ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში ამჯერად 78-ე ადგილზეა

ფიფამ ახალი, ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა. თუ წინა რეიტინგში საგრძნობი პროგრესი (14-საფეხურიანი ნახტომი) გვქონდა, ამჯერად დაქვეითებას ვერ ავცდით, სამი ნაბიჯით მოგვიწია პოზიციის დათმობა. შესაბამისად, საქართველო ამჯერად 78-ე ადგილზეა. აქვე იმასაც განვმარტავთ, რომ ამ რეიტინგში გათვალისწინებული ჯერ კიდევ არ არის 17 ნოემბერს გამართული მატჩის შედეგი და ის დეკემბრის რეიტინგში აისახება.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ხუთი მეტოქედან ოთხმა თითო საფეხურით შეიცვალა პოზიცია - საბერძნეთი და ისრაელი დაწინაურდა, ლატვია და მალტა კი დაქვეითდა. ხორვატია კი ისევ მეცხრეზეა.

მოწინავე ათეულში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება მოხდა - რუსეთს მეათე ადგილის დათმობამ მოუწია და "ცხელ ათეულში" მისი ადგილი ეგვიპტეს ერგო.

უპრიანი იქნება, ჯერ მოწინავე ათეული და ჩვენი ჯგუფის მეტოქეთა განლაგებას გადავავლოთ თვალი, შემდეგ კი ორ საინტერესოა დეტალზე შევჩერდეთ.

1. (0) ესპანეთი 1920

2. (0) ჰოლანდია 1718

3. (0) ბრაზილია 1493

4. (0) გერმანია 1489

5. (0) არგენტინა 1353

6. (0) ინგლისი 1250

7. (0) ურუგვაი 1174

8. (0) პორტუგალია 1102

9. (0) ხორვატია 1098

10. (+1) ეგვიპტე 1047

11. (+1) საბერძნეთი 1043

55. (+1) ისრაელი 535

73. (-1) ლატვია 446

78. (-3) საქართველო 422

169. (-1) მალტა 77

ფიფას რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბითაა, მაგრამ, საინტერესოა რა პოზიციაზე ვართ ევროპაში. "ბებერი კონტინენტის" 53 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა მე-40 ადგილზეა.

ვნახოთ, როგორი პოზიცია აქვს საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის.

13. (-3) რუსეთი 1003

36. (-1) უკრაინა 698

40. (+2) ბელარუსი 648

46. (+2) ლიტვა 576

59. (+1) სომხეთი 517

73. (-1) ლატვია 446

74. (0) ესტონეთი 444

78. (-3) საქართველო 422

84. (-6) მოლდოვა 405

90. (+1) აზერბაიჯანი 381

106. (-10) უზბეკეთი 303

134. (+8) თურქმენეთი 173

137. (0) ყაზახეთი 169

149. (+1) ტაჯიკეთი 121

176. (-3) ყირგიზეთი 50

დავით ცაბაძე

miriani
ეეეეე ხაჩები ჩვენზე წინ რა პონტში არიან დავიჯერო გვჯობიან?
barnaba
ეს როგორი რეიტინგია?:(ეგვიპტე ვინღა ჩემი ყარაგანდაა ჩვენზე წინ რომ ჩაეჩხირა?:(
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა