ხან ასე ითქვა და ხან ისე, მაგრამ დასკვნა ერთი და იგივე გამოდის: ხავიერ მასკერანოს "ლივერპულიდან" წასვლა უნდა...

ხან ასე ითქვა და ხან ისე, მაგრამ დასკვნა ერთი და იგივე გამოდის: ხავიერ მასკერანოს "ლივერპულიდან" წასვლა უნდა. თუ გახსოვთ, ერთი ხნის წინ ამბობდნენ, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტნის შეძენას "ბარსელონა" აპირებდა. წერდნენ, რომ ესპანეთის ჩემპიონს დაახლოებით 38 მილიონი დოლარი ჰქონდა ამ საქმისთვის გადადებული და იმასაც ამბობდნენ, რომ მასკერანო მერსისაიდელთა ყოფილ მწვრთნელზე რაფა ბენიტესზე ნაწყენი გახლდათ, რადგან ბენიტესმა ის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არ გაუშვა კატალონიაში. შემდეგ, ითქვა, რომ "ინტერის" სათავეში ჩამდგარმა ბენიტესმა მასკერანოს მილანიდან მიაწვდინა ხმა და თავისთან, "შავ-ლურჯთა" გუნდში შესთავაზა გადასვლა, მაგრამ არგენტინელი უარზე იყო, რადგან გული კვლავ "ბარსასკენ" მიუწევდა. და აი, სულ ბოლო ინფორმაცია: მასკერანოს აგენტმა მარკო პიკიოლიმ თქვა:

"ვიცი ხავიერსა და ბენიტესს ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მასკერანო "ინტერში" გადადის. ხანდახან მწვრთნელისა და ფეხბურთელის კარგი ურთიერთობა ტრანსფერისთვის საკმარისი არ არის. რამდენადაც მე ვხედავ, ჩემი კლიენტი "ლივერპულიდან" "ინტერში" შესაძლოა მხოლოდ ზაფხულის მიწურულს გადავიდეს, მაშინ, როდესაც სატრანსფერო ბაზარი დახურვის პირას იქნება".

რას შეიძლება ნიშნავდეს აგენტის ეს სიტყვები? ერთი შეხედვით მარკო პიკიოლიმ თქვა, რომ მასკერანოს სადმე გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ მან პირდაპირ მიანიშნა ბენიტესსა და ფეხბურთელს შორის თითქმის უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე და ისიც დასძინა, რომ ტრანსფერი დროის ამბავია. თუმცა, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ შეიძლება "ბარსელონას" ფაქტორის გამორიცხვა. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "ლივერპულმა" მასკერანის ფასად 50 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 76 მილიონი დოლარი დათქვა.

თუმცა, "ლივერპულზე" რომ ვლაპარაკობთ, კიდევ ერთი რამ შეიძლება ითქვას დაბეჯითებით: "ენფილდ როუდს" აუცილებლად დასტოვებს 21 წლის არგენტინელი მარცხენა მცველი ემილიანო ინსუა. მისი შეძენა "ფიორენტინას" უნდა. მერსისაიდელები მის სანაცვლოს 7,5 მილიონ დოლარს ითხოვენ. არ არის გამორიცხული ინსუას ნაცვლად "ლივერპულში" "უიგანისა" და ჰონდურასის ნაკრების მოთამაშე მეინორ ფიგეროა გამოჩნდეს.

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა