"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა "სელტიკთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თავისი გუნდის გარჯაზე ისაუბრა
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "სელტიკთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თავისი გუნდის გარჯაზე ისაუბრა.

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მილანელებმა სტუმრებს ბოლო ათ წუთში გატანილი გოლებით სძლიეს - 82-ეზე საპატამ გაიტანა, კიდევ ოთხ წუთში კი მუნტარიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო

"ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თავი არ დავზოგეთ. მოგება მთელმა გუნდმა დაიმსახურა.

მერე რა, რომ გამარჯვება ბოლო წუთებზე მოვიპოვეთ?! ნეტავ ყველა თამაში ასე მთავრდებოდეს და უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი...

უბრალოდ, თამაშის მიწურულს უფრო მეტი თავისუფალი ზონები ჩნდება ხოლმე და სახიფათო შეტევის განხორციელებას უკეთესად ვახერხებთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მატჩის სადავეები ხელიდან გაგვექცა და პირველი გოლის დროს ნაღდად გაგვიმართლა. უნდა მოვუმატოთ - უკეთ გვმართებს მეტოქის თამაშის წაკითხვა, მისი ჩანაფიქრის გამოცნობა. ასევე ძალიან ხშირად ვკარგავთ ბურთზე კონტროლს...

თუმცა, მეორე მხრივ, მომეწონა ჩემს ფეხბურთელთა რეაქცია ამ სირთულეებზე. ბიჭები ჟინით თამაშობდნენ. მათ იცოდნენ, რომ თამაში მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ მთავრდება.

ყოველთვის მხოლოდ კარგზე უნდა იფიქრო. მჯეროდა, რომ ბოლო 15-20 წუთში შევძლებდით თამაშის ბედის ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტას. ისევე, როგორც იტალიის ჩემპიონატის მატჩში, ამჯერადაც შეცვლები ძალიან დაგვეხმარა", - თქვა ალეგრიმ.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა