ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეხბურთი და ალკოჰოლი

ფეხბურთი და ალკოჰოლი

სისხლში გამჯდარი და კარში გატანილი

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში „ქეიფ-ქეიფ“ ვერაფერს მიაღწევ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ 32 წლის ცენტრალურმა მცველმა ამ თემაზე ლაპარაკი იმიტომ დაიწყო, რომ ბოლო ხანს პრემიერლიგის რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი სმის გამო ტაბლოიდების პირველ გვერდებზე მოხვდა.

შესაძლოა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ სიტყვების წაკითხვა თუ მოსმენა გაუკვირდეთ, მაგრამ ფერდინანდის თქმით, იმ წლებში, როდესაც იგი კარიერას იწყებდა, ინგლისში ფეხბურთელებისთვის სმა ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ კულტურის ნაწილი იყო. კიდევ, ფერდინანდი ამბობს, რომ სპორტსმენი რასაკვირველია ბერივით არ უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ დღეს მას და მის კოლეგებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა რომ აკისრიათ, ფაქტია. თანამედროვე ფეხბურთელებს გაცილებით მოზომილი ქცევა მოეთხოვებათ.

„პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევი. მას ყველგან, ცხოვრების ყველა ასპექტში თვალი უნდა გაუსწორო. ჩვენ უკვე შაბათობითაც ვთამაშობთ, სამშაბათობითაც და სულ საქმეში, სულ მოედანზე ვართ. აღარ არის ძველებურად იმისი დრო და საშუალება, რომ გახვიდე და გემრიელად "აიწყვიტო". ეს ჩემს ბავშვობაში იყო ინგლისური კულტურის შემადგენელი ნაწილი. „ვესტ ჰემში“ ვუყურებდი, რომ უფროსი ფეხბურთელებისთვის ბარში შესვლა და დალევა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლდათ. დღეს, ათასში ერთხელ თავისუფალი კვირა რომ ჩაგივარდება, აი, მაშინ შეგიძლია წახვიდე და მოულხინო.

ერთი სიტყვით, სხვა ცხოვრება მოვიდა. სამ დღეში ერთხელ ფიზიკურად საუკეთესოდ მომზადებულ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა. მათ წინააღმდეგ თავადაც საუკეთესო ფორმაში თუ არ იქნები წააგებ და საკუთარ გუნდთან დარჩები პირშავად.

კარიერაში ტოპ-ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდე უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი უნდა დაამარცხო. სმა და დროსტარება აშკარად ერთ-ერთი მათგანია. თუ ქეიფს გადაყვები, დიდ სიმაღლეებს ვეღარ მიაღწევ. საკუთარმა თავმოყვარეობამ და დიდი ფეხბურთის თამაშის სურვილმა უნდა დაგაფიქროს. უნდა მიხვდე, რომ თუ სამშაბათს ან ოთხშაბათსაც თამაში გაქვს, შაბათ საღამოს დასალევად წასვლა არ შეიძლება.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ბერივით არ უნდა ცხოვრობდე, მაგრამ ქეიფისთვის დროისა და მომენტის შერჩევა უნდა შეგეძლოს. საკუთარი ცხოვრების სწორად მართვაზეა ლაპარაკი. ახალგაზრდობაში რაღაც ნაბიჯებს დგამ და მერე მათზე სწავლობ. ყოველთვის კი არ გეტყვიან, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ბევრი რამ საკუთარ ტყავზეც უნდა გამოსცადო“.

ფარდინანდის თქმით მან საკუთარ შეცდომებზე ძალიან ბევრი ისწავლა და ტოპ-ფეხბურთელად იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ თავის ცხოვრებას სწორი კალაპოტი მისცა.

„კარგი ფეხბურთელობა ყველას სურს, მაგრამ მარტო სურვილი საკმარისი არ არის. მიზნის მისაღწევად კონკრეტული რაღაცების გაკეთებაა საჭირო. აი, მაგალითად მაიკლ ოუენი ავიღოთ. მე სულ მისი მაგალითი მომყავს, რადგან ჩვენ ერთდროულად დავიწყეთ ჩვენი კარიერა და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზეც ერთად წაგვიყვანეს. არადა, ცხოვრებაზე ძალიან განსხვავებული შეხედულება გვქონდა. მე უფრო წესრიგის დამრღვევი ვიყავი, მაიკლმა კი ყოველთვის ზუსტად იცოდა რა უნდოდა. ამიტომაც, მე მიზანს გაცილებით გვიან მივაღწიე ვიდრე ოუენმა.

თუ გნებავთ ძმები ნევილები გავიხსენოთ. იცით, რომ ახალგაზრდობაში ბიჭები მათ წესიერებას და პროფესიონალიზმს დასცინოდნენ? ისინი სიყმაწვილეშივე მართლაც დიდი პროფესიონალები იყვნენ და დახეთ, რამხელა კარიერა განვლო ერთმაც და მეორემაც“.

თუმცა, ნაკრების კაპიტნისთვის ისიც ცნობილია, რომ სმა, მართალია, ბრიტანული კულტურის ნაწილია, მაგრამ ფეხბურთელის კარიერისთვის დამღუპველი რამ არის.

„რას იზამ, საზოგადოებას თავისი ცხოვრების წესი აქვს. ამასწინათ, ჩემს პირველ კლუბში, „ელთემ თაუნში“ ვიყავი და იქაც ზუსტად იგივე დამხვდა: უქმეებზე თამაში, თამაშის შემდეგ კი ბიჭებთან ერთად ბარში შესვლა და თითო ჭიქის გადაკვრა. ხალხი ამას არის დაჩვეული. არსებობს საკლუბო სახლები, სადაც ხალხი მიდის და სამსახურის შემდეგ სვამს. ფეხბურთელისთვის სამსახურის მერე „თამაშის მერე“-ს ნიშნავს. ასეთ კულტურაში აღზრდილი ადამიანისთვის სხვა წესზე გადართვა ძნელია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად