ATP სხვადასხვა ნომინაციებში წლის საუკეთესო ჩოგბურთელებს დააჯილდოვებს
ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის მსვლელობისას ATP სხვადასხვა ნომინაციებში წლის საუკეთესო ჩოგბურთელებს დააჯილდოვებს.

ერთეულთა თანრიგში ATP-ის კლასიფიკაციის პირველი ნომერი უკვე ცნობილია: კარგა ხანია ამ ნომინაციაში გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა. წყვილთა თანრიგშიც ცნობილია პირველი ადგილის მფლობელი - ეს გახლავთ ამერიკელი ძმების, ბობ და მაიკ ბრაიანის დუეტი.

სტეფან ედბერგის სპორტული პრემია (Fair Play): მოთამაშე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აჩვენებდა კარგ შედეგებს და ამასთან, კეთილსინდისიერი, პატიოსანი და სამართლიანი იყო როგორც კორტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ კატეგორიაში ნომინანტები არიან: რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი (შვეიცარია), მარინ ჩილიჩი (ხორვატია) და ტეილორ დენტი (აშშ).

წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე. ნომინანტები: იურგენ მელცერი (ავსტრია), ერნესტ გულბისი (ლატვია), ანდრეი გოლუბევი (ყაზახეთი) და ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი).

წლის ახალბედა. მოთამაშეები, რომლებმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს ATP-ის რეიტინგში. ნომინანტები არიან: ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრაინა), ტობიას კამკე (გერმანია), ტიემო დე ბაკერი (ჰოლანდია) და რიჩარდ ბირანკისი (ლიტვა).

წლის დაბრუნება. მოთამაშე, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა კორტზე და უმაღლეს დონეზე თამაში გააგრძელა. კანდიდატები არიან: მარდი ფიში (აშშ), დავიდ ნალბანდიანი (არგენტინა), რობინ ჰაასე (ჰოლანდია) და კეი ნიშიკორი (იაპონია).

ციებ-ცხელება ფინალის წინ

დევისის თასზე სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებების კაპიტნებმა იმ ჩოგბურთელთა ვინაობა გაარკვიეს, რომლებიც 2010 წლის სეზონის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

ფრანგების მხრიდან გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებას ექვსი ჩოგბურთელი დაიწყებს: გაელ მონფილსი, მიკაელ ლოდრა, ჟილ სიმონი, რიშარ გასკე, არნო კლემანი და ჟულიან ბენეტო.

მონფილსს პრაქტიკულად განაღდებული აქვს ერთეულთა მატჩებში თამაში, რაც შეეხება ფრანგების მეორე ნომერს, ამ სტატუსზე პრეტენზიას სიმონი, გასკე და ლოდრა აცხადებენ. ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა პარიზის მასტერსზე, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. რაც შეეხებათ კლემანსა და ბენეტოს, ისინი წყვილთა თანრიგის მატჩში ლოდრას პარტნიორებად განიხილებიან. გამორიცხულია ფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას თამაში.

პრაქტიკულად გარკვეულია სერბეთის შემადგენლობა: ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანკო ტიპსარევიჩი, ვიქტორ ტროიცკი და ნენად ჟიმონჟიჩი. აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა: გუნდის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთეულებში ითამაშებს. მეორე ნომერი იქნება ტიპსარევიჩი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მოასწრებს ტრავმის მკურნალობას, რომლის გამოც პარიზის მასტერსი გამოტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სერბების მეორე ნომერი ტროიცკი იქნება. აუცილებლად ითამაშებს წყვილთა შეხვედრას ნენად ჟიმონჟიჩი.

ფინალი 3-5 დეკემბერს ბელგრადში გაიმართა. გუშინ, Belgrade Arena-ზე დასასწრები 16 ათასი ბილეთი ოთხ საათში გაიყიდა. ბილეთები რეალიზაციაში შუადღეზე გამოიტანეს და 16 საათისთვის სალაროები ცარიელი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...