"ანჟის" თავკაცი გულშემატკივრებს დავით კვირკველიას, ოთარ მარცვალაძის და ნუკრი რევიშვილის შესახებ ესაუბრა
Sport.ru-ს მეშვეობით დაღესტნის კლუბის გულშემატკივრებმა მახაჩყალას "ანჟის" მთავარ მწვრთნელს, გაჯი გაჯიევს შეკითხვები დაუსვეს. შეკითხვა დავით კვირკველიასა და ნუკრი რევიშვილსაც ეხებოდა. გაჯიევმა მათსა და ოთარ მარცვალაძეზეც ისაუბრა, რომელიც კონტრაქტით ჯერ კიდევ "ანჟის" ეკუთვნის.

- შესაძლებელია, რომ კვირკველია ახალ სეზონში "ანჟის" დაუბრუნდეს? მასში ფულის გადახდა ხომ საჭირო არ იქნება?

- დავითი კარგი ფეხბურთელია და მასთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ის პროფესიონალია. როგორია მისი გეგმები სადღეისოდ არ ვიცი, მაგრამ თუ კარიერის "ანჟისთან" დაკავშირებას ისურვებს და კლუბთან მოლაპარაკებას შეძლებს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები.

- აბაევის წასვლის შემდეგ ახალ მეკარეს აიყვანთ? თუ კარს ნუკრი რევიშვილი დაიცავს? ან პირიქით... რა მოხდება აბაევისთვის კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში? ისევ ყოველ მატჩში მეკარეების ცვლილებას მიმართავთ?

- რევიშვილს დიდი ხანია ვენდობით და ეს აბაევზე არაა დამოკიდებული. უკვე მითქვამს, რომ ორივე მეკარე თანაბარი კლასისაა. აბაევს ჯერ არ გაუცია პასუხი, წავა თუ დარჩება. თქვა, რომ ამას სეზონის ბოლოს გვეტყვის. "ანჟისთვის" მისი წასვლა საუკეთესო ვარიანტი არაა, რადგან ახალი მეკარის შეძენა და ფულის დახარჯვა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ძალით გუნდში არავის ვიჭერთ.

რაც შეეხება მარცვალაძეს, თუ არ ვცდები ის კიდევ ერთი წლით "ანჟის" ეკუთვნის. რა მიზეზით აღმოჩნდა "ვოლგაში" და რატომ არ დარჩა მახაჩყალაში, ჩემთვის უცნობია. ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია და "ანჟისთვის" რთულ მომენტში, როდესაც ფორვარდის გარეშე ვთამაშობდით, ძალიან გამოგვადგებოდა. დაიბრუნებს თუ არა მას კლუბი, არ ვიცი.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა