კლასიკო, ერთი ერთზე

29 ნოემბრის კლასიკომდე ვაგრძელებთ რუბრიკას "კლასიკო ერთი ერთზე", რომელშიც ვცდილობთ ერთმანეთს "ბარსელონსა" და "რეალის" იდენტური პოზიციის ფეხბურთელები "დავუპირისპიროთ". გუნდის მთავარი ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარების შემდეგ მეკარეებს მივადექით...

11 დღეში "ელ კლასიკოს" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირები ვიქტორ ვალდესი და იკერ კასილიასი იქნებიან, მსოფლიოს ორი ჩემპიონი. შესაძლოა, სწორედ მათმა თამაშმა განსაზღვროს დიდი დაპირისპირების ბედიღბალი.

მაშ ასე, ჩვენ გველის მსოფლიოს ორი საუკეთესოთაგანი გოლკიპერის დუელი გველის. ბოლო ორი სეზონია ვალდესი ის მეკარეა, რომელიც ლა ლიგაში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს. ვალდესს საქმე სხვებთან შედარებით გაიოლებული აქვს, "ბარსელონას" შეტევებს გადაურჩე და აქეთ შეუტიო, ცოტა არ იყოს, ძალიან ძნელი საქმეა და პრიმერა დივიზიონის ბევრ კლუბს ეს არც შეუძლია. ვალდესს შესანიშნავი კონცენტრაციის უნარი აქვს, ბრწყინვალეა ჰაერში, ძალიან ნიჭიერი და თავდადებულია, არასოდეს დაიხევს უკან, თუნდაც ეს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს.

რა ვთქვათ კასილიასზე? ის უბრალოდ საუკეთესოა - ნომერ პირველია. ვის დაავიწყდება არიენ რობენის გასვლა კასილიასის პირისპირ და ესპანელთა გოლკიპერის დიდებული თამაში? პარაგვაელებთან აღებული პენალტი... კასილიასის წარსული "დატენილია" ასეთი დიდებული მომენტებით 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან მოყოლებული.

ამ ორი მეკარის დაუსწრებელი დუელი სეზონთან ერთად განახლდა და ზენიტს 29 ნოემბერს მიაღწევს.

ვალდესი კასილიასი

მატჩი (სტარტი) 11 (11) 11 (11)

ყვითელი ბარათი 2 0

მოგერიებული დარტყმა 51 41

ზამორას რეიტინგი 0,73 (2) 0,45 (1)

გაშვებული ბურთი 8 5

მატჩი ნაკრებში 3 115

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს