ვის აირჩევს მეივეზერი?
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი კენ ნორტონი, რომელმაც 1973 წელს ლეგენდარული მოჰამედ ალი დაამარცხა, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო წლებში ნორტონი კიბოთი იყო ავად. გარდა ამისა, რამდენიმე ინსულტი და გულის შეტევა გადაიტანა. ის ქალაქ ლას ვეგასის გარეუბანში გარდაიცვალა.

იუნიორის ასაკში ნორტონი ამერიკული ფეხბურთით, ბეისბოლით და მძლეოსნობით იყო დაკავებული, საზღვაო ფლოტში სამსახურის დროს სამოყვარულო კრივში დაიწყო გამოსვლა, 1967 წელს კი პროფესიონალებში გადავიდა.

ნორტონისა და ალის პირველი ბრძოლა 1973 წლის 31 მარტს გაიმართა. იმ ბრძოლაში ალი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ კენმა მეტოქეს ყბა გაუტეხა და 12 რაუნდის შედეგად, მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა.

მოგვიანებით ნორტონი კიდევ ორჯერ შეხვდა ალის: 1973 წლის სექტემბერში (ალიმ მოიგო მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით) და 1976 წელს (სამივე მსაჯმა გამარჯვება ალის მიანიჭა). ასევე, თავის კარიერაში ნორტონი სხვა სახელგანთქმულ მოკრივეებსაც შეხვედრია - ჯორჯ ფორმენს, ლარი ჰოლმსს...

1977 წელს ნორტონმა ჯიმი იანგი დაამარცხა და WBC-ის ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტი გახდა, მაგრამ ლეონ სფინქსმა, რომელიც ამ ტიტულს ფლობდა, უარი თქვა ნორტონთან შეხვედრაზე ალისთან ჩხუბის გამო. WBC-მა სფინქსს ჩემპიონობა ჩამოართვა და ტიტული ნორტონს გადასცა, თუმცა კენმა მალე დათმო ის ჰოლმსთან წაგების შემდეგ.

სულ კარიერაში ნორტონმა 50 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 42 (33 – ნოკაუტით), დამარცხდა შვიდჯერ და ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. სპორტული კარიერა მან 1981 წელს დაასრულა.

ნორტონი ბევრ ფილმში გადაუღიათ მსახიობის რანგში. ყველაზე სახელგანთქმული გახდა მისი როლი ფილმ "მანდინგოში" (1975 წელი). მან შეასრულა მონას როლი, რომელსაც მეპატრონე პლანტატორი ბრძოლებისთვის იყენებს.

1986 წელს ნორტონი სერიოზულ ავტოავარიაში მოყვა. იქ მან უმძიმესი ტრავმები მიიღო, რის გამოც მეტყველების უნარი დაუქვეითდა.

ვის აირჩევს მეივეზერი?

მექსიკელი საულ ალვარესის დამარცხების შემდეგ დიდი მსჯელობა დაიწყო იმასთან დაკავშირებით, ვინ გახდება მსოფლიოს საუკეთესო მოკრივის, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის მორიგი მოწინააღმდეგე. ამ უკანასკნელმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს 2014 წლის მაისში დაბრუნდეს რინგზე, შემდეგ კი სექტემბერშიც იჩხუბოს. გაზაფხულის ბოლო თვემდე ჯერ შორია, მაგრამ მეივეზერის შემდეგი მეტოქის ვინაობა ყველას აინტერესებს.

ამ მომენტისთვის ყველაზე რეალურია ორი კანდიდატი - ამერიკელი პუერტორიკული ფესვებით დენი გარსია, რომელმაც მეივეზერისა და ალვარესის ბრძოლის ანდერკარდზე დაამარცხა სახიფათო არგენტინელი ლუკას მარტინ მატისი და მეორე კანდიდატი - პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი ამირ ხანი, ვინც 7 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს, რომ ფლოიდთან შეხვედრის ღირსია - ის ამ დღეს ამერიკელ დევონ ალექსანდერს შეხვდება.

კომპანია Golden Boy Promotions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ შეფერმა უკვე განაცხადა, რომ მეივეზერისა და ხანის ბრძოლას შეუძლია ლონდონში, სახელგანთქმულ "უემბლიზე" 100 ათასი მაყურებელი შეკრიბოს. თავად ხანი უკვე ითხოვს მეივეზერთან შეხვედრას, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სწრაფი მოკრივეა და ეს სერიოზული კოზირი იქნება ამერიკელთან ბრძოლაში. თუმცა ბრიტანელის უახლოესი მეტოქე - დევონ ალექსანდერი ყველას არწმუნებს, რომ ხანი ვერ შეხვდება მეივეზერს, რადგან დამარცხდება 7 დეკემბრის შეხვედრაში:

"ვიცი, რომ სხვადასხვა ძალას სურს ამ ბრძოლის ორგანიზება, მაგრამ ის არ შედგება. მას შეუძლია ბევრი ბრიტანული ფული მოიზიდოს, მაგრამ ის ვერ მომიგებს. მე ბევრი ძლიერი ბიჭი დამიმარცხებია და ვაპირებ გამარჯვებების სერიის გაგრძელებას".

gio
მაგარი მებრზოლი იკო გმერტმა ნატელსი ამკოფოს მისი სული
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...