უელსის რაგბის ფედერაცია წინააღმდეგია, წამყვანმა უელსელმა მორაგბეებმა პროფესიონალური კარიერა საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააგრძელონ
უელსის რაგბის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი როჯერ ლუისი წინააღმდეგი გახლავთ, რომ წამყვანმა უელსელმა მორაგბეებმა პროფესიონალური კარიერა საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააგრძელონ.

"უელსის რაგბის ფედერაციამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ოთხ წამყვან რეგიონში სოლიდური თანხა დახარჯა რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციისათვის.

ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას - პირველ რიგში უელსურ კლუბებში უნდა გაიზარდოს კონკურენცია და ყველანაირი ხერხით ხელი შევუშალოთ პერსპექტიული მორაგბეების გადინებას საზღვრებს გარეთ.

მაგალითად: ვინც ლეგიონერის სტატუსით ისარგებლებს, მისთვის ნაკრების კარები დაიხურება".

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სამმა უელსელმა მორაგბემ გადაწყვიტა საზღვარგარეთ თამაში: ჯორჯ ნორტი "ნორტჰემპტონში" გადაბარგდა, ჯეიმი რობერტსმა და დენ ლიდიეიტმა კი ფრანგული "მეტრო რასინგ 92"-ის ფორმა მოირგეს.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა