ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა "კოპენჰაგენთან" მატჩის შემდეგ საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე დაიჩივლა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დანიურ "კოპენჰაგენთან" მატჩის შემდეგ საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე დაიჩივლა.

17 სექტემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩში ტურინელები ფრეს დასჯერდნენ - 1:1.

მატჩის დასაწყისში მასპინძლები ნიკოლაი იორგენსენმა დააწინაურა, "ბებერმა ქალბატონმა" კი გათანაბრება 54-ე წუთზე ფაბიო კვალიარელას გოლით შეძლო.

იხილეთ ვიდეო

"შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, ამ თამაშს სრულიად მობილიზებულნი შევხვდით და ჩვენი მხრიდან მეტოქის შეუფასებლობა არ ყოფილა.

დღეს ბრწყინვალე შანსი გვქონდა, მაგრამ მაინც ვერ გავიმარჯვეთ. ვერც კი ვიხსენებ შემთხვევას, რომ ჩემი ხელმძღვანელობით გუნდს ამდენი საგოლე მომენტი, მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენის შემთხვევა ჰქონოდა.

არადა, თურქეთში დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით, მოგება ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა. დასანანია.

ასეთია ფეხბურთი - როცა გატანას ვერაფრით ახერხებ, შეიძლება სულაც წააგო. ხომ ნახეთ მეტოქის გოლი - ის რაიმე განსაკუთრებულ შეტევას სულაც არ მოჰყოლია.

"კოპენჰაგენი" შეკრული გუნდია, თუმცა მძიმედ მოქმედებს და სისულელე იქნებოდა სხვა ფეხბურთელების გამოყვანა. მიზნის მისაღწევად ტევესი, კვალიარელა და ჯოვინკოც საკმარისი იყო, მაგრამ რეალიზაციაში მოვიკოჭლეთ.

დე ჩელიე იმისთვის გამოვიყვანე, რომ ამ სტრატეგიულ თამაშში სანტიმეტრიც კი არ დაგვეთმო. მეტოქე თავისი გიგანტებით ცდილობდა, შევევიწროვებინეთ, ჩვენ კი ფლანგების გამოყენებას ვეშურებოდით.

ლიხტშტაინერმა და პელუზომ კარგად იმუშავეს, მაგრამ რაც უნდა გააკეთო, თუკი გატანას ვერ ახერხებ, სულ ამაოა დანარჩენზე საუბარი", - თქვა კონტემ მატჩის შემდეგ.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კვალიარელამ "იუვენტუსს" ვერ გაუტანა - მესიმ მეექვსედ მოიპოვა "ოქროს ბუცი" [VIDEO]
კვალიარელამ "იუვენტუსს" 11 გოლი თუ არ გაუტანა, მესი მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბუცს"
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"სამპდორია" 38 წლის კვალიარელას კონტრაქტს გაუგრძელებს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
36 წლის ფაბიო კვალიარელა იტალიის ნაკრებში გამოიძახეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
36 წლის კვალიარელამ "სამპდორიასთან" კონტრაქტი გააგრძელა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
EURO 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმაც გაიმარჯვა და იტალიამაც - სერხიო რამოსი ბომბარდირია [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?