო.

- რა მოიტანა პროექტის რეალიზაციამ საქართველოში?

- პროგრამით ორგანიზებულ 144 სკოლაში მონაწილეობდა 29 000-მდე გოგონა და ჭაბუკი, 1900-ზე მეტი მოხალისე ლიდერი და მწვრთნელი, 5000-მდე მშობელი, 79 საფეხბურთო კლუბი და სასპორტო სკოლა.

ამ სკოლებს უსასყიდლოდ გადაეცათ 22 000-ზე მეტი ბურთი, 35 000 მაისურა, 35 000 კეპი უეფას სიმბოლიკით, 30 200 წყლის სასმელი ბოთლი, 14 000-ზე მეტი პატარა და დიდი ნიშნულა, სავარჯიშო გადასაცმელი, 10 ბატუტი, 20 მინი-კარების კომპლექტი და სხვა.

პროგრამით მომზადებული მწვრთნელები ნაყოფიერად განაგრძობენ საქმიანობას. პროექტის წამყვანი ინსტრუქტორები წარმატებით ანხორციელებენ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის პროგრამას.

- რა სიახლეებია მოსალოდნელი მომავალში?

- მიზნებს ემატება სპორტის მეშვეობით მოზარდთა დანაშაულის პრევენცია და პროფილაქტიკა. შარშან და წლეულს, საქართველოს შს სამინისტროსთან შეთანხმებით, "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" მუშაობაში ჩაერთნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ეს სიახლე ჩვენ დავნერგეთ და ევროკავშირის გრანტიც მივიღეთ. 1 ოქტომბრიდან ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, რუსთავში ვიწყებთ ახალი პროექტის "სკოლა+სპორტი+პოლიცია" რეალიზებას. პარტნიორები არიან: შინაგან საქმეთა, სპორტის, განათლების სამინისტროები, სფფ და მუნიციპალიტეტები.

პროექტში ჩაერთვება 2000-ზე მეტი ბავშვი, მწვრთნელები, ლიდერები, მშობლები და მოხალისეები. ჩატარდება ოთხი სემინარი, იმუშავებს 5-დღიანი სკოლა, გაიმართება 40-ზე მეტი ტურნირი. ეჭვიც არ გვეპარება, რომ პარტნიორებსა და დონორებთან ერთად ამოცანას წარმატებით გავართმევთ თავს.

- რატომ არ ხორციელდება პროექტი თბილისში?

- ცენტრალურ ოფისთან საგრანტო განაცხადის მომზადებისას ზემოხსენებულ ქალაქებზე შევთანხმდით. ახლა მივიღეთ ევროკავშირისა და ცენტრალური ოფისის ერთობლივი წინადადება, მეორე გრანტის მისაღებად მოვამზადოთ შუამდგომლობა თბილისის 3 რაიონისთვის. პასუხს დეკემბერში ველოდებით.

თენგიზ თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...