სოფელ ბებნისიში ნახერხმოყრილმა საჭიდაო არენამ 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს გუნდურ პირველობას უმასპინძლა
სოფელ ბებნისიში (ქარელის რ-ნი) ნახერხმოყრილმა საჭიდაო არენამ 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს გუნდურ პირველობას უმასპინძლა ქართულ ჭიდაობაში თბილისის სამი ("შევარდენი", "სამგორი," "ლიდერი"), კასპის, გორის, საჩხერის და ქარელის ორი გუნდის მონაწილეობით.

გუნდები ერთმანეთს 7 წონით კატეგორიაში (50, 55, 60, 65, 70, 80, მძიმე) ეპაექრებოდნენ.

საუკეთესოები ანგარიშში მცირე სხვაობით იმარჯვებდნენ, რაც ასპარეზობისადმი დიდ ინტერესზე მეტყველებს. ყველაზე დიდი ანგარიშით - 7:0 პირველივე ეტაპზე კასპს მომავალმა ჩემპიონმა ქარელის I-მა გუნდმა მოუგო.

სამწუხაროდ, კასპის რაიონი მისთვის უჩვეულოდ სუსტი სპორტსმენებით იყო წარმოდგენილი. სხვა მეოთხედფინალური დაპირისპირებები დაძაბულად მიმდინარეობდა და ერთნაირი ანგარიშით, 4:3 დასრულდა - საჩხერემ სძლია "სამგორს", გორმა - "ლიდერს", "ქარელი II"-მა - "შევარდენს". სამივე თბილისური გუნდი გამოეთიშა პირველობას.

ნახევარფინალში საჩხერელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს "ქარელი I"-ს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ - 3:4. გორელებმა კი "ქარელი II"-ს შედარებით იოლად 5:2 მოუგეს. ამ უკანასკნელ შეხვედრაში წაგებულმა, თავის მხრივ, ასევე 5:2 აჯობა მესამე ადგილისათვის მებრძოლ საჩხერელებს. ხოლო ფინალში ერთმანეთის პირისპირ გორი და "ქარელი I" წარსდგნენ.

აქ თავდაპირველად გორელები იგებდნენ - 1:0, 2:1, მაგრამ მასპინძელთა გუნდის წევრებმა გაგა ლიჩელმა (65 კგ) და გაგა ქიტიაშვილმა (70) სუფთა გდებებით გაათანაბრეს და წინაც გაიყვანეს თავიანთი გუნდი. შემდეგ კი ნიკა სიდამონიძემ (80 კგ) საბოლოოდ განამტკიცა ქარელელთა უპირატესობა.

ბოლო შეხვედრაში, მართალია, გორელმა ოთარ გოგიძემ (მძიმე) იმარჯვა, მაგრამ ამით მხოლოდ ანგარიში შეიცვალა - 4:3. ხსენებულთა გარდა, გამარჯვებული "ქარელი I"-ის შემადგენლობაში გამოდიოდნენ: ვაჟა მარჯანიძე, ნიკა კაკაშვილი, ზვიად ბერუაშვილი, ნიკა სიდამონიძე, გაგა პოლიტაშვილი.

შეჯიბრება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული. საპრიზო თანხაც მათ დააწესეს.

გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო 300, ფინალისტმა - 200, მესამე პრიზიორმა 100 ლარი. პირველობას ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გვაცნობა, რომ მომდევნო კვირას სამი დიდი შეჯიბრება გაიმართება ფედერაციის ორგანიზებით: 19 სექტემბერს სოფელ ხოვლეში (კასპის რ-ნი), 21-ში - წნორში, ხოლო 22-ში - კაკაბეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
ეკატერინბურგის გრან სლემი. II დღე: ქართველები 4 მედლისთვის იჭიდავებენ
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓭᓘᓓᓐᓝᓑᓐ ᓣᓪᓮᓝᓔᓗᓨᓘ ᓒᓐᓕᓐ
ჭიდაობა საოკუპაციო ხაზთან - დირბის მემორიალური ტურნირი
ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა გუნდები საევროპოდ დაკომპლექტდა
ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და სიდამონიძე გამოგვაკლდნენ
ევროპის თასი: ნაკრების ორმაგი სახე
ქართული ჭიდაობა 2013: ჟამი ფიქრისა და განსჯისა
ეკატერინბურგის გრან სლემი: ვინ დაიხურავს რუსულ მუზარადს?
ღვინიაშვილები ტიტულის დათმობას არ აპირებენ - ინტერვიუ პაატა ღვინიაშვილთან