ესპანური ფეხბურთის ტალანტები
ისკო, კოკე, ინიგო მარტინესი, რაფაელ ვარანი - და კიდევ ბევრმა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პერპექტიულ მოთამაშეთა რიგებიდან შემდგარი ვარსკვლავების კატეგორიაში გადაინაცვლეს. ამ სეზონში ახალი სახეების გამოჩენას უნდა ველოდოთ. მოდი, ერთად ვნახოთ ის ხუთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც, სპეციალისტების აზრით, წლევანდელ სეზონში აუცილებლად გაიბრწყინებს...

ტიევი ბიფუმა - "ესპანიოლი"

ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ წელს ლა ლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცეს. ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ტიევი "ესპანიოლის" წამყვან ფეხბურთელად ყალიბდება. მაურისიო პოჩეტინომ, როდესაც ის კატალონიური გუნდის მწვრთნელი იყო, ტიევი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მეორე დივიზიონში გაუშვა. "ლას პალმასის" შემადგენლობაში ბიფუმამ 44 მატჩი ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.

ამ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა თავი უკვე 2-ჯერ გამოიჩინა, თანაც, ამისთვის სულ 4 დარტყმის განხორციელება დასჭირდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ტიევის ძირითადში ერთხელაც არ უთამაშია. ფრანგს ჯერ დაღვინება კი სჭირდება, მაგრამ თუ სწორად განვითარდა, წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს.

რუბენ გარსია - "ლევანტე"

რუბენ გარსიას შეძენა ლონდონის "არსენალს" სურდა, რაც გასაკვირი არაა, თუ წინა სეზონს და 21 წლის ფეხბურთელის გამოსვლას გავიხსენებთ. ზოგადად, "ლევანტე" მაყურებლისთვის მიმზიდველ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ რუბენი ამ წესიდან იშვიათი გამონაკლისია. ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ხშირად მარცხენა ფლანგზე გვევლინება, საიდანაც ცენტრში შეწევა და იერიშის იქიდან განვითარება უყვარს. რუბენ გარსია უნივერსალური ფეხბურთელია და ხშირად მას მწვრთნელი უკან დახეული ფორვარდის როლშიც იყენებს.

ამ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია, მაგრამ საშუალოდ ერთ შეხვედრაში გარსია 1,7 სახიფათო პასს და 1,3 დრიბლინგს ახორციელებს - ამ კომპონენტებში კი ის "ლევანტეს" ლიდერია.

საული - "რაიო ვალეკანო"

(იჯარით მადრიდის "ატლეტიკოდან")

სეზონის დაწყების წინ საულ ნიგესით "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული, მაგრამ "ატლეტიკომ" ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის გაყიდვა არ ისურვა და ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარით "რაიო ვალეკანოში" გაუშვა. 18 წლის მოთამაშემ პირველივე ტურში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

საული ერთ შეხვედრაში საშუალოდ 58,3 პასს აკეთებს, რაც "რაიოში" მეორე შედეგია, სიზუსტე კი 90,9 პროცენტია. ხავი ფუეგოს წასვლის შემდეგ, მადრიდულ გუნდს მოედნის ცენტრში მებრძოლი ნახევარმცველი მოაკლდა, თუმცა თინეიჯერი ფეხბურთელი "ვალენსიაში" წასული ფუეგოს შეცვლას მშვენივრად ახერხებს. თამაშში საშუალოდ 3 ვარდნა და 3 ჩაჭრა, 2,7 მოგებული საჰაერო დუელი - ეს სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.

საული ხანდახან სერხიო ბუსკეტსია - ხშირად უკან იხევს, დაცვის წინ მოქმედებს და მეტოქის შეტევების ჩაშლისკენ არის მიმართული, თუმცა ამავე დროს, შეტევაშიც ხშირად მიდის და იერიშების წამოწყება-დაგვირგვინებასაც ცდილობს.

სუსო - "ალმერია"

(იჯარით "ლივერპულიდან")

სუსომ "ლივერპულში" თავი ვერ დაიმკვიდრა და ბრენდან როჯერსმაც ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო - ახალგაზრდა, მზარდი ფეხბურთელი პრაქტიკის გარეშე არ დატოვა და "ალმერიაში" გაანათხოვრა. სუსოს ანდალუსიურ კლუბში გამთამაშებლის ფუნქციები ჩააბარეს, რაც მას მოედანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

ჩატარებულ შეხვედრებში 19 წლის ფეხბურთელმა 2 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 14 წარმატებული დრიბლინგი და ამ მაჩვენებლით სუსო საუკეთესოა ლა ლიგის მასშტაბით (მეორეზე ლიონელ მესია 11 დრიბლინგით). პასებსა და დრიბლინგებზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე მუდმივ სათამაშო პრაქტიკას იღებს, რაც ამ ასაკში ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ჰაერივით აუცილებელია.

კარლეს ხილი - "ელჩე"

(იჯარით "ვალენსიადან")

"ვალენსიამ" თავის დროზე გუნდიდან ისკო გაუშვა და ახლა "ღამურები" მსგავსი შეცდომის გამეორებას არ აპირებენ. კარლეს ხილი "ელჩეში" მეორე სეზონს იწყებს. შარშან ის გუნდს პრიმერას საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, წელს კი ადგილი უნდა შეუნარჩუნოს.

ხილს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ ჯერჯერობით უფრო ხშირად მას მარჯვება ფლანგზე იყენებენ. 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,7 წარმატებული დრიბლინგია. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები საშუალოდ 4,3-ჯერ ირღვევა, რაც "ალმერიაში" საუკეთესო შედეგია. ხილი არა მარტო შეტევაში, არამედ უბურთოდ თამაშშიც გამორჩეულია - ხშირად მიმართავს მეტოქე გუნდის მცველების პრესინგს და ამით ნახევარდაცვის ცენტრს ეხმარება.

კონტრაქტის მიხედვით, მისი "ვალენსიადან" გამოსყიდვა სულ რაღაც 8 მილიონ ევროდ შეიძლება და არაა გასაკვირი, რომ "ღამურებს" ახალი, გაცილებით უკეთესი პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"ასტონ ვილა" კარლეს ხილით შეივსო
აფრიკის ერთა თასი. 1/4-ფინალი: საფეხბურთო სამართალი აფრიკაშიც მოიკოჭლებს
"ღამე მშვიდობისა..." - კარლეს პუიოლი სუსოს პოსტს გამოეხმაურა
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
სუსო: "მილანში" სოლიდური გუნდის შექმნა შეუძლებელია
"რომა" "მილანიდან" სუსოს დამატებას აპირებს
სუსოს აგენტმა მადრიდის "რეალს" მისი კლიენტის ყიდვა შესთავაზა
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
დიდი ცვლილებები "მილანში" - "როსონერი" ზამთარში სამ ლიდერს დაემშვიდობება
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
"მილანმა" სუსო ტრანსფერზე დააყენა
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია